თეგი: ლევან იოსელიანი

ლევან იოსელიანის ინიციატივას, საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. ამასთან, ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით.  ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა. საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.   

„მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა

„მოქალაქეებმა“ სახალხო დამცველობის კანდიდატად ამავე პარტიის ერთ-ერთ ლიდერი ლევან იოსელიანი დაასახელა. ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის აზრით, რომ იოსელიანს აქვს რესურსი პარლამენტში 90 მხარდამჭერი ხმა მიიღოს. მისი თქმით, სახალხო დამცველის კონსენსუსით შერჩევა მნიშვნელოვანია და ის არის ნაწილი საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პუნქტის, რომელიც ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად უნდა შეასრულოს. ელისაშვილმა აღნიშნა, რომ მას გარკვეული კონსულტაციები ჰქონდა ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან. „ჩვენმა პარტიამ მივიღეთ ჩემთვის ძალიან რთული გადაწყვეტილება, მაგრამ ღრმად დარწმუნებული ვარ, ეს არის რომ ქვეყნისთვის სწორი. ამ პარლამენტშიც სულ რამდენიმე ადამიანია ან შესაძლოა მხოლოდ ერთი, ვის გარშემოც შესაძლებელია კონსენსუსი. ასეთი არის ჩემი მეგობარი, თანაგუნდელი, ჩვენი პარტიის ერთ- ერთი ლიდერი ლევან იოსელიანი, რომელსაც აქვს უნარები, ცოდნა და შესაძლებლობა, რომ მიიღოს 90 ხმა და მეტიც. ის არის ადამიანი, რომელსაც შეუძლია კონსენსუსი შეკრას. რამდენადაც რთული არ უნდა იყოს ჩემთვის და ჩვენი პარტიისთვის, უნდა წარვადგინო ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის კანდიდატად. ლევანი გახლდათ ადვოკატი, სანამ პოლიტიკაში ჩაერთვებოდა და ადამიანის უფლებები მისთვის ნაცნობი თემაა, სწორედ ამით იყო დაკავებული წლების განმავლობაში”, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.  

პაპუაშვილი სახალხო დამცველობის კანდიდატად ლევან იოსელიანის დასახელებაზე: საინტერესო ინიციატივაა, ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ საკითხს უმრავლესობაში განიხილავენ. „საინტერესო ინიციატივაა. ვნახოთ, განვიხილავთ უმრავლესობაში. არაერთხელ აღვნიშნე, რომ ყველანაირად თუ შევხედავთ - რაციონალურად, პოლიტიკურად პრაგმატულად, უმრავლესობა დაინტერესებულია, რომ პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევა შეძლოს. ეს ჩვენი ამოცანა და ინტერესია, ამიტომ იყო, რომ ყველანაირად ვცდილობდით, ოპოზიციისთვის შეგვეთავაზებინა ფორმატი, სადაც იგრძნობდნენ, რომ მონაწილენი არიან და ჩვენც თანაბრად მონაწილენი ვიქნებოდით. პოლიტიკოსია და ეს თავისთავად პოლიტიკურ დატვირთვას აძლევს. ამიტომ ვიმსჯელებთ. პოლიტიკურ მიკერძოებას რაც შეეხება, არიან გაცხადებული პოლიტიკოსები, რომლებიც უფრო მეტად ნეიტრალურები არიან, ვიდრე ზოგიერთი არაპოლიტიკოსი, რომელიც პოლიტიკურად უფრო მეტად მიკერძოებულია, მედიაში თუ არასამთავრობო სექტორში. მანაც უნდა გვითხრას, რატომ გადაწყვიტა კანდიდატურის დაყენება, რა საფუძველი და მიზნები აქვს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან. შეგახსენებთ, „მოქალაქეებმა“ ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის კანდიდატად დაასახელა.  

ნიკა გვარამიას პატიმრობა პოლიტიკური მოტივებითაა ნაკარნახევი - ლევან იოსელიანი

ჩემი პოზიცია გვარამიას პატიმრობასთან დაკავშირებით არასდროს ყოფილა ორაზროვანი, - საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია "მოქალაქეებიდან" ლევან იოსელიანი პატიმრობში მყოფ "მთავარი არხის" დირექტორს, ნიკა გვარამიას "ფეისბუკზე" საჯარო პოსტით პასუხობს. "შენი დაპატიმრების პირველი დღიდან მეც ისე, როგორც ალეკო ელისაშვილს, არაერთხელ გაგვიცია მკაფიო პასუხი შენს შეკითხვაზე და კიდევ ერთხელ, როგორც მოქმედი პოლიტიკოსი და სახალხო დამცველობის კანდიდატი ვაფიქსირებ, რომ შენი პატიმრობა არის პოლიტიკური მოტივებით ნაკარნახევი, არანაირი წინაპირობა წარდგენილი ბრალის ფარგლებში, გამოყენებული ყოფილიყო პატიმრობა, როგორც სასჯელის ზომა, არ არსებობდა.რაც შეეხება ტექსტის იმ ნაწილს, უნდა გქონდეს თუ არა ჩემი იმედი სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ჩემი იმედი უნდა გქონდეს, არა მარტო შენ, არამედ ყველა პატიმარს, რომელიც დღეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფება. მე ვიქნები ჩემთვის მონიჭებული მანდატის ფარგლებში, მათი უფლებების დაცვაზე ეფექტური ზედამხედველი", - წერს ლევან იოსელიანი "ფეისბუკზე".რამდენიმე საათის წინ, როცა ცნობილი გახდა, რომ ალეკო ელისაშვილმა თანაპარტიელი დაასახელა სახალხო დამცველობის კანდიდატად, ნიკა გვარამიას სახელით მის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე განცხადება გამოქვეყნდა. გვარამია ინტერესდებოდა, შეიცველობდა თუ არა ყოფილი სახალხო დამცველის პოზიცია მის პატიმრობასთან დაკავშირებით."როგორ ფიქრობ, ვარ თუ არა პოლიტპატიმარი და ეთანხმები თუ არა სახალხო დამცველის დასკვნას ამ საკითხზე (სხვა, მათ შორის ათობით საერთაშორისო ორგანიზაციისას არ გკითხავ)? სახალხო დამცველს ამგვარ საკითხებში სწორხაზოვნება მართებს და "კი" ან "არა" პასუხით ძალიან დამავალებ. თან "პოლიტ" თუ არა, პატიმარი ვარ ბოლო-ბოლო", - წერდა გვარამია.საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა ნიკა გვარამიას წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში მიღებული განაჩენი და მიიჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე - სასჯელის განსაზღვრის კუთხით."ვინაიდან წინამდებარე განაჩენი წარმოადგენს კონსტიტუციით, ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით განმტკიცებული კანონიერების პრინციპისა და დასაბუთებულობის სტანდარტის უხეშ დარღვევას, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს მის ხელთ არსებული შეწყალების უფლებამოსილება", - ეწერა სახალხო დამცველის გამოქვეყნებულ დასკვნაში.

ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი: სააკაშვილი არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად

დეპუტატი, ომბუდსმენობის კანდიდატი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ პატიმრად არ მიაჩნია. მისივე თქმით, სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა უზრუნველყოს და მიაწოდოს მას ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ გარეთ. „საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის ჩვენი პოლიტიკური ჯგუფის დამოკიდებულება ე.წ აგენტების კანონის შესახებ. ის არის ერთმნიშვნელოვნად ძალიან უარყოფითი. ინიცირების დღიდანვე, როგორც პარლამენტში, ისე საჯარო სივრცეში ვეწინააღმდეგებით მის მიღებას. ის საფრთხეს უქმნის ევროპულ პერსპექტივას, ახდენს სამოქალაქო საზოგადოების დისკრედიტაციას და ემსახურება მათთვის ჯაშუშის იარლიყის მიკერებას. რაც შეეხება სააკაშვილის ნაწილს, ჩვენი პოზიცია ცნობილია, ის არ მიგვაჩნია პოლიტპატიმრად. თუმცა ვთვლით, რომ სახელმწიფომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ უზრუნველყოს მისი ჯანმრთელობის დაცვა და მისთვის ყველა ტიპის სამედიცინო მომსახურების მიწოდება, იქნება ეს ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გარეთ. ასევე, დავძენ, რომ სახალხო დამცველის არცერთ ანგარიშში არ გვხვდება მისი, როგორც პოლიტიკურ პატიმრად შეფასება", - წერს ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში. სახალხო დამცველის პოსტზე ასარჩევად პარლამენტის მოქმედი ვიცე-სპიკერის ლევან იოსელიანის კანდიდატურა პარლამენტს ოფიციალურად წარედგინა. იოსელიანი ომბუდსმენის თანამდებობაზე დასახელებულია პოლიტიკურ ჯგუფ „მოქალაქეების“ მიერ.  

დეპუტატების გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო - იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ის შეეცდება კომიტეტის თავმჯდომარესთან ანრი ოხანაშვილთან უშუამდგომლოს იმ დეპუტატებს, რომლებსაც სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს. იურიდიული კომიტეტის სხდომიდან ოპოზიციონერი დეპუტატები ძალის გამოყენებით გაიყვანეს „გამოძევება იყო აბსოლუტურად უკანონო, იმიტომ, რომ ისინი გამოთქვამდნენ საკუთარ აზრს და გამოხატავდნენ პროტესტს ამ კანონპროექტის მიმართ, ამიტომ ვთვლი, რომ ისინი უნდა იყვნენ დაშვებულნი კომიტეტის სხდომაზე და უნდა გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა. მივალ და შევეცდები, რომ ეს ყველაფერი გადავცე კომიტეტის თავმჯდომარეს და ვიშუამავლო მათ დაბრუნებაში, თუმცა ისეთი განწყობაა კომიტეტზე, რომ არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს ჩემი შუამავლობა დიდი შედეგით დასრულდება. თუმცა ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანები დაბრუნდნენ კომიტეტზე და გააგრძელონ განხილვაში მონაწილეობა. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 16 თებერვალსაც. ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან. კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. „ხალხის ძალა“ კანონპროექტის მისი მიხედვით, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნება უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი, სადაც დარეგისტრირდება ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება, რომელთა შემოსავლების 20 პროცენტზე მეტი ფინანსდება უცხოური ძალების მიერ. ამასთანავე, უცხოური დაფინანსებით მოქმედი ორგანიზაციის მიერ „უცხოური გავლენის აგენტად“ რეგისტრაციისთვის თავის არიდება, ასევე, კანონით დადგენილ ვადაში დეკლარაციის წარუდგენლობა 25 000 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური 2 მარტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება გაკეთდა „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით.  ნედ პრაისის თქმით, ნებისმიერი, ვინც ხმას მისცემს ხსენებულ კანონს, პასუხისმგებელი იქნება საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის საფრთხის შექმნაზე. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის თქმით, მსგავსი კანონპროექტი არ შეესაბამება ქართველი ხალხის მისწრაფებებს, რომლებიც არაერთხელ გამოხატეს ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ამასთან, შემოთავაზებული წინადადება არ არის თანხვედრაში ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მომავალთან, რომლის უზრუნველსაყოფად ასევე მოწადინებულია შეერთებული შტატები. ეს პირველი კომენტარია მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტებს სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ დღეს, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. კანონპროექტები „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებზე და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“.  

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია - ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის თანამდებობაზე ლევან იოსელიანის კანდიდატურა მისაღებია და მას უმრავლესობის დეპუტატების მხრიდან მხარდაჭერა ექნება. მისივე თქმით, ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია. „ჩვენ, უმრავლესობამ თავიდანვე გადავწყვიტეთ, რომ არ დავაყენებდით ჩვენს კანდიდატს, არამედ მხარს დავუჭერდით კანდიდატს, რომელზეც ოპოზიცია შეთანხმდებოდა. ვფიქრობ, ლევან იოსელიანის კანდიდატურა ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღებია, იგი ღირსეული კანდიდატია. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში, ამას პარლამენტი, უმრავლესობა გადაწყვეტს. ვფიქრობ, მის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა უზრუნველყოფილი იქნება. ეს არის ჩემი მოსაზრება. ვიცი რა უმრავლესობის აზრი, ამიტომ გიზიარებთ ჩემს მოსაზრებასაც“, – განუცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს.  

სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმგვარი, რასაც ითვალისწინებს კონსტიტუცია - იოსელიანი

სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, ჩემი დამოკიდებულება იქნება იმდაგვარი, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია, რასაც მავალებს სახალხო დამცველის შესახებ კანონმდებლობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომელმაც უპასუხა კითხვას, „თქვენი არჩევის შემთხვევაში, როგორი იქნება თქვენი პოზიცია პოლიტპატიმრებზე, მათ შორის გვარამიასა და სააკაშვილზე“. ლევან იოსელიანი სახალხო დამცველობის ღირსეული კანდიდატია - ღარიბაშვილი იოსელიანის თქმით, უფლებების თვალსაზრისით, იქნება ყველას სახალხო დამცველი და ყველას უფლების დამცველი. „ეს არის ელემენტარული ჭეშმარიტება იმისთვის, ვისაც ამ პოზიციაზე მუშაობის პრეტენზია აქვს. თუ მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოში შეუძლებელია, აღმოჩნდეს ისეთი ტიპის სამედიცინო მომსახურება, რომელიც მას სჭირდება და მის ავადმყოფობას განკურნებაში დაეხმარება, მან ეს სერვისი იმ ქვეყანაში უნდა მიიღოს, სადაც ეს მიეწოდება“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. რაც შეეხება ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის დასკვნას, ლევან იოსელიანის განმარტებით, ყველა დასკვნას გაეცნობა და სახალხო დამცველად არჩევის შემთხვევაში, მუშაობას გააგრძელებს იმ ჩარჩოში, რა ჩარჩოსაც ადგენს საქართველოს კანონმდებლობა. „კონსილიუმის საქმიანობის სტრუქტურას დეტალურად არ ვიცნობ და პასუხების გაცემა გამიჭირდება. წინა სახალხო დამცველმა რაც იმუშავა და რა დასკვნებიც არის ამ ყველაფერთან დაკავშირებით დაწერილი, ყველაფერს გავეცნობი. ყველანაირი შიშები, რომ ვაპირებ რაღაცების უკან გამოხმობას, კიდევ საკონსტიტუციო სარჩელზე იყო საუბარი, ასეთი შიშები აბსოლუტურად უსაფუძვლოა. ჩემი არჩევის შემთხვევაში, იმ ჩარჩოში გავაგრძელებ მუშაობას, რა ჩარჩოსაც ადგენს სახალხო დამცველის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა.    

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველია

ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგ არცერთი დეპუტატი არ წასულა. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ლევან იოსელიანს ვადაზე ადრე შეუწყდება დეპუტატის უფლებამოსილება. დადგენილება კი, ამოქმედდება მიღებისთანავე. „ბატონო ლევან, გილოცავთ სახალხო დამცველად არჩევას და გისურვებთ წარმატებულ სამსახურს ხალხის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სახალხო დამცველის ასარჩევად 90 დეპუტატის ხმა იყო საჭირო. მან 96 დეპუტატის მხარდაჭერა მიიღო. დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია ჩემს ცხოვრებაში, ჩვენი ქვეყნისთვის ამ ძალიან რთულ მომენტში, დამეკისრა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას ვაცნობიერებ და ყველას, ვინც ნდობა გამოხატეთ ჩემს მიმართ მინდა მადლობა გადაგიხადოთ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველად არჩევის შემდეგ. ომბუდსმენად არჩევის შემდეგ, მან საპარლამენტო ტრიბუნიდან მადლობა გადაუხადა სამ პოლიტიკოს ქალს, რომლებმაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს. „ტრიბუნაზე გამოვედი მხოლოდ იმის სათქმელად, რომ სამ მამაც ქალს გადავუხადო მადლობა: თამარ კორძაიას, ხათუნა სამნიძეს და თეონა აქუბარდიას, რომლებმაც ერთი კვირის განმავლობაში უპრეცედენტო წნეხს გაუძლეს იმისთვის, რომ ჩემთვის არ მოეცათ ხმა. ეს იყო მათზე განხორციელებული „ბულინგი“ და მიუხედავად ამისა, მათ უერთგილეს თავიანთ სიტყვას და პრინციპს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ქალების იმედი უნდა გვქონდეს ამ ქვეყანაში. ქალების, რომლებიც ბევრად უფრო მამაცები არიან, ვიდრე კაცები, რომლებიც აქ უბრალოდ იმიტომ არ სხედან, რომ ვერ შემომხედავდნენ თვალებში“, - განაცხადა იოსელიანმა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს შალვა შავგულიძემ, სალომე სამადაშვილმა, რომან გოცირიძემ და ანა ნაცვლიშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ და ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტია - „საქართველოსთვის“ სხდომას არ ესწრებოდნენ.  

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს, რომელიც აქციაზე მივიდა, კვერცხი ესროლეს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტთან აქციას შეუერთდა. მან განაცხადა, რომ ადგილზე იქნება, ვიდრე აქცია არ დასრულდება. იოსელიანის მისვლას აქციის მონაწილეების მხრიდან პროტესტი და შეურაცხმყოფელი შეძახილები მოჰყვა. „მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციას და დავრწმუნდე, რომ აქ ძალის გადამეტება არ იქნება და მომიტინგეების გამოხატვის თავისუფლება სრულად დაცული იქნება. აქციის დასრულებამდე აქ, ამ ადამიანებთან ერთად ვიქნები“, - განაცხადა იოსელიანმა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, პროტესტის მონაწილეები ლევან იოსელიანს ეძახდნენ „მონას“. ასევე აქციის მონაწილეებმა მისი მიმართულებით ისროლეს კვერცხი, რომელიც მას თავში მოხვდა. იოსელიანი ადგილიდან სახალხო დამცველის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ და პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა გაიყვანეს. ის ტერიტორიას პოლიციის თანხლებით ტოვებს. იქამდე ლევან იოსელიანი აცხადებდა, რომ ადგილზე იმის შესაფასებლად მივიდა, თუ რამდენად პროპორციული ძალის გამოყენება ხდება პროტესტის მონაწილეების მიმართ. უფრო ადრე, ლევან იოსელიანი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებდა, არ გამოიყენოს სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, შეკრებაში მონაწილეებს კი მიმართავს, არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს. „შეკრებისა და მანიფესტაციის ჩატარება ადამიანის კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების არსებობის და მისი განვითარების ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა მხოლოდ უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. პოლიციის მხრიდან იძულების ღონისძიებების, მათ შორის, აქტიური სპეციალური საშუალებების (სპეციალური ხელკეტი, ცრემლსადენი გაზი, აკუსტიკური საშუალება, რეზინის ტყვიები, წყლის ჭავლი და სხვ.) პროპორციული გამოყენება დასაშვებია კანონიერი მიზნის მისაღწევად, ინტენსივობით გამოსადეგი საშუალების აუცილებლობის ფარგლებში. ამასთან, სავალდებულოა აქციის მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება და კანონიერი მოთხოვნების შესასრულებლად, მათთვის გონივრული ვადის მიცემა. იძულების ღონისძიების სახე და ინტენსიურობა უნდა განისაზღვროს კონკრეტული სიტუაციის, სამართალდარღვევის ხასიათისა და სამართალდამრღვევის ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით. მნიშვნელოვანია, სამართალდამცავები შეეცადონ მიყენებული ზიანი მინიმალური და თანაზომიერი იყოს. გასათვალისწინებელია, რომ აკრძალულია ისეთი საშუალებების გამოყენება, რომელიც იწვევს მძიმე დასახიჩრებას. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ იქნას გამოყენებული სპეციალური საშუალებები და არაპროპორციული ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ, ხოლო შეკრებაში მონაწილეებს მოუწოდებს არ გასცდნენ კანონისმიერ ჩარჩოებს“,- ნათქვამი იყო სახალხო დამცველის განცხადებაში. სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანს პირველი სამუშაო დღე აქვს.  

დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ - ომბუდსმენი

დაკავებულები არიან ადამიანები, რომელთაც აქციასთან კავშირი საერთოდ არ ჰქონდათ, - სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაკავებული პირებიდან ნაწილი თბილისის პოლიციის სამმართველოში მოინახულა. შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ აქციაზე 66 პირი დააკავეს „ყველა დაკავებული მოვინახულე, ვინც აქ იმყოფება. 25 ადამიანი არის დაკავებული, რომელიც აქ არის და ყველა მათგანთან მქონდა პირისპირ საუბარი, მოვისმინე იმ გარემოებების შესახებ, რა პირობებშიც მათი დაკავება მოხდა. რამდენიმე მათგანს გარეგნული დაზიანება აღენიშნება. ყველამ განაცხადა, რომ ექიმთან გაიარეს კონსულტაცია და ექიმმა მოინახულა ისინი, ამას გარდა, რამდენიმე მათგანი აცხადებს, რომ აბსოლუტურად გაურკვეველ პირობებში იყვნენ დაკავებული, მოულოდნელად, რადგან საერთოდ კავშირი არ ჰქონდათ იმ აქციასთან, ერთმა საერთოდ გამვლელი ვიყავიო, თქვა - მტაცეს ხელი და მანქანაში ჩამსვესო", - განაცხადა იოსელიანმა. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. კენჭისყრას წინ უძღოდა ამერიკის საელჩოს განცხადება, რომ „დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“.  კობახიძე აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: შავი დღე არის რადიკალური ოპოზიციისთვის უფრო ადრე, აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენის თანაშემწემ განაცხადა, რომ ეს არის კანონი, რომელიც ეფუძნება რუსეთის და არა საქართველოს ინტერესებს. პარალელურად, საპროტესტო აქცია დილიდან მიმდინარეობდა პარლამენტთან. გვიან საღამოს, პოლიციამ პროტესტის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 66 პირი დააკავეს. შეგახსენებთ, ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული „ხალხის ძალის“ ინიციტივას ვაშინგტონის და ევროკავშირის მკაცრი კრიტიკა მოჰყვა. 16 თებერვალს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა ტრადიციულ ბრიფინგზე, შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ აშშ-ს ღრმად აშფოთებს საქართველოს პარლამენტში შესული კანონპროექტის შესაძლო შედეგები სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ნედ პრაისმა ანალოგიური განცხადება გააკეთა 28 თებერვალსაც. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში კიდევ ერთი განცხადება „ხალხის ძალის“ მიერ წარდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით 2 მარტს გაკეთდა.  პრესსპიკერ ნედ პრაისის თქმით, შემოთავაზებულ კანონპროექტთან დაკავშირებით ბევრი პროპაგანდა იყო, მათ შორის ის რომ, შემოთავაზებული წინადადება თითქოს ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას, რაც ნედ პრაისის განმარტებით, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს პირველი კომენტარი იყო მას შემდეგ, რაც პარლამენტის ორმა კომიტეტმა ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს მხარი დაუჭირა. ნედ პრაისის განცხადებითვე, შემოთავაზებული კანონი გარიყავს და გააჩუმებს დამოუკიდებელ ხმას საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც თავიანთი საზოგადოებისთვის უკეთესი მომავლის შესაქმნელად იღწვიან.  ეს კანონპროექტი უკვე გააკრიტიკეს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლების ნაწილმა. გარდა ამისა, გაეროს შეფასებით, მსგავსი კანონის მიღებამ შესაძლოა, შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა. PACE ყველა პოლიტიკურ ფრაქციას მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ „ხალხის ძალის“ კანონპროექტს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ „ახალი აგენტების დევნას მხარს ვერ დაუჭერს“. „ქართულმა ოცნებამ“ განაცხადა, რომ „ხალხის ძალის“ რომელიმე კანონპროექტს მხარს დაუჭერს. მოძრაობა "ხალხის ძალა" აცხადებს, რომ მმართველ პარტიასთან, "ქართულ ოცნებასთან", კონსულტაციით, "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის ქართულ და ამერიკულ ვერსიებს ვენეციის კომისიაში გაგზავნიან. 28 თებერვალს მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატივიჩმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისადმი გაგზავნილ წერილში გამოთქვა შეშფოთება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ადამიანის უფლებათა მოქმედ სტანდარტებთან შესაბამისობაზე და ამ კონტექსტში, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ე.წ. „უცხოური აგენტების შესახებ“ რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-11 მუხლის დარღვევა დაადგინა. შალვა პაპუაშვილი დუნია მიატოვიჩს ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებზე: მინდა დაგარწმუნოთ, დისკუსიები იქნება ინკლუზიური რას გულისხმობს კანონპროექტი პროექტები სახელწოდებით - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, „ხალხის ძალიდან“ უმრავლესობის წევრი დეპუტატების სოზარ სუბარის, დიმიტრი ხუნდაძის, მიხეილ ყაველაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, დაჩი ბერაიას, ვიქტორ ჯაფარიძის, ეკა სეფაშვილის, დავით კაჭარავას და ზაალ მიქელაძის მიერ არის წარდგენილი. მისი მიხედვით, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ და ყველა, ვინც „უცხოური გავლენის აგენტად“ მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებგვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი. „ხალხის ძალის“ მეორე კანონპროექტით, რომელსაც თავად ამერიკულიდან გადმოთარგმნილს უწოდებენ, („უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონის პროექტი) უცხოეთის აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს ექნება, რომელიც დაფინანსებას უცხოეთიდან იღებს. „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას და იქნება დასჯადი ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით - 5 წლამდე ვადით. ამასთან, სუბიექტები, რომლებიც კანონპროექტით დადგენილ უცხოური ძალის აგენტის კრიტერიუმებს აკმაყოფილებენ, ვალდებული ხდებიან, გენერალურ პროკურორს მიმართონ და უცხოური ძალის აგენტად დარეგისტრირება მოითხოვონ. ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება დიპლომატებზე, კონსულებსა და დიპლომატიური სამსახურისა და საკონსულო დაწესებულების თანამშრომლებზე. კანონი ასევე არ შეეხება უცხო ქვეყნის თანამდებობის პირებს, ასევე პირს, რომელიც საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა და პირს, „რომელიც რელიგიურ, საგანმანათლებლო, მეცნიერულ, აკადემიურ ან სახელოვნებო საქმიანობას კეთილსინდისიერად ეწევა“. ინფორმაციისთვის, აშშ-ში ამ ტიპის კანონი (FARA) პირველად 1938 წელს მიიღეს, მოგვიანებით კი, მასში ცვლილებები შევიდა. თავდაპირველად, კანონი მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდში ნაცისტური პროპაგანდისთვის ხელის შესაშლელად შემოიღეს. მოგვიანებით, კანონში ცვლილება შევიდა და ახლა ის ძირითადად, უცხოურ ლობისტურ ორგანიზაციებსა და ლობისტებზე ვრცელდება. შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განმარტა, რომ „ხალხის ძალის“ კანონპროექტი რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას ეფუძნება. აშშ-ის განმარტებით, ამერიკული კანონი არ ახდენს გავლენას არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობაზე ან დაფინანსების წყაროებზე. „FARA ძალიან ვიწროა და შექმნილია, რომ მხოლოდ უცხოეთის მთავრობების აგენტებს მოერგოს, რაც ძალიან განსხვავებული რამ არის და ამიტომ ვართ ამის გამო ასე შეშფოთებულები”, - განმარტა ნედ პრაისმა.  

ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება ზურაბ ჯაფარიძეს აქვს

8 მარტს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე შსს თბილისის მთავარ სამმართველოში მივიდნენ და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 7 მარტს მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მოინახულეს. „სახალხო დამცველი პირადად შეხვდა და ესაუბრა დროებითი მოთავსების იზოლატორში განთავსებულ 25 მოქალაქეს. ლევან იოსელიანის განცხადებით, დაკავებულთაგან რამდენიმეს გარეგნული დაზიანებები ეტყობოდა, ერთ-ერთ დაკავებულს აღენიშნებოდა მოძრაობის გართულება, თუმცა, ყველაზე მძიმედ პოლიტიკოსი ზურაბ გირჩი ჯაფარიძეა დაზიანებული. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ დაკავებულთა ნაწილს არ ყავს ადვოკატი და სახალხო დამცველის აპარატი მათ ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებასა და კომუნიკაციაში ეხმარება“, - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში. დღესვე სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებით. „სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. მან კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა. „მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.

ლევან იოსელიანი: ვიზუალურადაც ჩანდა, რომ აქციაზე იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული

„რა თქმა უნდა, ვიზუალურადაც ჩანდა, იქ იყო ცალკეული შემთხვევები, სადაც ძალის გამოყენების პროპორცია იყო აშკარად გადამეტებული სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტთან 7 მარტს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. სახალხო დამცველმა სამართალდამცველებს მოუწოდა, არ გადაამეტონ ძალას მოქალაქეებთან მიმართებით. ლევან იოსელიანის განცხადებით, სახალხო დამცველს ექნება დეტალური განცხადება, რომელსაც გამოაქვეყნებენ. „სახალხო დამცველის აპარატი, რა თქმა უნდა, დღესაც იქნება აქციაზე და ვითარებას დააკვირდება. ჩვენი თანამშრომლები მუშაობენ ამაზე. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავოს ძალადობისგან, შეურაცხმყოფელი მიმართვებისგან, იმიტომ, რომ საბოლო ჯამში, მერე ეს ყველაფერი გადაიზრდება ხოლმე ძალადობაში. ამ შემთხვევაში, მივმართავ სამართალდამცველებს, რომ მათ ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში ანგარიში გაუწიონ თავიანთ ძალას და ყველა ზომა მიიღონ იმისთვის, რომ არ გადაამეტონ მოქალაქეებთან მიმართებაში საკუთარი ძალა,“ - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანის თქმით, ყველაზე მძიმე დაზიანება ზურაბ ჯაფარიძეს აქვს ომბუდსმენმა კომენტარი გააკეთა ინციდენტთან დაკავშირებით, რომელიც რუსთაველის გამზირზე მის გამოჩენას მოჰყვა. „მე მივედი აქციაზე იმისთვის, რომ ადგილზე გავცნობოდი რა ხდებოდა. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებიც ჩემი პოლიტიკური წარსული პოზიციების გამო, სავარაუდოდ, ჩემზე გულმოსულები იყვნენ, არ იზიარებდნენ ჩემს პოზიციას და ამას მოჰყვა შეხლა-შემოხლა და მათი მხრიდან შეურაცხმყოფელი შეძახილები, თუმცა ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში იმასთან, რაც ახლა იქ ხდებოდა. მე მინდა, რომ ცალსახად განვაცხადო - სახალხო დამცველი იცავს ყველას, მიუხედავად იმისა, როგორია მის მიმართ დამოკიდებულება,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, პარლამენტთან საპროტესტო აქცია ისევ მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტებს აპროტესტებენ.  

ვაპირებ, შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ასევე, მიხეილ სააკაშვილის ოჯახს - იოსელიანი

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, მას მოინახულებს. ა „მე ვაპირებ შევხვდე კონსილიუმის წევრებს, ვაპირებ შევხვდე მიხეილ სააკაშვილის ოჯახს და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის სურვილის შემთხვევაში, აუცილებლად მოვინახულებ მასაც. ჯერ მე არავის შევხვედრივარ, სულ რამდენიმე დღეა, რაც დავიწყე საქმიანობა და აუცილებლად ამ ყველაფერს გავაკეთებ. რაც შეეხება ყველა დასკვნასა და დოკუმენტს, რაც სახალხო დამცველის მიერ იქნა მომზადებული, მე მინდა დავამშვიდო ყველა, რომ არ ვაპირებ რაღაცების გამოთხოვას ან რაღაცებზე უარის თქმას. ყველა დოკუმენტი, რომელიც მომზადებულ იქნა ჩემი წინამორბედის მიერ, იქნება ძალაში",- განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. ცნობისთვის, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით სასამართლოს შუამდგომლობით სააკაშვილის ადვოკატებმა მიმართეს. აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე განიხილავს. ზურაბიშვილი სააკაშვილის შეწყალებაზე: მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემაამერიკელი ტოქსიკოლოგის თქმით, სააკაშვილი მარტში ციხეში მოიწამლა8 დეკემბერს, ომბუდსმენის რანგში ნინო ლომჯარიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს, მეგობრის მოსაზრებით მიმართა. სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მოსაზრებაში მიმოხილულია სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა და არგუმენტირებულია, რატომ აკმაყოფილებს არსებული ვითარება მინიმუმ სასჯელის გადავადების მოთხოვნას: ნინო ლომჯარიამ ომბუდსმენად მუშაობა დაასრულა„მე, როგორც სახალხო დამცველმა ხელი მოვაწერე სასამართლო მეგობრის მოსაზრებას. მოსაზრებაში ჩვენ მიმოხილული გვაქვს ბოლო 5 წლის განმავლობაში სასამართლოს პრაქტიკა სასჯელისგან გათავისუფლების და გადავადების შესახებ და ასევე მოყვანილი გვაქვს ექსპერტების მოსაზრებები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე. მთავარი წინადადება და რეკომენდაცია, რასაც ჩვენ ვიძლევით სასამართლოსადმი, არის ის, რომ ექსპერტების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და სახალხო დამცველის პოზიციით, ის დასკვნები რასაც ჩვენ ვეყრდნობით, ადასტურებს, რომ მისი მდგომარეობა შეესაბამება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მუხლს, რომელიც ამბობს, რომ ამ მდგომარეობაში მყოფი პატიმარი შეიძლება, დაექვემდებაროს მინიმუმ სასჯელის მოხდისგან გადავადებას, ამიტომ, სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში ჩვენ ვავითარებთ პოზიციას, რომ მისი ამჟამინდელი მდგომარეობა სამართლებრივად და ფაქტობრივად აკმაყოფილებს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სტანდარტს, მინიმუმ სასჯელის ვადისგან გადავადების თაობაზე“, - განაცხადა ნინო ლომჯარიამ. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა - ლომჯარია„ვივამედის“ კლინიკური დირექტორის თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა და სასიცოცხლო პარამეტრები სტაბილურიარატი ბრეგაძის თქმით, სააკაშვილი მკურნალობის კურსს არ ემორჩილებაგიული ალასანია: მძიმე მომენტი დამიდგა, ვთხოვ ყველას, გადამირჩინოთ შვილიუკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა 7-9 მარტის აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ბრიფინგზე 7-9 მარტს გამართულ აქციებთან დაკავშირებით ანგარიში წარადგინა. მისი შეფასებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან 7 მარტს, საღამოს საათებში გაფრთხილების თაობაზე განცხადების გაჟღერების დროისთვის, აქციას მშვიდობიანი ხასიათი ჰქონდა და არ არსებობდა მისი შეწყვეტის და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საფუძვლები. ლევან იოსელიანის თქმით, აქციის იმ მონაწილეების მიმართ, აქციებზე სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას და ცალკეულ შემთხვევებში, მსგავსი ღონისძიება მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას არ წარმოადგენდა. „პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილთა ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი მოქმედებები საფუძვლად დაედო სამართალდამცველების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას 8 მარტსაც. მას შემდეგ, რაც შეკრების მონაწილეთა ნაწილმა დაიწყო საქართველოს პარლამენტის შენობის უკანა შესასვლელის მხარეს შენობის დაზიანება, მინების ჩამტვრევა, პოლიციის მხრიდან შესაბამისი რეაგირების განხორციელება დაიწყო, თუმცა აღნიშნული ძალის გამოყენება სრულიად არალეგიტიმურად გაგრძელდა საქართველოს პარლამენტის წინ მდგომი შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ. შეკრების მართვის მიზნით, სამართალდამცველთა მიერ გამოყენებული ღონისძიებების შედეგად, დაშავდნენ ადგილზე მოვალეობის გაშუქების მიზნით მყოფი მედიის წარმომადგენლებიც. გავრცელდა ინფორმაცია მათი საქმიანობის ხელშეშლის შესახებაც, მაშინ, როდესაც აქციის მიმდინარეობისას, კანონმდებლობა მათ განსაკუთრებულ დაცვის ქვეშ აქცევს. ამავდროულად, სამართალდამცველები აქტიურად მიმართავდნენ შეკრების მონაწილეების ადმინისტრაციული წესით მასობრივი დაკავების პრაქტიკას. გავრცელებული კადრები ცხადყოფს, რომ ცალკეული შემთხვევებში მსგავსი ღონისძიება არ წარმოადგენდა მიმდინარე სამართალდარღვევის აღკვეთის ზომას. შესაბამისად, ვერ პასუხობდა აუცილებლობის მოთხოვნას და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის სახე ჰქონდა,“ - განაცხადა იოსელიანმა. მისივე თქმით, აქციაზე დაკავებულებს რიგ შემთხვევაში დაზიანებები აღენიშნებოდათ. იოსელიანმა რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით მიმართა. „7-9 მარტს აქციების მიმდინარეობის პარალელურად, სახალხო დამცველმა და რწმუნებულებმა მოვინახულეთ 96 დაკავებული პირი. რწმუნებულები დაკავებულებთან შეხვედრის მიზნით, ინტენსიურად მუშაობენ არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებში. ამასთან, რამდენიმე დაკავებულმა პირმა აპარატს მომართა მათი დაკავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით. დაკავებულები მიუთითებენ დაკავების უხეშ ფორმაზე და რიგ შემთხვევაში, აღენიშნებოდათ დაზიანებები. რამდენიმე დაკავებულის შემთხვევაში, მათივე სურვილით და თანხმობით სახალხო დამცველის აპარატმა მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გამოძიების დაწყების მიზნით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ზურაბ ჯაფარიძის შემთხვევა. მისი და მოწმის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე წარმომადგენელი მას ფიზიკურად გაუსწორდა, სცემეს ხელებით, ფეხებით, ხელკეტებით. აღენიშნება დაზიანება თავისა და კისრის არეში. ასევე ხელის მტევნის არეში“, - განაცხადა ომბუდსმენმა.  

ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა ევროინტეგრაციის გზაზე შემაფერხებელი ფაქტორია - იოსელიანი

საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, – ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს. პრორუსული ორიენტაციის „ალტ - ინფომ“ პარლამენტთან ევროკავშირის დროშა ჩამოხსნა და დაწვა „მინდა, გამოვეხმაურო დღეს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ყველა კონსტიტუციურმა ორგანომ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა მიიღოს ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. საქართველოს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წინ, პროდასავლური კურსის გამოსახატავად აღმართული ევროკავშირის დროშის ჩამოგდება, დაწვა და მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები, ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის არათუ შემაფერხებელი ფაქტორია, არამედ ასევე შეურაცხყოფს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს, ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით, რომელიც კონსტიტუციური ჩანაწერით არის გამყარებული. რა თქმა უნდა, ადამიანთა ნებისმიერ ჯგუფს აქვს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, თუმცა ნებისმიერი შეკრება უნდა იყოს მშვიდობიანი, არ უნდა ახალისებდეს ძალადობას და არ ეწინააღმდეგებოდეს ქვეყნის კონსტიტუციურ პრინციპებს“, – აცხადებს ლევან იოსელიანი. პარლამენტთან ევროკავშირის დროშა კვლავ აღმართეს  

მზად ვარ, აქციების მონაწილე იმ სტუდენტებს შევხვდე, ვინც ფიქრობს, რომ მათი გამოხატვის უფლება დაირღვა - იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მზადაა, 7-9 მარტის აქციების მონაწილე სტუდენტებს შეხვდეს. ამის შესახებ განცხადებას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციების მონაწილე სტუდენტების საჯარო მიმართვას ეხმიანება და აცხადებს, რომ მზად არის შეხვდეს ყველა იმ პირს, ვინც ფიქრობს, რომ 7-9 მარტის აქციებზე დაირღვა მისი გამოხატვის უფლება, სახელმწიფო მანქანის არაპროპორციული ძალის ქვეშ მოექცა, ან ხელისუფლების მხრიდან რაიმე საფრთხეს გრძნობს, თავისი პოლიტიკური შეხედულების გამო", - აცხადებს იოსელიანი. პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდო.  

ლევან იოსელიანი გარდაცვლილი მოზარდის საქმეზე: სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს

შევისწავლით ამ უმძიმეს ფაქტს, - სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მომხდარის გამო მწუხარებას გამოთქვამს. როგორც სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს. „სახალხო დამცველი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დღეს მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს. აუცილებელია, აღნიშნულ ფაქტზე შესაბამისი უწყებების მიერ განხორციელდეს მყისიერი რეაგირება, გამოძიების დროული და ეფექტიანი წარმართვა და მართლმსაჯულების აღსრულება. სახალხო დამცველის აპარატი, შეისწავლის ამ უმძიმეს ფაქტს და საკუთარი მანდატის ფარგლებში, იკვლევს პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან განხორციელებულ მოქმედებებს, მათ შორის, გამოძიების მიმდინარეობის კუთხით”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. შეგახსენებთ, დიღომში 12 წლის მოზარდის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.  

ლევან იოსელიანმა კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილი მოინახულა

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ კლინიკა "ვივამედში" მყოფი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.  "დღეს ვიყავი კლინიკა „ვივამედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომლებიც იმავე კლინიკაში გადიან მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემებზე. დღეს ვიყავი კლინიკა „ვივა მედში“, მოვინახულე მიხეილ სააკაშვილი და ის 13 პატიმარი, რომელიც იმავე კლინიკაში გადის მკურნალობას. თითქმის ერთი საათი ვისაუბრეთ მე და ყოფილმა პრეზიდენტმა სხვადასხვა თემაზე. ვინაიდან არ ვარ ექიმი და არ მაქვს შესაბამისი კვალიფიკაცია, არ შევალ მისი სამედიცინო მდგომარეობის დეტალების განხილვაში, ეს სპეციალისტების საქმეა. თუმცა, ჩემი მხრივ, დავუდასტურე, რომ მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და ამ პროცესს ჩემგან არანაირი შეფერხება არ ექნება. ასევე დავუდასტურე, რომ სახალხო დამცველი საკუთარი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს მის ჯანმრთელობაზე ზედამხედველობას. რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია იმ პატიმრების მდგომარეობაც, რომლებიც ამ კლინიკაში იმყოფებიან. მათაც აქვთ კონკრეტული საჭიროებები, რომლებსაც მომავალში სახალხო დამცველის რწმუნებულები კიდევ უფრო დეტალურად შეისწავლიან. ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე გათავისუფლებას. ყველა პატიმარს ვუსურვებ ჯანმრთელობას და მალე განთავისუფლებას", - წერს ლევან იოსელიანი Facebook-ზე.   

ლევან იოსელიანი მიხეილ სააკაშვილზე: ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა

მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა, მწოლიარე მდგომარეობაში დამხვდა, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მსჯავრდებულ პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განაცხადა.  "მთავარი, რაზეც ჩემი მხრიდან დავუდასტურე არის ის, რომ ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი რაც არსებობს სახალხო დამცველის აპარატში დღემდე, ეს არის კონსილიუმი, ეს არის თვითონ აპარატის ზედამხედველობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, ყველაფერი იქნება შენარჩუნებული და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. მიხეილ სააკაშვილი მე რომ შევედი იწვა, მწოლიარე მდგომარეობაში იყო, როდესაც ვესაუბრებოდი, სხვა ვერაფერს ვერ გეტყვით. [წონაში დაკლებული არ არის?] რასთან შედარებით, გააჩნია, როგორც შევიდა კლინიკაში იმასთან შედარებით რომ წონაში, დაკლებულია ეს ყველამ ვიცით. მეტყველება არ უჭირდა, ნორმალურად მეტყველებდა", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

პარლამენტმა ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლედ ქეთევან თურაზაშვილის კანდიდატურას მხარი დაუჭირა

პარტია „მოქალაქეების“ წევრი ქეთევან თურაზაშვილი პარლამენტში საქმიანობას დღეიდან შეუდგა. თურაზაშვილმა ლევან იოსელიანი შეცვალა. პლენარულ სხდომაზე პარლამენტის გამოკლებული წევრის ლევან იოსელიანის ადგილმონაცვლის ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობის საკითხს მხარი 79- ხმით დაუჭირეს. ცნობისთვის, პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი 7 მარტს აირჩია.  

სახალხო დამცველი და აშშ-ის საელჩო მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებას გეგმავენ

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს პირველად შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი სპრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ელჩმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა და ასევე, დიდი პატივისცემა გამოხატა ინსტიტუციისადმი და ადამიანის უფლებათა დაცვის რთულ საქმეში მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ შეხვედრაზე მხარეებმა დაადასტურეს სურვილი და მზადყოფნა, გააგრძელონ სახალხო დამცველსა და აშშ-ის საელჩოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის ტრადიცია.  

ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით საქმიანობაში მხარდაჭერა გამოუცხადა - ომბუდსმენის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე პრეზიდენტმა სახალხო დამცველს თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და წარმატება უსურვა. ამასთან, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა დემოკრატიული ღირებულებების სტანდარტებსა და ინსტიტუციის დამოუკიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათივე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა სახალხო დამცველს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვითი საქმიანობის წარმართვაში მხარდაჭერა გამოუცხადა და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.  

აშშ-ის საელჩო: სახალხო დამცველის ინსტიტუტის დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის

ლევან იოსელიანი სახალხო დამცველის რანგში, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს კელი დეგნანს დღეს პირველად შეხვდა. ამ შეხვედრისადმი მიძღვნილ ცნობებში, ამერიკის საელჩო აცხადებს, რომ სახალხო დამცველის ინსტიტუტი საქართველოს დემოკრატიის მონაპოვარია. „მისი დამოუკიდებლობა არსებითად მნიშვნელოვანია საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ზედამხედველობისთვის. ჩვენ სიამაყით ვუჭერთ მხარს სახალხო დამცველის მთელ გუნდს, ისევე, როგორც თითოეულ ადამიანსა და ორგანიზაციას, რომელიც ჩვენს პარტნიორ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დასაცავად მუშაობს“, - აღნიშნავს ამერიკის საელჩო.   

არ მინდა, სააკაშვილის მიმართ განხორციელდეს რაიმე ტიპის ქმედება, რამაც შეიძლება, მისი მდგომარეობა უფრო დაამძიმოს - იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ არ სურს მსჯავრდებული პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. „რაც შეეხება კლინიკა „ვივამედის“ განცხადებას, არ ვიცი განცხადება მაინცდამაინც გულისხმობს თუ არა მის ციხეში დაბრუნებას, შეიძლება, საუბარია სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე. როგორც ვიცი, სახალხო დამცველმა პოზიცია დააფიქსირა, რომ ციხის საავადმყოფოში დაბრუნება, შეიძლება საშიში იყოს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის. ჩემი ინფორმაციით, კონსილიუმის წევრებიც ამ აზრზე არიან. მე ვიზიარებ იმ პოზიციას, რა პოზიციაც სახალხო დამცველს მიხეილ სააკაშვილის მიმართ ჰქონდა დაფიქსირებული. არ მინდა, რომ რაიმე ტიპის ისეთი ქმედება განხორციელდეს მის მიმართ, რომელმაც შეიძლება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უფრო დაამძიმოს ან გააუარესოს. სხვა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა - თუ სად მოხდება, ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა, ეს შეიძლება, მათ შორის განხილული იყოს", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მონიტორინგის მექანიზმი შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება - იოსელიანი

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც ომბუდსმენს აქვს, შენარჩუნებულია და პროცესს შეფერხება არ ემუქრება, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, რომ თითქოს, მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების მონიტორინგის მიზნით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად მის გადაწყვეტილებას ელოდებიან. სახალხო დამცველის განცხადებით, კონსილიუმი საჭიროების არსებობის შემთხვევაში, თავად იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მონახულების თაობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველი არ ერევა.  „სახალხო დამცველი გასულ კვირას შეხვდა კონსილიუმის წევრებს და მიაწოდა მათ ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის სურვილის შესახებ, მოენახულებინა იგი კონსილიუმს. ამასთან, შეხვედრაზე ლევან იოსელიანმა ერთმნიშვნელოვნად დაადასტურა თავისი პოზიცია, რომ კონსილიუმს მისი მხრიდან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებოდა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ყველა ის მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც სახალხო დამცველს აქვს შენარჩუნებულია და ამ პროცესს მისგან არანაირი შეფერხება არ ემუქრება“, - ნათქვამია განცხადებაში,რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. შეგახსენებთ, 6 თებერვალს, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში დატოვა. მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში“ 12 მაისიდან მკურნალობს. უკრაინის მოქალაქეს, მიხეილ სააკაშვილს ორ საქმეზე 6-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. ის საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა და თვითმმართველობის არჩევნების წინა დღეს, პირველ ოქტომბერს დააკავეს. დაკავების დღესვე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. შიმშილობიდან 50-ე დღეს, 19 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა მას შემდეგ, რაც ის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, საიდანაც რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 30 დეკემბერს დააბრუნეს.  

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს

გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობას ტოვებს. მან განცხადება უკვე დაწერა. „არ ჩამოვთვლი უამრავ ფაქტორს, რატომაც მე ამ ეტაპზე აპარატში საქმიანობას ვერ გავაგრძელებდი. ამ კვირაში დავწერე გადადგომის შესახებ განცხადება და 31 მარტის 12 საათიდან ოფიციალურად აღარ ვიქნები საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე. ლევანს არჩევის დღესვე ვუთხარი, რომ მარტის ბოლომდე შემეძლო მხოლოდ დარჩენა აპარატში, რადგან დასასრულებელი იყო საპარლამენტო ანგარიში და სხვა მიმდინარე საქმეები. დავწერეთ მე და ჩემმა კოლეგებმა დიდი და მსუყე ანგარიში და შემდეგ კვირას იხილავთ ყველა“, - წერს სახალხო დამცველის მოადგილე Facebook-ზე განთავსებულ განცხადებაში. „62 თვის განმავლობაში ნინო ლომჯარიასთან და სახალხო დამცველის აპარატის უამრავ გადასარევ კოლეგასთან ერთად ვიყავი საჯარო სამსახურში და მიუხედავად სახელმწიფო პროპაგანდისა და გამუდმებული თავდასმხებისა, გვქონდა ერთი ამოცანა - ყველა გაჭირვებული და უფლებდარღვეული ადამიანის პრობლემის გამოვლენა და შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის რეკომენდაციით მიმართვა რომ ეს გამოესწორებინათ“, - ამბობს გიორგი ბურჯაბაძე. გიორგი ბურჯანაძე სახალხო დამცველის აპარატში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა. „ყოველთვის ვიამაყებ, რადგან რაც კი სახალხო დამცველს აქვს ან თეორიულად შეიძლება, ჰქონდეს, ყველა შესაძლო სამართლებრივი მექანიზმი გამოვიყენეთ ამ ხუთ წელიწადში. ვიყავით მუდამ იქ, სადაც პრობლემა იყო და არასდროს შეგვშინებია ვინმესი ან რამესი, - წერს გიორგი ბურჯანაძე. შეგახსენებთ, ახალი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი 7 მარტს გახდა.

სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ

სახალხო დამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან თავი შეიკავონ. ლევან იოსელიანის თქმით, სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებზე ომბუდსმენის აპარატში შესაბამისი დეპარტამენტი მუშაობს. „რაც შეეხება სავარაუდო სექსუალური ძალადობის და შევიწროების საქმეებს, ამაზე ინტენსიურად მუშაობს სახალხო დამცველის შესაბამისი დეპარტამენტი. ჩვენ გამოვაქვეყნეთ ამაზე განცხადება და შესაბამის პერიოდში მოგაწვდით ინფორმაციას, რა გამოიკვეთება, რა დადგინდება და რა მტკიცებულებებს მოგვაწვდიან. ყველა შემთხვევაზე, რაც სახალხო დამცველის ოფისში შემოვიდა, მიმდინარეობს მოკვლევა ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში. ჩვენ ბრალეულობის საკითხს არ ვიხილავთ, ჩვენ ვიხილავთ შესაძლო შევიწროების საკითხს, ბრალეულობის საკითხი სხვა უწყებების კომპეტენციაა. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებას, მათ მოვუწოდებ, რომ თავი შეიკავონ სავარაუდო მსხვერპლ ქალებზე წინასწარ საუბრისგან, წინასწარ ნუ მოახდენენ საზოგადოებაში ინფორმაციის გაჟღერებას, რომ მათი ჩვენებები და განცხადებები რაღაც ტიპის უნდობლობას იწვევს, ასეთი განცხადებები ქმნის იმის რისკს და შესაძლებლობას, რომ სხვა სავარაუდო მსხვერპლებმა თავი შეიკავონ ასეთი განცხადებების გამოქვეყნებისგან“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან.  

სახალხო დამცველი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს

ომბუდსმენმა ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს ზედამხედველობას გაუწევს. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული 31 მარტს მოინახულა. „სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახან მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - დაწერა ლევან იოსელიანმა Facebook-ზე. მარტის აქციებზე დაკავებულ ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალი ოფიციალურად მას წინასწარი დაკავების იზოლატორში, 30 მარტს წარუდგინეს. ლაზარე გრიგორიადისის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ადვოკატი, დიმიტრი ნოზაძე იცავს. ია ამბობს, რომ 21 წლის ახალგაზრდა 29 მარტს, საღამოს, ქუჩაში, მას შემდეგ დააკავეს, რაც მეგობრის სახლი დატოვა. შსს-მ 29 მარტს განაცხადა, რომ დაკავებულია პირია, რომელმაც აქციაზე პოლიციელებს ესროლა ქვები, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები და ცეცხლი წაუკიდა ავტომობილს. შეგახსენებთ, ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტს თბილისში ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. კანონპროექტი საერთშორისო საზოგადოების მოწოდებებისა და სამოქალაქო პროტესტის ფონზე გაიწვის, მეორე ვარიანტი კი, რომელიც პირველი მოსმენით იყო მიღებული, ჩააგდეს.  

ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოვინახულეთ - იოსელიანი

ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, - ინფორმაციას სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს. ლაზარე გრიგორიადისის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა მისივე განცხადებით, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ახლახანს მოინახულა ლაზარე გრიგორიადისი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ესაუბრა მას როგორც მისი დაკავების, ისე დაწესებულებაში განთავსების პირობებზე. "სახალხო დამცველის აპარატი, საქმის მიმდინარეობის პროცესში, ზედამხედველობას გაუწევს, როგორც მისი საპროცესო უფლებების დაცვის, ისე სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზაციის საკითხს", - აღნიშნავს იოსელიანი. ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით (პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა მის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 187-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სხვისი ნივთის განადგურება, ცეცხლის წაკიდებით) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილებას დარბაზში, ბრალდებულის მომხრეების მხრიდან მოჰყვა ხმაური და შეძახილები - „რუსებო", „მონებო". ლაზარე გრიგორიადისის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებულ პატიმრობას მისი ადვოკატები გაასაჩივრებენ. „ამ ეტაპზე საქმის მასალებს დეტალურად არ ვიცნობ, მაგრამ რაც შეეხება ამოცნობასთან და იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ინფორმაციას, როგორც ჩემთვის ცნობილია, ბრალდებულს ნიღაბი ეკეთა და იდენტიფიცირება როგორ მოხდა და ა.შ, ამასთან დაკავშირებით, ყველა მტკიცებულებას დეტალურად გავეცნობი და გადაწყვეტილებას შემდეგ მივიღებთ, რა იყო და როგორ იყო“, - განაცხადა ადვოკატმა ლიკა ბითაძემ. „ამჯერად, მე მინდა, დუმილის უფლება გამოვიყენო, გავიარო ადვოკატებთან და თავიდან მივცე ჩვენება", - განაცხადა ბრალდებულმა ლაზარე გრიგორიადისმა და აღნშნა, რომ გამოძიებისთვის ხელახლა სურს ჩვენების მიცემა. ბითაძე აქვე განმარტავს, თუ რატომ შეცვალა ბრალდებულმა პოზიცია და რატომ განაცხადა, რომ დუმილის უფლებას იყენებს. „თვითონ განმარტა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლება გამოიყენოს. იმ მომენტში, როდესაც ჩვენებას ვაძლევდი ვიყავი ძალიან არჩეულიო, ამიტომ კონსულტაციას გავივლი თქვენთან და ახლა თუ შეიძლება ჩემი პოზიცია დუმილის უფლება იყოსო. რა თქმა უნდა, ჩვენ განვუმარტეთ, რომ შეიძლებოდა დუმილის უფლება გამოეყენებინა, ეს მისი უფლებაა“. პროკურატურა გრიგორიადისის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას, დაცვის მხარე კი მისი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა 7 მარტს, რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მიმდინარეობისას, 9 აპრილის ქუჩაზე შს სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიმართულებით, რომლებიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ, ორჯერ ისროლა ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილი“. საქმეზე წინასასამართლო სხდომა პირველ მაისს, 17:00 საათზე გაიმართება. შეგახსენებთ, პარლამენტმა „უცხოური აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო. ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის და საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებების ფონზე, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ ეს კანონპროექტი 9 მარტს ჩააგდეს. პროექტის მეორე ვერსია კი გაიწვიეს.  

ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ერთ-ერთი ახალი მოადგილე, ნათია ჯულაყიძე ალეკო ელისაშვილის დისშვილი და მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორია. „ბიძად მეკუთვნის. ერთი დიდი ოჯახის წევრები ვართ“, - აცხადებს ჯულაყიძე „ტვპირველთან“ საუბრისას. შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ ის ამბობს, რომ ელისაშვილის კრიტიკას არ მოერიდება. ნათია ჯულაყიძე საქართველოს პარლამენტში ლევან იოსელიანის აპარატის თანამშრომელი იყო. ის მიმართულებები მებარა, რაც სახალხო დამცველის აპარატში უნდა გადმოვიბარო“, - ამბობს ჯულაყიძე. ამასთან, რადიო თავისუფლების ცნობით, 1996 წლის 30 მაისს დაბადებული ნათია ჯულაყიძე პარტია „მოქალაქეების“ დაფუძნებიდან იყო მისი წევრი. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მას 15 000 ლარი აქვს ფულადი სახით პარტიისათვის შეწირული. „ძალიან მინიმალური [მაქვს შეწირული], თუ არ ვცდები რამდენიმე ათეული ლარი იყო... ზუსტად არ მახსოვს“, - ამბობს სახალხო დამცველის ახალი მოადგილე. სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. იოსელიანმა ახალი მოადგილეები დღეს წარადგინა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. მანამდე ის ალეკო ელისაშვილთან ერთად, პარტია „მოქალაქეებს“ წარმოადგენდა.  

სახალხო დამცველმა ახალი მოადგილეები წარადგინა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის ახალი მოადგილეები: ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე იქნებიან. ელენე ღუდუშაური კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის, პრევენციის ეროვნული მექანიზმის, სტრატეგიული სამართალწარმოების სამმართველოს, ანალიტიკური დეპარტამენტის და ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტის საქმიანობას. ნათია ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას გაუწევს კოორდინაციასა და ზედამხედველობას. სახალხო დამცველის პირველი მოადგილე და აპარატის უფროსი კვლავ თამარ გვარამაძე იქნება. „როგორც იცით, გიორგი ბურჯანაძემ და ეკა სხილაძემ დატოვეს სახალხო დამცველის მოადგილის თანამდებობები. მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი მოადგილეები ელენე ღუდუშაური და ნათია ჯულაყიძე, ორივე მათგანი ჩემთან ერთად გააგრძელებს მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა. საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის პოსტზე ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი 7 მარტს დაუჭირა. ლევან იოსელიანის სახალხო დამცველად 6 წლის ვადით არჩევას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა. გიორგი ბურჯანაძემ და ეკატერინე სხილაძემ ამ პოსტების დატოვების შესახებ გასულ კვირას განაცხადეს.  

ომბუდსმენი ზოგიერთი მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას, - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ზოგიერთი მედიასაშუალების ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. პარლამენტში რესპონდენტსა და ჟურნალისტს შორის თანამშრომლობა უნდა იყოს საქმიანი, არ უნდა იყოს დევნა, შევარდნები - პაპუაშვილი სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. „საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის აპარატის მიერ სხვადასხვა დროს კრიტიკული მედიის (On.ge, „ნეტგაზეთი“, „პუბლიკა“, „ფორმულა“ „ტვ პირველი“, „მთავარი არხი“) ჟურნალისტებისა და ოპერატორებისთვის აკრედიტაციის შეჩერების საკითხს. როგორც მედიის წარმომადგენლები მიუთითებენ, აკრედიტაციის შეჩერება დისკრიმინაციული საფუძვლით, მათ მიერ მმართველი პარტიისთვის მიუღებელი პოზიციის დაფიქსირებით თუ კითხვების დასმით არის გამოწვეული. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ - პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 6 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი“, რომელიც ამგვარ პრაქტიკას უდევს საფუძვლად, პრობლემურია. ამასთან, აღნიშნულ წესში არ არის გაწერილი მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების საკითხი, ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების გადაწყვეტილებაში კი, არ არის მითითებული მისი გასაჩივრების ვადა და პროცედურა, რაც კანონმდებლობის აუცილებელ მოთხოვნას წარმოადგენს. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლების მიმართ მსგავსი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებები ხელს უშლის ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სადავო წესში ცვლილება შეიტანოს იმგვარად, რომ რეგულაცია არ იწვევდეს მედიის წარმომადგენლის საქმიანობაში გაუმართლებელ ჩარევას. ჟურნალისტების მიმართ გატარებული ნებისმიერი კანონიერი ღონისძიება კი ეფუძნებოდეს თანასწორობის პრინციპს. სახალხო დამცველი, როგორც მედიის წარმომადგენელთა მიერ მომართვის, ასევე საკუთარი ინიციატივის საფუძველზე, უკვე სწავლობს აღნიშნულ ფაქტებს“,-აღნიშნულია განცხადებაში.  

მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარი ჩემი მანდატის ფარგლებს ცდება - იოსელიანი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ მოსამართლეების სანქცირებაზე კომენტარს ვერ გააკეთებს, რადგან ეს ყველაფერი მის მანდატს სცდება. შეცდომაა, აშშ მოუხსნის სანქციებს მოსამართლეებს - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე :ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, დასანქცირებული მოსამართლეებით პროცესი კიდევ უფრო გართულდება, ამიტომ მნიშვნელოვანია, სასამართლოში გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები, რათა სრულყოფილად შესრულდეს რეკომენდაცია, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებით არის გაცემული და ამ რეკომენდაციის შესრულება კითხვის ნიშნებს არ ტოვებდეს. სახალხო დამცველი სწავლობს, მათ შორის, სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების მიმართებას სამართლიანი სასამართლოს უფლების ნაწილში და ამ მიმართულებით სახალხო დამცველს თავის დროზე მთელი რიგი რეკომენდაციები აქვს გაცემული“, – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, აშშ-მ სანქციები დაუწესა თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ლევან მურუსიძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს და საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, უვადოდ დანიშნულ მოსამართლეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს, საპროკურორო საბჭოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ წევრს, ირაკლი შენგელიას, ყოფილ მოსამართლეს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილ მდივანს, ვალერიან ცერცვაძეს. მოსამართლეებს და მათ უშუალო ოჯახის წევრებს, ეკრძალებათ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლა. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადების თანახმად, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას ახდენს, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აშშ-მ მიხელ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა ბლინკენი განმარტავს, რომ აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.  

სახალხო დამცველი კეზერაშვილის საქმეზე: ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი

ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად შესაძლებელია სახალხო დამცველის აპარატმა ინტერესის შემთხვევაში, ზედამხედველობა გაუწიოს დავით კეზერაშვილის საქმეს, რომელზეც ახლახან "ბიბისიმ" სტატია გამოაქვეყნა. "სახალხო დამცველის მიმართ ხშირ შემთხვევაში მოლოდინი არის განსხვავებული. ჩვენ გვაქვს კანონით გათვალისწინებული, განსაზღვრული მანდატი, თუ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი გაკეთება არ შეგვიძლია. ჩვენ შეგვიძლია მონიტორინგი გავაკეთოთ სასამართლოზე საპროცესო დარღვევების მიმართულებით პროცესს, მაგრამ ჩვენ ვერ ვიქნებით ვერავის ადვოკატი და ვერ მოვითხოვთ ვინმეს დასჯას ან გამართლებას. ეს არ არის ჩვენი საქმე. თუ მომართვა იქნება და დავინახავთ, რომ ჩვენი ფუნქცია არის ამაში, მონაწილეობას მივიღებთ, თუ არ იქნება ჩვენი მანდატის ფარგლებში, ვერ ჩავერთვებით," - განაცხადა იოსელიანმა.  

ლევან იოსელიანი: მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია

სახალხო დამცველის თქმით, ლევან იოსელიანის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხის პარლამენტში გარკვევა მნიშვნელოვანია. "თქვენ იცით, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი არის მოსამართლეებთან დაკავშირებული საკითხი და პარლამენტში ამ საკითხის გარკვევა, მეც მიმაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი, მათ შორის, ისმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, საზოგადოება იმსახურებს იმას, რომ საგამოძიებო კომისიამ ის კითხვები, რაც არსებობს ქართულ საზოგადოებაში, რაც ამდენი ხანია დაგროვილი, დაისვას საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ეს გამჭვირვალობა და ღიაობა ამ პროცესს მხოლოდ წაადგება და თუ რამე კითხვის ნიშნები არსებობს ერთი მხარის ან მეორე მხარის მიმართ, ამ კითხვებზე იქნება პასუხი გაცემული", - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ოპოზიცია მოსამართლეთა კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს.  

ომბუდსმენი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე: თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხზე აქტიურ კომუნიკაციაშია როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. „მინდა გამოვეხმაურო აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვთა საკითხს, რომლის გადაწყვეტის საკითხში პირველივე დღიდან ვართ ჩართული. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ კომუნიკაციაშია, როგორც მშობლების, ისე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. ჩვენი შუამდგომლობით, ჯანდაცვის სამინისტროში შექმნილია და მუშაობს სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ჩართული არიან დარგის ექსპერტები. მნიშვნელოვანია საკითხის დროული მოგვარება შევძლოთ, რადგან თითოეული დღე ამ ბავშვების ჯანმრთელობისთვის გადამწყვეტია“, - წერს ლევან იოსელიანი. ასევე წაიკითხეთ: ზურაბ ზარაშვილთან შეხვედრის შემდეგ, აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლები პროტესტს განაგრძობენ  

აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს, პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები უნდა ჰქონდეთ - ომბუდსმენი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს პროტესტის გამოხატვისთვის ღირსეული პირობები შეუქმნან, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა მთავრობის ადმინისტრაციასთან მისვლის შემდეგ განაცხადა. „როდესაც პრობლემა დადგა, პირველი დღიდანვე ჩავერთეთ პროცესში. სახალხო დამცველის აპარატის მეცადინეობით სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. ჩვენ ამ სამუშაო ჯგუფში დღემდე აქტიურად ვმონაწილეობთ ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ეს პრობლემა გადაწყდეს ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე. რაც შეეხება აქციას, ჩვენ ამ აქციის მიმართ მონიტორინგი არ შეგვწყვეტია, გამოხატვის თავისუფლების ნაწილში რაიმე ტიპის შეზღუდვას თუ ექნება ადგილი, ან რაიმე პრობლემა იქნება, აქაც ჩართულები ვართ და მონაწილეობენ ჩვენი აპარატის თანამშრომლები. მეც ადამიანურად ძალიან მაწუხებს, რომ ამ ადამიანებს კანცელარიაში არ ეძლევათ საშუალება პირადი ჰიგიენის საკითხები მოიწესრიგონ. მოვუწოდებდი კანცელარიის ადმინისტრაციას, რომ მისცენ მათ შესაძლებლობა ისარგებლონ საპირფარეშო იქნება, თუ ხელდასაბანი. მნიშვნელოვანია არ იყოს შეზღუდული გამოხატვის თავისუფლება, მეორე მხრივ კი ღირსებულ პირობებში შეეძლოთ ამის გაკეთება“,- აღნიშნავს იოსელიანი. ცნობისთის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლები საქართველოში წამლის შემოტანას ითხოვენ. აქონდროპლაზია ყველაზე გავრცელებული ფორმაა სკელეტური დისპლაზიისა [ძვლოვანი სტრუქტურის ზრდის შეფერხება, ანომალიური განვითარება]. იგი 40000-ში ერთ ახალშობილს უდგინდება და ხასიათდება კიდურების ზრდის შეფერხებით და იწვევს ხერხემლისა და თავის ქალის ანომალიურ განვითარებას. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე 300 ბავშვის მკურნალობას სახელმწიფო სრულად დაფარავს  

ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს შეხვდა

საუბარი შეეხო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, - საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებით შემსრულებელს, ანდრი კასიანოვს შეხვდა. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას და სახალხო დამცველის მიერ შექმნილ ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის მონიტორინგის პროცესს. ამასთან, მხარეებმა ასევე ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.  

ლევან იოსელიანი: ელემენტარულია, რომ აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს ჰქონდეთ საშუალება, არ დასველდნენ წვიმის ქვეშ

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კანცელარიასთან მივიდა, სადაც აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობელთა პროტესტი გრძელდება.  "მოვედი აქ მათი თხოვნის გამო, რომ მთელი დღეა, წვიმს და შეიძლება, ეს წვიმა ამაღამაც გაგრძელდეს - ელემენტარულია, რომ ჰქონდეთ საშუალება, ცელოფანი გადაიფარონ და არ დასველდნენ წვიმის ქვეშ. ეს არის ძალიან ელემენტარული, ამას არც სამართლის ცოდნა უნდა და არც ბევრი ფილოსოფია, ამის უფლება ყველა ადამიანს აქვს. ამისთვის მოვედი, რომ პოლიციისთვის გადამეცა მათი მოთხოვნა. ველოდები პასუხს, რომ ადამიანებს მიეცეთ ღამის განმავლობაში, წვიმაში, ცელოფნის ქვეშ მათი პროტესტის გაგრძელების საშუალება", - განაცხადა იოსელიანმა.  მშობლები განმარტავენ, წვიმისგან თავის დასაცავად მთავრობის ადმინისტრაციასთან პარკები ჰქონდათ გაშლილი, რომელიც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა ჩამოხსნეს.    

ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 10-11 მაისს ბრიუსელში შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „2023 წლის 10-11 მაისს ლევან იოსელიანი, საქართველოს სახალხო დამცველის რანგში, პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელს ეწვევა და შეხვედრებს გამართავს ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის სამუშაო ჯგუფის წევრებთან (COEST), სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR), თანასწორობის ორგანოების ევროპული ქსელის (Equinet) და ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპული ქსელის (ENNHRI) დირექტორებთან და სამდივნოს წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საგარეო მოქმედების სამსახურის (EEAS) საქართველოს საკითხებზე მომუშავე ხელმძღვანელ პირებთან: რუსეთის, აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის მმართველ დირექტორთან მაიკლ ზიბერტთან, საქართველოს საქმეთა სამმართველოს უფროსთან დოროტა დლუჩსთან და საქართველოსთან ურთიერთობის ოფიცერთან ფრანჩესკა კარდონასთან. „ბრიუსელში ვხვდები ყველა იმ ორგანიზაციას, ვინც მუშაობს და გადაწყვეტილებებს იღებს საქართველოს საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ დამიდასტურეს, რომ სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი, რჩება მათ მთავარ პარტნიორად და ჩვენი ოფისის შეფასებები თუ მოსაზრებები მათთვის მნიშვნელოვანია. ამავე დროს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზავნილი არის ის, რომ პოლარიზაცია ძალიან უშლის ხელს კანდიდატის სტატუსის მიღებას. ახლა, როცა მოახლოებულია გადაწყვეტილების მიღების დრო, ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით ხელისუფლებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ - გადადგან ნაბიჯები და დავანახოთ ევროკავშირს, რომ შეგვიძლია მოლაპარაკებები. სახალხო დამცველი აქტიურად იქნება ჩართული მოლაპარაკებებისა და მედიაციის პროცესში“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა - იოსელიანი

არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების მიუხედავად, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, – ამის შესახებ სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებაშია აღნიშნული. მისი თქმით, ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას. „2004 წლიდან მოყოლებული, 17 მაისს მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნულთან მიუხედავად არსებული საკანონმდებლო გარანტიებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმებისა, საქართველოში კვლავ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ ადამიანების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჯანდაცვაზე, განათლებაზე, დასაქმებაზე ხელმისაწვდომობა, საჯარო სივრცეში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფა. საგულისხმოა ისიც, რომ ბოლო პერიოდში საჯარო პირების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი გამონათქვამები ხელს უშლის ქვეყანაში თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნას და ახალისებს დისკრიმინაციას“, – აცხადებს სახალხო დამცველი.  

ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას - სახალხო დამცველი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ ყველა პატიმარს თავისუფლებას უსურვებს, მათ შორის ნიკა გვარამიას. „ყველა პატიმარს ვუსურვებ თავისუფლებას, მე დავდივარ პატიმრებთან, ვნახულობ მათ... ჩვენი მანდატის ნაწილია, რომ ამ ადამიანებს შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, დავიცვათ მათი უფლებები და ყველას ვუსურვებ თავისუფლებას, მათ შორის ნიკა გვარამიას", - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარ არხთან“.  

ლაზარე გრიგორიადისის მამის დაკავებასთან დაკავშირებით, ომბუდსმენი შსს-ს მოუწოდებს, არ შეზღუდოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება

არ მოახდინოთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა, - სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი 1-ელ ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება, რა დროსაც კარვის გაშლის მცდელობის გამო, მარტის აქციების დროს დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი დააკავეს. „საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი 28 მაისის შემდეგ თვალს ადევნებს საქართველოს პარლამენტის უკანა შესასვლელთან ბექა გრიგორიადისის მიერ დაწყებულ უწყვეტ პროტესტს. მედიით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბექა გრიგორიადისი 2023 წლის 1-ელ ივნისს, აქციის მიმდინარეობისას, კარვის გაშლის დროს დააკავეს. მანამდე, სამართალდამცავები მას რამდენიმე დღის განმავლობაში არ აძლევდნენ უფლებას, ადგილზე, მშვიდობიანი პროტესტის მიზნით, კარავი განეთავსებინა. მრავალი წელია სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კარვის განთავსება შეკრების თავისუფლების რეალიზაციის განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული პოზიციის სისწორეს ადასტურებს, როგორც საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკა, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტება. განსაკუთრებით პრობლემური და არაპროპორციულია ეს შეზღუდვა იმ დროს, როცა კარვის განთავსებით არ ხდება შენობის შესასვლელის ბლოკირება, ან ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხება. ამასთან, მაშინაც კი, როდესაც, კარვის გამოყენებით, პროტესტს მხოლოდ ერთი ადამიანი გამოხატავს, რაც არ ექცევა შეკრების თავისუფლებით დაცულ სფეროში, იგი მაინც სარგებლობს გამოხატვის თავისუფლებით, რომელშიც ჩარევა არაპროპორციულ ხასიათს ატარებს რელევანტური და სათანადო დასაბუთების გარეშე. ამავდროულად, 1-ელ ივნისს, მედიის საშუალებით გავრცელებული კადრებით ჩანს, რომ საკანონმდებლო ორგანოს წინ მშვიდობიანი შეკრების რამდენიმე მონაწილეს პოლიციელებმა საპროტესტო ბანერები წაართვეს, სრულიად გაუგებარი მიზეზით და უხეში ფორმით, რაც არ მოდის შესაბამისობაში სამართალდამცავთა ვალდებულებასთან, ხელი შეუწყონ უფლების სრულფასოვან განხორციელებას, მათ შორის, გამოხატვის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ მოახდინოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებელი შეზღუდვა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

თსუ-ში ირაკლი კობახიძესთან დაკავშირებულ ინციდენტს ომბუდსმენი გამოეხმაურა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ადამიანის ორიენტაციაზე მინიშნება მისთვის მიუღებელია. ამ განცხადებით იოსელიანი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თსუ-ში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ახალგაზრდებს „ყველანაირი ორიენტაცია აქვთ არეული“. „ადამიანის ორიენტაციაზე ნებისმიერი მინიშნება ჩემთვის მიუღებელია, ვინაიდან ეს არის საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით დაცული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა. ცნობისთვის, ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, რა დროსაც სტუდენტებმა კობახიძეს კიბეზე ჩასვლისას რუსული ვალუტა ესროლეს, ტელეკომპანია „ფორმულას“ მოწყობილი პროვოკაციაა. „მგონია, რომ ეს ადამიანები უნდა მოექცნენ სწორ რელსებზე, საჭიროა, რომ ბიჭებმა ცოლები მოიყვანონ, გოგოები დაქორწინდნენ, გამრავლდნენ და ა.შ. მათი ყველანაირი ორიენტაცია, პოლიტიკურიდან დაწყებული, უნდა გამოსწორდეს, ეს არის ჩვენი ამოცანა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამ ახალგაზრდების გადასარჩენად“, - განაცხადა კობახიძემ.  

პრემიერმა სახალხო დამცველთან შეხვედრაზე, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა განიხილა - მთავრობის ადმინისტრაცია

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს სახალხო დამცველს ლევან იოსელიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე. „საუბარი შეეხო 2012 წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მიღწეულ პროგრესს. აღინიშნა, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში გაუმჯობესდა და რადიკალურად შეიცვალა ვითარება ამ კუთხით. ხაზი გაესვა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ორ დოკუმენტს, რომელთაგან პირველი მოიცავდა 2014-2020 წლებს, ხოლო მე-2 მოიცავს 2022-2030 წლებს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები“, - აღნინულია საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ აქციის მონაწილეების საქმეებზე სასამართლოს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულ მოქალაქეთა სამართალდამრღვევებად ცნობით, ადგილი ექნება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებაში გაუმართლებელ ჩარევას, რაც, თავის მხრივ წარმოშობს საშიშროებას, პროტესტის მიზნით განხორციელებული მშვიდობიანი და არაძალადობრივი ქცევა მომავალშიც სამართალდარღვევად დაკვალიფიცირდეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამდენად, სახალხო დამცველმა 2 ივნისს დაკავებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით ხუთ საქმეზე (საბა ბრაჭველის, ედუარდ მარიკაშვილის, ნიკა რომანაძის, გრიგოლ ფრანგიშვილისა და ნოდარ სიხარულიძის საქმეებზე) სასამართლოს მეგობრების მოსაზრებით (Amicus Curiae) თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და საერთაშორისო სტანდარტების, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებისა და საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ხუთივე შემთხვევაში სახალხო დამცველის აპარატმა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მასალები და საჯაროდ გავრცელებული ვიდეო ჩანაწერები დეტალურად შეისწავლა და შეაფასა. მასალების ანალიზმა მკაფიოდ გამოავლინა, რომ აქციის ზემოთ ხსენებული მონაწილეების ქმედებები სრულიად არაძალადობრივი იყო. ისინი არ გამოხატავდნენ აგრესიას სამართალდამცავების ან გამვლელების მიმართ, ხელს არ უშლიდნენ ტრანსპორტის ან მოქალაქეთა გადაადგილებას, არ ბლოკავდნენ შენობის შესასვლელს და სხვა. ამ ფონზე, სახალხო დამცველმა საქმის განმხილველი სასამართლოს მხრიდან იმ გარემოების შეფასების არსებით მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, თუ რამდენად შეიძლება შეკრებილთა მიერ გამოხატვის სხვადასხვა საშუალებით სარგებლობამ საზოგადოებრივი წესრიგის თუნდაც მინიმალური დარღვევა გამოიწვიოს და შექმნას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემადგენლობა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებით დაცულია არა მხოლოდ ის ინფორმაცია და იდეები, რომელთაც საზოგადოება იზიარებს ან რომელთა მიმართ ინდიფერენტულად არის განწყობილი, არამედ ისეთებიც, რომელიც შოკის მომგვრელია და აწუხებს სახელმწიფოს ან საზოგადოების რომელიმე, გარკვეულ ჯგუფს. საგულისხმოა ისიც, რომ პოლიტიკური შინაარსის გზავნილები განსაკუთრებული დაცულობით სარგებლობს. შესაბამისად, სრულიად დაუშვებელია სამართალდამცავთა მიერ შეკრების მონაწილეთა უფლებებში ჩარევა მხოლოდ მათ მიერ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებები დაეხმარება სასამართლოს, სწორად შეაფასოს განსახილველი საკითხები და სამართალშეფარდება განხორციელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკით დადგენილი პრინციპების დაცვით. სახალხო დამცველის აპარატი, შესაბამისი სრული მასალების წარმოდგენის შემდეგ, გააგრძელებს აქციის სხვა დაკავებული მონაწილეების საქმეების შესწავლასაც“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველი: კატეგორიულად ვგმობთ აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომში მომხდარ თავდასხმას

საქართველოს სახალხო დამცველი კატეგორიულად გმობს აგრესიული ჯგუფის მიერ ბორჯომის მუნიციპალიტეტში, ინდივიდუალური თავისუფლების ინსტიტუტის ბანაკში მყოფებზე, მათ შორის ბავშვებზე განხორციელებულ თავდასხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.   ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ ბორჯომში, სასტუმროში, სადაც პარტიის ტრენინგი უნდა გამართულიყო, 60-მდე უცნობი პირი ქვებს ისვრის - "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ასევე, გმობს ბანაკისკენ მიმავალი ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიმართ თავდასხმის ფაქტს. სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავებს მყისიერი და ეფექტიანი რეაგირებისკენ, რათა უპირველეს ყოვლისა, უზრუნველყოფილ იქნეს ბანაკში მყოფი პირების, მათ შორის, არასრულწლოვნების უსაფრთხოება, გატარდეს კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება და თითოეულ დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება ეფექტიანად წარიმართოს.   მათ შორის, იმის დადგენის მიზნით, იყო თუ არა დანაშაულებრივი ქმედებები წინასწარ ორგანიზებული და გამოიკვეთოს ამ მიმართულებით ყველა პასუხისმგებელი პირი. სახალხო დამცველი მანდატის ფარგლებში შეისწავლის აღნიშნულ ფაქტს", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტზე მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება - ომბუდსმენი

ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება, - ამის შესახებ სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში წერს. თბილისში, ლევან ბერძენიშვილს თავს დაესხნენ „ვრცელდება ინფორმაცია ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ, რაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია. დემოკრატია გულისხმობს იმ ადამიანების ერთობლივ მშვიდობიან თანაცხოვრებას, ვისაც განსხვავებული აზრები გააჩნიათ. აგრესიას, რომელიც დღეს სოციალურ ქსელში არსებობს განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს შორის, თუ ცხოვრებაში გადმოვიტანთ, აუცილებლად მივიღებთ სამოქალაქო დაპირისპირებას, რაც ჩვენმა სამშობლომ ერთხელ უკვე იწვნია და რომლის შედეგებსაც დღესაც მწარედ ვიმკით. მოვუწოდებ სამართალდამცავებს, მოახდინონ მყისიერი და ეფექტიანი რეაგირება და გატარონ კანონით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება შესაძლო ძალადობის ფაქტზე“, - წერს იოსელიანი.  

კომპანიამ უნდა გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები - ომბუდსმენი მაღაროელებზე

სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით, - ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია საუბარი. "საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება ჭიათურელი მაღაროელების პროტესტს, რომლებიც ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ. სახალხო დამცველი უშუალოდ შეხვდა მაღაროელებს და მოისმინა მათი პრობლემები, ასევე მისი წარმომადგენლები იმყოფებოდნენ მათ მიერ ორგანიზებულ აქციებზე როგორც ჭიათურაში, ისე თბილისში. ჭიათურელი მაღაროელები თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე ათ დღეზე მეტია შიმშილობენ. ასევე, კომპანიასა და დასაქმებულებს შორის არსებული შეუთანხმებლობა მწვავე დაძაბულობას აღწევს და დასაქმებულები მიმართავენ პროტესტის სხვა უკიდურესი ფორმებს. გავრცელებული ინფორმაციით, მათ შორის გუშინაც ერთ-ერთ მაღაროელს, ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. მაღაროელებმა პარლამენტთან შიმშილობა დაიწყეს საქართველოს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შრომითი უფლებების დაცვა, უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს უზრუნველყოფა არსებითია როგორც ღირსეული სამუშაოს, ასევე მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და პროდუქტიული დასაქმების ხელშეწყობისთვის. სახალხო დამცველს აუცილებლად მიაჩნია, რომ უფრო აქტიურად წარიმართოს მედიაციის პროცესი, კომპანიამ მაქსიმალურად გაითვალისწინოს დასაქმებულების სამართლიანი მოთხოვნები და მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში მოხდეს მათთვის მისაღები პირობების შეთავაზება, შეთანხმების მიღწევის მიზნით, - წერს ლევან იოსელიანი. გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის 40 პროცენტით ზრდასთან ერთად, მაღაროელები ასევე მოითხოვენ, 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებული გრაფიკის/გეგმის დასრულებას; ყველა ბანკში სესხის პროცენტის დარიცხვის შეჩერებას და გადახდის გადავადებას, აქამდე დარიცხულის გასტუმრებას; დაზღვევის შეცვლას და პირობების გაუმჯობესებას; დასაქმებულებისთვის შვებულებით სარგებლობის უფლებას; უსაფრთხოების გაკონტროლებას ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, პროცესში შრომის ინსპექციის სამსახური ჩაერთო. დაინიშნა მედიატორი.    უწყების ცნობით, მედიაციის პროცესის ფარგლებში, უკვე შედგა შეხვედრები, როგორც  დასაქმებულთა წარმომადგენლებთან, ისე -  კომპანიის მენეჯმენტთან.    მედიაცია მხარეების პოზიციების შეჯერებასა და სადავო საკითხების შესახებ ალტერნატიული გზების მოძიებას გულისხმობს. „პროცესში, ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში. ჭიათურაში რამდენიმე დღის წინ იმყოფებოდა სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი.   „ადამიანები შიმშილობენ და ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მათ მდგომარეობას გავცნობოდი. იქ ვერ ვნახე სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელიც მონიტორინგს გააკეთებდა და პირველი, რაც გავაკეთეთ, სასწრაფო დახმარების მობილიზება მოვახდინეთ და იმის მერე იქ არის. ჯანდაცვის სამინისტრო: ჭიათურაში, მაღაროელების გაფიცვის საკითხზე, მედიატორი დაინიშნა ჩვენი ფუნქციაა, მხარეებს პოზიციის დაახლოებაში შევუწყოთ ხელი, მაგრამ ამ შემთხვევაში კერძო კომპანიაა, დასაქმებულები არიან და სახელმწიფოს ჰყავს დანიშნული მედიატორი, რომელიც მუშაობს შეთანხმების მიღწევაზე. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რომ პოზიტიური როლი შევასრულოთ.   მაღაროში დასაქმებულების შრომითი პირობები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნდა იყოს. ვცდილობთ, რომ ეს პროცესი მივიდეს შეთანხმებამდე, სადაც დამსაქმებელიც დათმობს პოზიციებს და ეს პოზიციები მისაღები იქნება პროტესტის მონაწილეებისთვის. ჩვენი თანამშრომლები აგრძელებენ მუშაობას“, - განაცხადა იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში.    „ჯორჯიან მანგანეზის“ გენერალური დირექტორი ამბობს, რომ მაღაროელების მხრიდან ხელფასის 20%-იანი ზრდის მოთხოვნა, ალოგიკურია.

სახალხო დამცველი გმობს მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის ფაქტს

სახალხო დამცველის აპარატი „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებლის მიმართ განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი მიხედვით, საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი გმობს მიშა მშვილდაძის მიმართ დღეს განხორციელებული ფიზიკური თავდასხმის ფაქტს და მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროდან, შემდგომი გამოძიების მიზნით, გადასცეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, რათა დადგინდეს, ხომ არ ჰქონდა ადგილი ფიზიკური ძალადობით განხორციელებულ დევნას, აზრის გამოხატვის გამო. შსს-მ მიშა მშვილდაძეზე თავდასხმის საქმეზე გამოძიება დაიწყო „სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო უწყებას, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირების მიზნით; სწრაფად და სრულფასოვნად ჩატარდეს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, მოპოვებულ იქნას ვიდეო ჩანაწერები, გამოიკითხონ მოწმეები, ჩატარდეს სამედიცინო ექსპერტიზა და სხვა", - აღნიშნულია განცხადებაში.  

ომბუდსმენმა რუსთავის მოხუცთა თავშესაფრში შესაძლო დანაშაულზე შსს-ს მიმართა

საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას - რუსთავის მე-8 მიკრორაიონში მდებარე ხანდაზმულთა თავშესაფარში არსებულ უმძიმეს მდგომარეობასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა შესაძლო დანაშაულზე რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. „საქართველოს სახალხო დამცველი თავის ანგარიშებში მუდმივად უსვამს ხაზს ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის კერძო დაწესებულებებში არსებულ სისტემურ დარღვევებს და შესაბამისი სახელმწიფოს ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმების არ არსებობას. უფრო მეტიც, სახელმწიფოსთვის ცნობილი არ არის ასეთი დაწესებულებების ზუსტი რაოდენობაც კი. სახალხო დამცველის აპარატმა არაერთი დარღვევა გამოავლინა სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების მონიტორინგის ფარგლებში. ამის გათვალისწინებით, ე.წ. კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში, კონტროლის არარსებობის პირობებში, ხანდაზმულთა უფლებების დარღვევისა და მათზე ძალადობის რისკები კიდევ უფრო მაღალია. სახალხო დამცველი მიადევნებს თვალს ზემოაღნიშნულ ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეაგირებას და უფლებამოსილების ფარგლებში განაგრძობს მუშაობას ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მიმართულებით გამოვლენილ სისტემურ პრობლემებზე. ასევე, მოუწოდებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, მოხდეს კერძო ტიპის ხანდაზმულთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების აღრიცხვა და დაიწყოს მსჯელობა მათი კონტროლის ეფექტიანი მექანიზმის შექმნაზე,“ - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 2023 წლის პურველ ივლისს, ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ სიუჟეტში საუბარია ხანდაზმულთა უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ მიმართ შესაძლო ძალადობისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ასევე, იკვეთება არასათანადო სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა.  

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება მოახდინოს

საქართველოს სახალხო დამცველი „პრაიდ ფესტივალის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რომ შესაბამისმა უწყებებმა ყველა კანონდარღვევაზე დროული და სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს. „როგორც კვირეულის დასაწყისში სახალხო დამცველმა საკუთარ განცხადებაში აღნიშნა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვისა და მანიფესტაციის უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით. ამ უფლებით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ ჯგუფს, რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს მათი მოსაზრებები საზოგადოების რომელიმე ნაწილისთვის. ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული ნებისმიერი უფლების დაცვის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ეკისრება. მიუხედავად წინასწარ დადებული შეთანხმებისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფდა ღონისძიების უსაფრთხოდ ჩატარებას და გაატარებდა ყველა პრევენციულ ღონისძიებას - დასკვნითი ღონისძიება ჩაიშალა. ასევე, ცნობილი გახდა, რომ დღის განმავლობაში დაგეგმილია სხვადასხვა აქცია. სახალხო დამცველი შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, რომ უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, რაც მთავარია, უსაფრთხო გარემოში. გარდა ამისა, ყველა კანონდარღვევაზე მოახდინოს დროული და სათანადო რეაგირება“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 8 ივლისს, „პრაიდ ფესტივალის“ მიმდებარედ პოლიციისა და სპეცრაზმის მობილიზების ფონზე, ძალადობრივმა ჯგუფმა „ალტ-ინფოს“ ხელმძღვანელობით, ფესტივალის ტერიტორიაზე შეაღწია. პოლიციამ აქტივისტების მცირე ჯგუფი მიკროავტობუსით გაიყვანა. ფესტივალი ჩაიშალა. შს მინისტრის მოადგილე „პრაიდ ფესტივალის“ მოწინააღმდეგეებზე: ვინაიდან, ეს გაშლილი ტერიტორიაა, შემოვლითი გზებით შემოაღწიეს  

ომბუდსმენის ინფორმაციით, რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის საწინააღმდეგო აქციაზე 19 პირი დააკავეს

საქართველოს სახალხო დამცველის ინფორმაციით, 31 ივლისს რუსეთიდან გამოსული საკრუიზო გემის წინააღმდეგ, ბათუმის ნავსადგურთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე) მუხლებით, ცხრამეტი პირი დააკავეს, მათ შორის, სავარაუდოდ, ერთი, უკრაინის მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. „სახალხო დამცველის რწმუნებული შეხვდა საპროტესტო აქციაზე დაკავებულ სამ მოქალაქეს, რომელთაგან ერთ-ერთმა, რ. მ.-მ ისაუბრა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე. დაკავებული რ. მ.-ს მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის აპარატმა დაუყოვნებლივ აცნობა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და სწრაფ და ეფექტიან რეაგირებას ელოდება. ბათუმში საპროტესტო აქციით დახვდნენ საკრუიზო ლაიენერს, რომელზეც რუსეთის მოქალაქეები იმყოფებიან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს მიერ სახალხო დამცველის რწმუნებულისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, საპროტესტო აქციაზე დაკავებული ცხრა მოქალაქე გადაყვანილია სენაკისა და ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. ხოლო, ორი დაკავებულის გადაყვანა იგეგმება ოზურგეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სახალხო დამცველი გააგრძელებს აქციაზე დაკავებულთა სავარაუდო უფლებადარღვევის ფაქტების შესწავლას და ვითარების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას,“ - წერია განცხადებაში.  

ლევან იოსელიანი ფარცხალაძის საკითხზე: როგორც რიგითი მოქალაქე, თვალ-ყურს ვადევნებ, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, შევისწავლით

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის. „ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე, თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა. სუს–ი: აშშ-ის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ირგვლივ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საკითხის შესწავლა მიმდინარეობს შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.  

ლევან იოსელიანი პრეზიდენტის იმპიჩმენტზე: იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს

საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს. იოსელიანის თქმით, ყველა უნდა დაელოდოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას. „მოგეხსენებათ, ეს არის პოლიტიკური პროცესი, სადაც მხარეები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებებს. რა თქმა უნდა, როგორც მოქალაქე, თვალყურს ვადევნებ ამ ყველაფერს, მაგრამ როგორც ჩემთვის ცნობილია, წარდგინების შემდეგ ამ საქმეს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო. ალბათ, ყველანი უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და შემდეგ გაკეთდეს შეფასებები. ჩვენი მხრიდან, როგორც სახალხო დამცველის ინსტიტუტის მხრიდან, ამას შეფასება ვერ მოჰყვება, რადგან ეს არ შედის იმ ტიპის საკითხებში, რომლებზეც ჩვენ ვაკეთებთ კომენტარს,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა. გარდა ამისა, სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატისთვის ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საკითხზე არავის მიუმართავს. როგორც იოსელიანმა მედიასთან განაცხადა, თუ შესაბამისი მომართვა იქნება, სახალხო დამცველი საკითხს შეისწავლის. „ჩვენთვის არცერთ მხარეს არ მოუმართავს გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით. თუ ასეთი მომართვა იქნება და დადასტურებული იქნება ვინმეს უფლების შელახვა, ბუნებრივია, ჩვენ ამ საქმის შესწავლას დავიწყებთ. ამ ეტაპზე ჩვენ ამ საქმეს არ ვსწავლობთ, უბრალოდ, როგორც რიგითი მოქალაქე თვალყურს ვადევნებთ. თუ იქნება მხარე დაინტერესებული მხარე და შემოიტანს განცხადებას, სადაც მისი უფლების დარღვევის შესახებ ისაუბრებს, ბუნებრივია, ჩვენ ამ საკითხს შევისწავლით. ჩვენთვის არავის მოუმართავს და გამოძიების ნაწილში კითხვის ნიშნებთან დაკავშირებით განცხადებები არ შეგვიძლია,“ - განაცხადა იოსელიანმა. შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით გამონაკლისი დაუშვა. ცვლილების მიხედვით, „საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება, გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი არ დადგა.“ საქართველოს ერთადერთი მოქალაქე, რომელიც საერთაშორისო ფინანსური სანქციების ქვეშ მოხვდა, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძეა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად რიგმა, ბანკებმა განაცხადეს, რომ საერთაშორისო სანქციებს დაიცავენ. განცხადება გაავრცელა „ლიბერთი ბანკმაც.“ ვიცე-პრეზიდენტობის თანამდებობები დატოვეს პაპუნა ლეჟავამ, არჩილ მესტვირიშვილმა და ნიკოლოზ გაგუამ. ეროვნული ბანკი გიორგი ბაქრაძემაც დატოვა. ის ამ ინსტიტუტის პრეზიდენტის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა. ცნობისთვის ეროვნულ ბანკს სულ სამი ვიცე-პრეზიდენტი ჰყავდა. სებ-ის სტრუქტურას ამ ბმულზე გაეცანით.

ლევან იოსელიანი: იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა.“ მისივე განმარტებით, სახალხო დამცველს „სასამართლოს მეგობრის“ მექანიზმის გამოყენების შესაძლებლობა აქვს, რასაც იმ შემთხვევაში გამოიყენებს, თუ მას ამის თაობაზე პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიმართავს და სახალხო დამცველის აპარატი განიხილავს და გადაწყვეტს, რომ იმპიჩმენტით კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებები ირღვევა. იოსელიანის თქმით, თუ პრეზიდენტის იმპიჩმენტი ამ უფლებებთან დაკავშირებული არ იქნება, „სასამართლოს მეგობრის“ გამოყენებისგან თავს შეიკავებს. „იმპიჩმენტის საკითხი პოლიტიკური პროცესია და ბუნებრივია, მასში სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა, თუმცა სახალხო დამცველს აქვს საშუალება, სასამართლოს „მეგობრის“ მოსაზრებით მიმართოს. ცალკე საკითხია, იმპიჩმენტი რამდენად ჯდება კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებების ჩამონათვალში. თუ ამაზე პრეზიდენტის მხრიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატს მოუწევს მსჯელობა და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ირღვევა თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებების ნაწილი თუ ეს არის წმინდა პოლიტიკური საკითხი, რაშიც სახალხო დამცველი მანდატი მოაზრებული არ არის. თუ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მომართვა იქნება, სახალხო დამცველის აპარატი ამაზე იმსჯელებს,“ - განუცხადა ჟურნალისტებს ლევან იოსელიანმა. ომბუდსმენმა 27 სექტემბერს განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საკითხს ვერ შეაფასებს, რადგან იმ ტიპის საკითხებში არ შედის, რომლებზეც ომბუდსმენი აკეთებს კომენტარს. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა 30 აგვისტოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერის მოპოვების მიზნით, ევროპული ტურნეს დაწყების შესახებ გამოაცხადა. მოგვიანებით, საქართველოს მთავრობამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ პრეზიდენტს უკრაინასა და სხვა 9 ქვეყანაში ვიზიტებზე განუცხადა უარი. ამის მიუხედავად, 31 აგვისტოს, სალომე ზურაბიშვილი გერმანიაში ვიზიტისას შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს.  საპასუხოდ, მმართველ გუნდში განაცხადეს, რომ პრეზიდენტმა საქართველოს კონსტიტუცია უხეშად დაარღვია, რაზეც საჭიროა რეაგირება. პირველ სექტემბერს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მმართველი გუნდი პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. იმავე დღეს სალომე ზურაბიშვილმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრა იმპიჩმენტის პროცედურების დაანონსების ფონზე გამართა. 6 სექტემბერს სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. 7 სექტემბერს პრეზიდენტმა მოსახლეობას მიმართა, ევროპის დედაქალაქებში ჩასვლა დააანონსა და განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის ფეხქვეშ არასდროს არ დადგება. პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში 22 სექტემბერს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე კონსტიტუციურ წარდგინებას ზეპირი მოსმენით 3 ოქტომბერს განიხილავს.

როგორ აფასებს ომბუდსმენი „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს

ომბუდსმენი ლევან იოსელიანი „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პროექტთან დაკავშირებით ამბობს, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც გამოხატვის თავისუფლებას ეხება, მათთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია - არც ერთი ცვლილებება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან იყო დაკავშირებული სახალხო დამცველის ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და არც ეს დარჩება. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატების კანონპროექტს ჯერ არ იცნობს და მას შემდეგ რაც გაეცნობა დეტალურ შეფასებას გააკეთებს. „როცა საქმე გამოხატვის თავისუფლებას ეხება, ჩვენ ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით და ზოგადი საერთაშორისო სტანდარტებით ვხელმძღვანელობთ. თუ კანონში დაგეგმილი ცვლილებები უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, ამას სახალხო დამცველისგან რეაქცია ექნება“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა მედიასთან. შეგახსენებთ, მმართველი გუნდი შეკრებისა და მანიფესტაციების დროს დროებითი კონსტრუქციების მოწყობასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებასა და ახალი ამკრძალავი ნორმების ამოქმედებას გეგმავს. „ქართული ოცნების“ დეპუტატების ინიციატივით განსახილველად მზად არის „შეკრებებისა და მანიფესტაციების" შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის გათვალისწინებით, შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციების მოწყობა ეკრძალებათ თუ მისი მოწყობა: საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას; შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება. ამასთან, კანონის პროექტის მიხედვით, „საჯარო სივრცის იერსახის დამახინჯების თავიდან აცილების მიზნით“, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს დროებითი კონსტრუქციის მოწყობა იმ შემთხვევაშიც ეკრძალებათ, თუ მისი მოწყობის გარეშე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება არსებითად არ ფერხდება. ამ ახალი ამკრძალავი ნორმების დარღვევა გამოიწვევს სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია - სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციას და დაჯარიმებას 5000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით.  

ომბუდსმენი USAID-ზე: მადლობის მეტი არაფერი არ მეთქმის

„USAID ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - ასე უპასუხა სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, დეპუტატ ანა წითლიძის კითხვას იმასთან დაკავშირებით, მიიჩნევს თუ არა სახალხო დამცველი, რომ USAID-ი და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში გადატრიალებას გეგმავდნენ და აწყობდნენ. მისი ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს მოჰყვა, სადაც არეულობის მოწყობის ხელშეწყობის კონტექსტში ახსენეს USAID-ის მიერ დაფინანსებით მიმდინარე ერთ-ერთი პროგრამა. ლევან იოსელიანის თქმით, სახალხო დამცველის აპარატს ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებით მხოლოდ იმის თქმა შეუძლია, რომ ის არის ერთ-ერთი ძირითადი პარტნიორი, რომელთანაც სახალხო დამცველს აქვს კარგი და ინტენსიური თანამშრომლობა. „USAID-თან დაკავშირებით მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი ერთ -ერთი ძირითადი პარტნიორია USAID, რომელთანაც გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი შეთანხმება და ძალიან კარგი ინტენსიური თანამშრომლობა გვაქვს ამ ორგანიზაციასთან. ძალიან ბევრ რამეში ეხმარება სახალხო დამცველის აპარატს და მადლობის მეტი USAID-ის მიმართ არაფერი მეთქმის,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა.  

ომბუდსმენი: სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა

საქართველოს პარლამენტში „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველი აცხადებს, რომ წარმოდგენილი პროექტით სახეზეა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების, მაგალითად, კარვის, გამოყენებით. ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში გამოხატვის თავისუფლების ამგვარი "ინტენსიური შეზღუდვა შესაძლებელია გამართლდეს მხოლოდ მნიშვნელოვანი, წონადი ინტერესის დაცვის საჭიროებით", რაც წარმოდგენილი კანონპროექტით არ იკვეთება. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო „ცვლილებებით აიკრძალება შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეების მიერ დროებითი კონსტრუქციების მოწყობა 5 შესაძლო საფუძვლით, რაც სახალხო დამცველის აზრით, არ არის საკმარისი, პროექტით წარმოდგენილი შეზღუდვების დასაწესებლად. ISFED და TI პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უკიდურესად შემზღუდავი კანონპროექტი სახალხო დამცველის განცხადებით, მოქმედი ნორმები უკვე ითვალისწინებს ასეთი საფრთხეების შემთხვევაში, შესაბამისი რეაგირების შესაძლებლობას და ამ კუთხით დამატებითი აკრძალვების დაწესების საჭიროება არ არსებობს. მითუმეტეს, რომ კანონპროექტი ფართო ინტერპრეტაციის შესაძლებლობას იძლევა,” - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. რას გულისხმობს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატანი ცვლილება სახალხო დამცველის სრული განცხადება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით წაიკითხეთ ბმულზე.  

სახალხო დამცველი 6 ოქტომბერს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით წარსდგება

6 ოქტომბერს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური ანგარიშით გამოვა. „ინტერპრესნიუსის“ ცნობით, ხსენებული დოკუმენტი წინა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას მიერ მომზადდა და პარლამენტს მიმდინარე წლის 31 მარტს წარედგინა. საანგარიშო პერიოდში - 2022 წელს, სახალხო დამცველის აპარატში 5 277 განცხადება შევიდა, რომელზეც შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება განხორციელდა. გამოვლენილი უფლებადარღვევების აღმოსაფხვრელად ცხელ ხაზზე 12 104 ზარი დაფიქსირდა. სახალხო დამცველმა სახელმწიფო უწყებებს 74 რეკომენდაციით მიმართა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა მოამზადა: 24 სპეციალური ანგარიში და 3 ალტერნატიული ანგარიში, რომელიც საერთაშორისო ორგანოებს წარედგინა; 21 საკონსტიტუციო სარჩელი; 20 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება; 1 “სასამართლო მეგობრის“ მოსაზრება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის, 5 კომუნიკაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში გაიგზავნა. ანგარიშის თანახმად, გადაუჭრელ პრობლემად რჩება დიდი ზომის დახურული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. პრობლემურია პატიმრებისათვის სომატური და ფსიქიატრიული ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობა. გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული საკითხი. კვლავაც არსებობს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების კუთხით არსებული გამოწვევები. სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მათი დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა. პრობლემურ საკითხს წარმოადგენს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. როგორც ლევან იოსელიანმა ანგარიშის საკომიტეტო განხილვისას აღნიშნა, ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას ახდენს. სიღარიბე კვლავ ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. ქვეყანაში არსებული ერთ-ერთ ყველაზე მთავარი პრობლემაა ბავშვთა სიღარიბე. გამოხატვის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა.  

ომბუდსმენი: შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი

სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე, არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე, ადგილობრივ დონეზე, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი ავრცელებს, რომლითაც საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ქმრის მიერ 14 წლის გოგოს მკვლელობის საქმეს ეხმაურება. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქალთა მკვლელობის, მკვლელობის მცდელობის და ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. „შემაძრწუნებელია 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი და საგანგაშოა გავრცელებული ინფორმაცია ამ ტრაგიკულ ფაქტამდე მისი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იძულებით ბავშვობის ასაკში ქორწინების შესახებ. მიუხედავად, შესაძლო ადრეულ ასაკში ქორწინების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების მაღალი მაჩვენებლისა, ქვეყანაში კვლავ პრობლემად რჩება როგორც, ბავშვთა ქორწინების შემთხვევების ასევე, სავარაუდო ქორწინების იძულების ფაქტების გამოვლენა და გადამისამართება. კრიტიკულად დაბალია რეფერირებაზე პასუხისმგებელი პირების ცნობიერება ბავშვობის ასაკში ქორწინების გამოვლენის ინდიკატორების პროცედურებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. სახელმწიფოს მიერ გადადგმული ნაბიჯები ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ფემიციდის შემთხვევებზე არასაკმარისია და საჭიროებს სისტემურ და კოორდინირებულ მუშაობას როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. სამწუხაროდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფოს არ გაუძლიერებია მუშაობა გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ისეთ რეგიონებში, სადაც გენდერული ნორმები და სტერეოტიპები განსაკუთრებით ძლიერად მოქმედებს. საქართველოს სახალხო დამცველი შეისწავლის ქალთა მკვლელობის და მკვლელობის მცდელობის შემთხვევებს, ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებს და არსებული გამოწვევების საპასუხოდ მნიშვნელოვნად მიიჩნევს მყისიერი ნაბიჯების გადადგმას. კერძოდ, უნდა მოხდეს ყველა შესაბამისი უწყების დროული და ეფექტური ჩართულობა და რეაგირება, მათ შორის მკაცრი პოლიტიკის გატარება დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებზე. ასევე, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ შეისწავლოს პასუხისმგებელი პირების მიერ რეფერირების პროცედურების შესაძლო დარღვევის ფაქტები,” - ნათქვამია განცხადებაში.

ლევან იოსელიანი: მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს ის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა სასამართლო მეგობრის მოსაზრება იმიტომ არ წარადგინა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლებს არ მიუმართავთ. „პრეზიდენტის წარმომადგენლებს ამ მოსაზრებისთვის არ მოუმართავთ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ პროცესი, რომელიც პარლამენტში მიმდინარეობს არ არის კავშირში კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ უფლებებთან. თუნდაც, რომ მოემართათ, ვფიქრობ, ამის მომზადების შესაძლებლობა არ იქნებოდა, ვინაიდან ეს არ უკავშირდება იმ უფლებებს, რომელიც კონსტიტუციის მეორე თავით არის გათვალისწინებული. იმპიჩმენტის პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ამიტომ პარლამენტში გადაინაცვლა. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას - მე ამის შეფასებას, ბუნებრივია, ვერ მოვახდენ," - განაცხადა იოსელიანმა. "მე მოსამართლეების განსხვავებული აზრი არ წამიკითხავს, თუმცა როგორიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების რევიზიას სახალხო დამცველი ვერ გააკეთებს," - აღნიშნა იოსელიანმა IPN-ის ცნობით.  პრეზიდენტის იმპიჩმენტი: რა წერია საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნაში საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, 9 მოსამართლიდან 6 მოსამართლის მხარდაჭერა აქვს. სამი მოსამართლის შეფასება ჯერ არ გამოქვეყნებულა.  

ომბუდსმენის ანგარიში: 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა

20 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში მოისმინა. სახალხო დამცველმა პლენარულ სხდომაზე მიმოიხილა 376-გვერდიან დოკუმენტში ასახული ის ძირითადი მიგნებები და ტენდენციები, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას და დროულ რეაგირებს საჭიროებს. მან აღნიშნა, რომ 2022 წელს ადამიანის უფლებების დაცვის მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა, მეტიც, რიგი მიმართულებებით გაუარესებაც კი შეინიშნებოდა. ლევან იოსელიანის ანგარიშის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახური ავრცელებს.  მისივე თანახმად, თემატური უფლებრივი მდგომარეობის განხილვისას სახალხო დამცველმა სიცოცხლის უფლების ხელყოფის საქმეებზე სათანადო გამოძიების ხარვეზებზე.   წამებისა და არასათანადო მოპყრობის ან დასჯის პრევენციისა და გამოძიების საკითხებთან დაკავშირებით ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი სახელმწიფო ინსტიტუტების დამოუკიდებლობის კუთხით არსებულ გამოწვევებზე, მათ შორის, სპეციალური საგამოძიებო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურებისთვის მნიშვნელოვანი ინსტიტუციური გარანტიების არარსებობაზე. ისაუბრა პენიტენციურ სისტემაში დამკვიდრებულ პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერ პრაქტიკაზე. ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამხრე კამერების გამოყენებისა და აუდიო და ვიდეოჩანაწერების წარმოების ვალდებულების არარსებობას. განსაკუთრებულად საგანგაშოდ შეაფასა პოლიციის დაწესებულებებში კამერების რაოდენობის მკვეთრად შემცირება. ისაუბრა დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციის პრობლემებზე. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დაცვასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატან ცვლილებებზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების ვალდებულებაზე, ე.წ. გარიდების მექანიზმის საკანონმდებლო მოწესრიგებასა და პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმის დახვეწის აუცილებლობაზე ისაუბრა. სამართლიანი სასამართლოს უფლების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძირეული რეფორმა, საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება, ეროვნული კანონმდებლობის ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის რეკომენდაციებთან შესაბამისობაში მოყვანა, სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევის წესის შეცვლა და სხვ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში 2022 წელს შეტანილმა ცვლილებებმა (ე.წ. მოსმენების კანონმა), უფრო მეტად დაამძიმა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის მდგომარეობა ქვეყანაში.ისაუბრა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტენდენციაზე; აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების კვლავ საფრთხის შემცველ გარემოში უწევდათ საქმიანობა. გრძელდებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა წვრილმანი ხულიგნობისა და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის საბაბით, რაც მოძველებული პრაქტიკაა და ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს ასევე, ინფორმაციის თავისუფლების და მათ შორის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზებასაც. „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის იდეის გაჟღერება და შემდგომ მისი ინიცირება შემაშფოთებელი ფაქტი იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით. ეკოლოგიურმა პრობლემამ საფრთხის შემცველი საცხოვრებელი გარემო შეუქმნა ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მოსახლეობას. დიდი ძალისხმევაა გასაწევი, რათა სათანადოდ წარიმართოს შრომის უფლების დაცვის მიმართულებით მოქმედი კანონმდებლობის აღსრულება; გაგრძელდეს დასაქმებულთა შორის უფლებებთან დაკავშირებული ცნობიერების ამაღლება; მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე შრომის უსაფრთხოების ნორმების განუხრელი დაცვა და სამუშაო ადგილზე გარდაცვალების შემთხვევების შემცირება. ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის მხრივ, გამოწვევად მიჩნეულია ექთნების დეფიციტი, ძველი ინფრასტრუქტურა, სუსტი კავშირები სოფლის ექიმებსა და სხვა სპეციალისტებს შორის, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების დაფინანსების გართულებული და ფრაგმენტული სისტემა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის აპარატის აქტივობების შედეგად, 2022 წლიდან ქვეყნის მაღალმთიან მუნიციპალურ საავადმყოფოებში „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამა“ ამოქმედდა. სიღარიბე, მათ შორის ბავშვთა სიღარიბე, კვლავ ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა სოციალურ უფლებების დაცვის მიმართულებით. 2021 წელთან შედარებით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრირებული ბავშვების მაჩვენებელი 2022 წელს 40%-ით გაიზარდა და საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვნების რაოდენობა 330 148-ს შეადგენდა. არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, ასევე, უსახლკარო პირთა ერთიანი, ხოლო რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივ მონაცემთა ბაზები.   ხანდაზმულ პირთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება და პარალელურად იზრდება მათი წილი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში. სამწუხაროა, რომ კვლავ არ მომხდარა „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ შესრულების ანგარიშის შედეგების განხილვა და გათვალისწინება. ბავშვთა უფლებების დაცვის მიმართულებით სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა დიდი ზომის ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი. ასევე, ისაუბრა ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციაზე მუშაობის გაძლიერებისა და ბავშვების სათანადო რაოდენობის მხარდამჭერი პროფესიების სპეციალისტებითა და სარეაბილიტაციო სერვისებით უზრუნველყოფის საჭიროებაზე. შეზღუდული შესაძლებლობის პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან მიმართებით - არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტი და სხვადასხვა დონეზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა.   გამოწვევად რჩება ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, მათი საჯარო სექტორში დასაქმების პოლიტიკა, სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა, საკონსულტაციო მექანიზმების არაეფექტიანობა და მედიის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხები. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გრძელდება მოქალაქეთა უკანონო დაკავებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა, უკანონო „ბორდერიზაცია“ და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა, რის გამოც, ორივე რეგიონში, მოსახლეობა მუდმივ საცხოვრებელ ადგილებს ტოვებს და შვილები საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში გადმოყავთ.   2022 წლის ბოლოს მონაცემებით, 716 დევნილი ოჯახი ნგრევად ობიექტებში ცხოვრობს. შემცირდა ასეთი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობა, ხოლო, საკუთრებაში გადაცემული შენობების ნაწილი ავარიულია. გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვანი ცვლილებების მიუხედავად მაინც ნარჩუნდება ფემიციდის მაღალი მაჩვენებელი. სოფლად მცხოვრები და შშმ ქალებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომა. დადებითი მოვლენებია გენდერული კვოტირების მოქმედებების ვადის 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივება და ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლისათვის გასაცემი კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის ამოქმედება, თუმცა, ეს წესი დახვეწას საჭიროებს. სახალხო დამცველმა ისაუბრა ასევე, რწმენისა და რელიგიის თავისუფლების მიმართულებით კანონმდებლობაში არსებულ დისკრიმინაციულ ნორმებზე; ეკომიგრანტებისთვის საცხოვრებელი სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცესის გაჭიანურებაზე. აღნიშნა, რომ თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მიმართულებით კვლავ არ არსებობს საზღვრის კვეთის შესახებ სრულფასოვანი მონაცემთა ბაზები.   თავდაცვის სფეროში გრძელდება სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება და კოლექტიური დასჯის პრაქტიკა. დღემდე არ შემუშავებულა ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. სხდომაზე სახალხო დამცველმა ისაუბრა აპარატის მიერ შესწავლილ საქმეებსა და განხორციელებულ რეაგირებებზე, შემუშავებულ რეკომენდაციებზე, მომზადებულ სპეციალურ და ალტერნატიულ ანგარიშებზე, კონსტიტუციურ სარჩელებზე, სასამართლო მეგობრის მოსაზრებებზე და სხვა საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტებზე; ასევე, უფლებადარღვევებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მონიტორინგის მიზნით სხვადასხვა დაწესებულებაში განხორციელებულ ვიზიტებზე.   სახალხო დამცველის გამოსვლის შემდეგ პლენარულ სხდომაზე ანგარიშთან დაკავშირებულ საკითხებზე დისკუსია გაიმართა. ლევან იოსელიანმა საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ სახალხო დამცველის 2022 წლის ანგარიში 2 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე წარადგინა.  

ლევან იოსელიანი: ქალი პოლიტიკოსების მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მხრიდან ქალი დეპუტატების მიმართ გაჟღერებულ შეურაცხმყოფელ განცხადებებს გამოეხმაურა. იოსელიანი აცხადებს, რომ მსგავსი საუბარი „ღირსებას არავის მატებს და ეს მხოლოდ, ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს.“ „ქალი პოლიტიკოსების მიმართ დისკრიმინაციის გამაძლიერებელ და შეურაცხმყოფელ განცხადებებს დეტალურად სახალხო დამცველის აპარატი შეაფასებს და აუცილებლად აისახება ანგარიშში. აქ უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ როგორი რთული მოსასმენიც არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ქალებთან ამგვარი საუბარი ჩემთვის მიუღებელია. მსგავსი საუბარი არავის მატებს ღირსებას და მხოლოდ ქალთა მიმართ დისკრიმინაციულ დამოკიდებულებას ახალისებს,“ - აცხადებს სახალხო დამცველი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სოლიდარობას უცხადებს ქალ დეპუტატებს, რომლებიც დღეს მმართველი გუნდის წევრების მხრიდან შურაცხმყოფელი სიტყვების სამიზნეები იყვნენ.  

სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის მიზეზებს განმარტავს

სახალხო დამცველი  შსს-ს მოქმედი თანამშრომლის, გოგა რაზმაძის საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ომბუდსმენი განმარტავს, თუ რატომ არ დაადგინა მის მიმართ შს სამინისტროს მაღალჩინოსნების მხრიდან განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტი. სახალხო დამცველის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახალხო დამცველს წარუდგინა გოგა რაზმაძის მიერ მიწოდებული, დისკრიმინაციის შესაძლო გარემოებების გამაქარწყლებელი ყველა არგუმენტაცია. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი გოგა რაზმაძის მომართვის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების საკითხს ეხმიანება. როგორც უკვე ცნობილია საზოგადოებისთვის, 2023 წლის 30 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, გოგა რაზმაძის მოთხოვნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, არ დაკმაყოფილდა და საქმისწარმოება შეწყდა. სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ განცხადების შესწავლისას სახალხო დამცველის აპარატი სრულად მოქმედებდა კანონმდებლობის და იმ 9-წლიანი ერთგვაროვანი პრაქტიკის გათვალისწინებით, რაც აპარატში თანასწორობის მექანიზმის დაარსებიდან დღემდე ჩამოყალიბდა. ამ საქმეში, სახალხო დამცველის აპარატი დაეყრდნო იმავე მტკიცების სტანდარტს, რაც წლების განმავლობაში არაერთ სხვა საქმეში ყოფილა გამოყენებული. გადაწყვეტილებაში განიმარტა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც ჰქონდა მტკიცების ტვირთი (და არა განმცხადებელს), დაემტკიცებინა შევიწროების ფაქტის არარსებობა, წარმოადგინა განმცხადებლის მიერ მოწოდებული თითოეული გარემოების გამაქარწყლებელი არგუმენტაცია. ამავე დროს, სახალხო დამცველი საზოგადოებას შეახსენებს, რომ საქმეთა შესწავლის თუ გადაწყვეტილებათა მიღების დროს აპარატი მოქმედებს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის და არაერთი საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად. ამდენად, საქმის განხილვისას, შესწავლილი იქნა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი და დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლის მიზნებისთვის საჭირო ყველა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება და განხორციელდა კანონით გათვალისწინებული, საქმისთვის აუცილებელი და რელევანტური ღონისძიებები. გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა იმსჯელა დამატებითი ახსნა-განმარტებების მოძიებისა და მოწმეთა გამოკითხვის თაობაზე, თუმცა, აღნიშნულის საჭიროება არ გამოკვეთილა. დამატებით, საქმეზე გადაწყვეტილების სამართლებრივ ნაწილში, სახალხო დამცველმა შეაფასა შევიწროების, როგორც დისკრიმინაციის ფორმის, საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტები; ამასთან, ცალკე მსჯელობა დაეთმო პოლიციელთა გამოხატვის თავისუფლების სტანდარტებს, ევროსასამართლოს პრაქტიკისა და პოლიციის ეთიკის ევროპული კოდექსის ანალიზს. სახალხო დამცველი პატივს სცემს ნებისმიერი პირის გამოხატვის თავისუფლებას, მათ შორის, კრიტიკულ დამოკიდებულებას აპარატის საქმიანობის მიმართ, თუმცა, როგორც ობიექტური და მიუკერძოებელი კონსტიტუციური ორგანო, დამოუკიდებელია თავის შეფასებებში და გადაწყვეტილებებს მხოლოდ ფაქტების და შესაბამისი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე იღებს.   რაც შეეხება მიღებული გადაწყვეტილების სრულად გასაჯაროების საკითხს, იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველი პატივს სცემს და იცავს განმცხადებლის პერსონალურ მონაცემებს, სრული ტექსტის გამოქვეყნება მიზანშეუწონლად მიგვაჩნია,“ - წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.  

სახალხო დამცველი ქართველ ტყვეებზე: ამ ეტაპზე ჩართულნი არ ვართ, რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციის აუცილებლობას ვერ ვხედავ

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ამ ეტაპზე, ომბუდსმენის აპარატი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინაში მებრძოლი ორი ქართველი ჯარისკაცის გამოხსნასთან დაკავშირებულ საკითხში ჩართული არ არის. მისივე თქმით, მას რუს კოლეგასთან კომუნიკაცია ჯერ არ ჰქონია და მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ეს საჭირო არ არის. „ჩვენ ამ ნაწილში ამ ეტაპზე ჩართული არ ვართ. თუ ჩართვის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. აქ საუბარია სახალხო დამცველის მხრიდან შესაბამის კოლეგა-უწყებასთან კომუნიკაციაზე. შესაბამისად, საუბარია რუსეთის ომბუდსმენთან კომუნიკაციაზე, რაც მე არ დამიმყარებია ჯერჯერობით და ამის აუცილებლობას ახლაც ვერ ვხედავ. რაც შეეხება სახელმწიფო სტრუქტურებს, მათთან კავშირზე ვართ და გვაქვს ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა და როგორ ხდება. რაც შეეხება უფლება-დაცვის კუთხით, ამ ეტაპზე მე არანაირი კომუნიკაცია ჩემს რუს კოლეგასთან არ მქონია,“ - განაცხადა სახალხო დამცველმა. “ქართველების ტყვედ ჩავარდნის შესახებ“ ინფორმაცია რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 14 ნოემბერს გაავრცელა. მამუკა მამულაშვილი, უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ ტყვედ ჩავარდნილ საქართველოს მოქალაქეებს „ქართულ ლეგიონთან“ შეხება არასოდეს ჰქონიათ. მის ხელთ არსებული ინფორმაციით, ისინი ტყვედ აიყვანეს ერთ-ერთი ოპერაციის დროს. საგარეო უწყების განცხადებით, ქართველი ტყვეების უფლებების დასაცავად ყველა საერთაშორისო მექანიზმს გამოიყენებენ. ირაკლი კობახიძის თქმით, “საქართველოს არ აქვს რესურსი, იმუშაოს ქართველი სამხედრო ტყვეების გათავისუფლებაზე, უკრაინული მხარე შეიძლება, იყოს ჩართული შესაბამის მოლაპარაკებებში რუსულ მხარესთან.“  

ლევან იოსელიანი: პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის შეფასებით, პრეზიდენტს ყველგან შესვლისა და ყველასთან საუბრის უფლება აქვს. ამის შესახებ ომბუდსმენმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც ჰკითხეს, რატომ არ ეძლეოდა სალომე ზურაბიშვილს უფლება გუშინ, თსუ-ში სტუდენტებთან კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ესაუბრა. „პრეზიდენტს ყველგან აქვს შესვლის უფლება და ყველასთან აქვს შეხვედრის უფლება. კონკრეტულად ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ვერაფერს გეტყვით, ვინ უთხრა უარი და რა მიზნისთვის. ინფორმაცია არ მაქვს,“ - განაცხადა იოსელიანმა. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის სტუდენტებს უკრძალავს მაგიდის დადგმას და პეტიციაზე ხელის მოწერას. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, უნდა მივეჩვიოთ იმას, რომ პოლიტიკა სხვა საკითხია, სახელმწიფო ინტერესები კი სხვა საკითხია და ის ყველა სივრცეში თავისუფალი უნდა იყოს. თსუ-ის რექტორმა ჯაბა სამუშიამ „საუბარში პრეზიდენტის ბრალდება უარყო. მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მივიდა და სტუდენტებს შეხვდა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის შესასვლელთან დამონტაჟებული იყო ბანერი წარწერით: „ჩვენი ხმა ევროპას“, აქვე განთავსებულია მაგიდა ფურცლებით, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ პეტიციაზე ხელი მოეწერათ. პრეზიდენტი სტუდენტებს ესაუბრა და პეტიციაზე ხელმოწერის პროცესსაც დააკვირდა.  

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში ჩადის

7-8 დეკემბერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ოფიციალური ვიზიტით კიევში (უკრაინაში) შეხვედრას გამართავს უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენთან დმიტრო ლუბინეცთან. ასევე, მონაწილეობას მიიღებს კიევში გამართულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მაღალი დონის კონფერენციაში, რომელზეც უკრაინასა და ევროპაში მიმდინარე მოვლენებს, უკრაინა-რუსეთის ომის შედეგების აღმოსაფხვრელად გასატარებელ ღონისძიებებსა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველი ვარშავაში (პოლონეთში) შეხვდება ეუთო/ოდირის წარმომადგენლებს. შეხვედრებზე განიხილავენ ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობას და ისაუბრებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და ეუთო/ოდირს შორის მჭიდრო და მრავალმხრივ თანამშრომლობის საკითხებს.  

სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება

საქართველოს სახალხო დამცველი ოფიციალური ვიზიტით კიევში იმყოფება. 7 დეკემბერს ლევან იოსელიანი უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარის მოადგილეს ოლექსანდრ კორნიიენკოს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. შეხვედრაზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები და საერთო გამოწვევები განიხილეს. ომბუდსმენის ოფისის განმარტებით, ლევან იოსელიანმა კიევში მონაწილეობა მიიღო ადამიანის უფლებათა მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში თემაზე - „თავისუფლება თუ შიში“. მათი ცნობით, კონფერენცია ადამიანის უფლებათა დეკლარაციის მიღების 75 წლის იუბილეს ფარგლებში გაიმართა და მონაწილეებს ვიდეოს საშუალებით მისასალმებელი ტექსტით მიმართეს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა ვოლკერ თურქმა, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა და ხორვატიის რესპუბლიკის ომბუდსმენმა ტენა შიმონოვიჩმა. „შეხვედრაზე განიხილეს უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხები, ჰუმანიტარული პროექტები და ადამიანის უფლებათა დაცვის გავლენა დიქტატურების დაძლევის კონტექსტში. ისაუბრეს ომის პირობებში და გამარჯვების შემდეგ ქვეყნის აღდგენასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე; ისტორიული წარსულის საფუძველზე მომავლისთვის ბრძოლისა და დაბრუნებულ ტერიტორიებზე სამომავლო ინფრასტრუქტურული განვითარების პერსპექტივებზე; ასევე, სამართლიანობაზე, მათ შორის, დანაშაულის დოკუმენტირებასა და ანგარიშვალდებულებაზე, კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფის საჭიროებაზე. ღონისძიების გახსნისას უკრაინის საპარლამენტო ომბუდსმენმა დმიტრო ლუბინეცმა პირადად გადაუხადა მადლობა საქართველოს სახალხო დამცველს კონფერენციაში დასწრებისა და მონაწილეობისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს და მოხსენებებით გამოვიდნენ უკრაინის უმაღლესი რადას წარმომადგენლები, მინისტრები და პრემიერ-მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, უკრაინაში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელები და ევროპის ქვეყნების ომბუდსმენები,“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.  

სახალხო დამცველის მოადგილემ ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ თანამდებობა დატოვა. შესაბამის ინფორმაციას ქართული მედიასაშუალებები ომბუდსმენის აპარატზე დაყრდნობით ავრცელებენ. ჯულაყიძე სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტის, აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს, დასავლეთ საქართველოს სამმართველოს საქმიანობას უწევდა კოორდინაციასა და ზედამხედველობას. აპარატის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ჯულაყიძემ ომბუდსმენის მოადგილის პოსტი საკუთარი სურვილით, დაახლოებით ერთი თვის წინ დატოვა. ნათია ჯულაყიძე, რომელიც ომბუდსმენის მოადგილედ აპრილში დაინიშნა, იოსელიანის ყოფილი თანაგუნდელის, ალეკო ელისაშვილის დისშვილია და ასევე, მისი სამოქალაქო მოძრაობის აღმასრულებელი დირექტორი იყო. ომბუდსმენ იოსელიანის ახალი მოადგილე „მოქალაქეების“ ლიდერ ელისაშვილის დისშვილი და პარტიის შემწირველია  

ომბუდსმენი: 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში სხვადასხვა გამოწვევაზე ამახვილებს ყურადღებას. ომბუდსმენი გამოთქვამს სრულ მზაობას, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პრობლემების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებებთან ითანამშრომლოს. „2023 წლის 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას 75 წელი შეუსრულდა. 1948 წლის 10 დეკემბერს მეორე მსოფლიო ომის ბოროტების საპასუხოდ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის მიერ დამტკიცებული დოკუმენტი იქცა საყოველთაო უფლებების დაცვის იარაღად, თუმცა სამწუხაროდ ამდენი წლის შემდეგაც კი საქართველო, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის სხვა ქვეყნები, ყოველდღიური გამოწვევის წინაშე დგას, რათა ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები თითოეული ინდივიდისთვის თანაბრად, თანასწორობის პრინციპების გათვალისწინებით იყოს დაცული და ხელმისაწვდომი. ტრადიციულად სახალხო დამცველი აღნიშნავს ამ უმნიშვნელოვანეს დღეს და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი განცხადებით ხაზს უსვამს ყველა იმ ძირითად გამოწვევას, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხი მოქალაქის: დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება. სიცოცხლის უფლების დარღვევასთან ერთად, სამწუხაროდ, კვლავ გრძელდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებისა და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკა; ეთნიკურად ქართველ მოსახლეობას არ ეძლევა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა; უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესი კი ყოველდღიურობად იქცა. ოკუპაციის შედეგებთან გამკლავება წლებია საქართველოში დევნილი მოსახლეობის ყოველდღიურობაა. დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მრავალწლიანი პროცესის და ეტაპობრივად გაუმჯობესებული პროცედურების მიუხედავად, სახალხო დამცველის შეფასებით, არსებული წესები გარკვეულწილად ხარვეზიანი რჩება და ამასთან, განსახლების თაობაზე მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების ნაწილი დაუსაბუთებელია. გამოწვევაა ისიც, რომ გასულ წლებში დევნილთათვის მართლზომიერ მფლობელობაში გადაცემული განსახლების ობიექტების ნაწილი ავარიულ მდგომარეობაშია. სიღარიბე კვლავ ერთ-ერთ უმთავრესი გამოწვევაა ქვეყანაში, რაც თავის მხრივ ადამიანის ყველა უფლების რეალიზაციაზე ახდენს უარყოფით გავლენას და კიდევ უფრო ამძიმებს მოწყვლადი ჯგუფების მდგომარეობას. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ბავშვთა სიღარიბის კუთხით არსებული გამოწვევები. ბავშვთა სიღარიბის პრევენციისა და დაძლევისთვის არსებული ცენტრალური და ადგილობრივი მიზნობრივი სახელმწიფო დახმარების სერვისები არ არის საკმარისად მოქნილი და ეფექტიანი, მათ შორის, ბავშვების მშობლებისა და მათზე მზრუნველი პირების უნარ-ჩვევებისა და ოჯახების დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევისთვის. სამწუხაროდ, ეს ბავშვების სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების საფუძველიც ხდება. არასრულწლოვანების ოჯახებისთვის პრობლემურია სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო, სათანადო საცხოვრებლის, საკვებისა და ბაზისური საჭიროებების პირადი მოხმარების ნივთების არქონა, რის გამოც ბავშვებს კვლავ უხდებათ სხვადასხვა მძიმე, მათი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი სამუშაოების შესრულება. ბავშვთა სიღარიბესთან ერთად მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენცია, რაც სხვადასხვა უწყებების მხრიდან კოორდინირებული მუშაობის ეფექტურად განხორციელებას საჭიროებს. აუცილებელია ძალადობის შემთხვევებზე დროული და ბავშვზე მორგებული მიდგომით რეაგირება. ამ კუთხით დადებითად უნდა აღინიშნოს 2023 წელს ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისგან დაცვის 2023-2026 წლების სტრატეგიის დამტკიცება. სიღარიბე უარყოფით გავლენას ახდენს ხანდაზმულთა უფლებების რეალიზაციაზეც. მოსახლეობაში ხანდაზმულთა პროცენტული წილი წლიდან წლამდე იზრდება და მათი 36%-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაშია რეგისტრირებული. ამ პირობებში სამწუხაროდ ქვეყანას დღემდე არ გააჩნია აღსრულებადი და ეფექტური სამოქმედო გეგმა და არ ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, რაც ხანდაზმული მოსახლეობის ღირსეულ და ჯანსაღად დაბერების გარანტიებს შექმნიდა. დანანებით უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლების მსგავსად, კვლავ არ არსებობს უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა, რაც თითოეულ მუნიციპალიტეტს უსახლკარო პირებთან მიმართებით განსხვავებული პოლიტიკის გატარების შესაძლებლობას მისცემდა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვისათვის კვლავ დიდი სამუშაოა გასაწევი. განსაკუთრებით საგულისხმოა შშმ პირთა ინკლუზიური განათლების ხარისხი და უწყვეტობა. გარდა ამისა, დღემდე არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული გეგმა და სტანდარტები შშმ პირთა წვდომის უზრუნველსაყოფად ინფორმაციაზე, კომუნიკაციის საშუალებებზე, ვებგვერდებზე, მობილურ აპლიკაციებზე. პრობლემურია ასევე სხვადასხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების არსებითი მონაწილეობა. სამწუხაროდ, წელსაც აქტუალური იყო ეროვნული უმცირესობების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მთელი რიგი საკითხები. ეროვნული უმცირესობების განათლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით დღემდე პრობლემაა ბილინგვური სწავლების მოდელის დანერგვა, სახელმძღვანელოების შემუშავება და ორენოვანი პედაგოგების მომზადების/გადამზადება. პრობლემურია სომხურენოვანი და აზერბაიჯანულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის საგნის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფა. კვლავაც სირთულეს წარმოადგენს სხვადასხვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების სრულყოფილი მონაწილეობა; ასევე, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობის ხელშეწყობა და აღდგენა; მწირია სპეციფიკურად ეროვნული უმცირესობების კულტურის პოპულარიზაციის მიზნით განხორციელებული ღონისძიებები. 2023 წელს არანაკლებ აქტუალური იყო კანონის უზენაესობის და სამოქალაქო-პოლიტიკური უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები. 2023 წელს გაიმართა არაერთი შეკრება, აქცია თუ კონტრაქცია. სამწუხაროდ, შეკრების თავისუფლებაში ჩარევისას რიგ შემთხვევებში პოლიციელების მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენებას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 2023 წლის 7-9 მარტს გამართული აქციის დაშლასა და სამართალდამცავების მხრიდან მთელი შეკრების ძალის გამოყენებით გაუმართლებელ შეწყვეტას, საფუძვლად დაედო შეკრების მონაწილეთა მხოლოდ ნაწილის მიერ დაწყებული ძალადობრივი ქმედებები, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საჭიროებდა კონკრეტული მოძალადეების მიმართ ინდივიდუალური - აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებების გატარებას. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რა დროსაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვისთვის შერჩეული სტილის გამო ხდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. ამ მხრივ 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები. სახალხო დამცველის შეფასებით, წარმოდგენილი პროექტით სახეზე იყო გამოხატვის/შეკრების თავისუფლებაში ინტენსიური ჩარევა, რომელიც ზღუდავს აზრის გამოხატვას დროებითი კონსტრუქციების (მაგალითად, კარვის) გამოყენებით. აღნიშნული ინიციატივა, ომბუდსმენის მიმართვის საფუძველზე ასევე უარყოფითად შეფასდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის მიერ. აღნიშნული შეფასებით შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ქვეყანაში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების საქმიანობისთვის შესაბამისი გარემოს არსებობა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლების სათანადო რეალიზება, რასაც ძირითადად მოძველებული კანონმდებლობა აბრკოლებს, რომელიც ვერ პასუხობს ამ ეტაპზე არსებულ საჭიროებებს. 2023 წელს კვლავ გაგრძელდა უფლებადამცველთა საქმიანობისთვის დაბრკოლებების შექმნის ტენდენცია, რაც, წლების განმავლობაში, მათი დისკრედიტაციისა და სტიგმატიზაციისკენ მიმართული კამპანიების წარმოებაში გამოიხატებოდა. უფლებადამცველთა მდგომარეობის კუთხით, 2023 წელს განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის პროექტების ინიცირება, რომლებიც არ შეესაბამებოდა გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დაცვის სტანდარტებს. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია სახელმწიფოს კონტროლის ქვეშ მყოფ თავისუფლება აღკვეთილ და დაკავებულ პირთა უფლებების დაცვა. ამ მხრივ კვლავ გამოწვევად რჩება სამხრე კამერების გამოყენების ვალდებულების არარსებობა, აუდიო და ვიდეო ჩანაწერების წარმოება. სამწუხაროდ, პოლიციის სივრცეები, სადაც დაკავებულს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობის სისტემებით სრულად კვლავ არ არის დაფარული. უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელს დაკავებული პირთა დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანამდე, მათი ადგილსამყოფლის შესახებ ინფორმაციის მიღება გართულდა მათი ადვოკატების, ოჯახის წევრებისა და სახალხო დამცველის აპარატისთვის, რაც შესაბამისად საჭიროებს გაუმჯობესებას. გამოწვევებია პენიტენციურ სისტემაშიც. სახალხო დამცველი წლებია ხაზს უსვამს, რომ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს არაფორმალური მმართველობა, რომელიც პატიმართა გაჩუმებას, პრობლემებზე საუბრის აკრძალვასა და დაწესებულებებში მოჩვენებითი წესრიგის შენარჩუნებას ისახავს მიზნად. პენიტენციური სისტემის ფარგლებში კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დახურულ დაწესებულებებში პატიმართა დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკნებში კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე, დასჯის მიზნით ხანგრძლივად მოთავსების მანკიერი პრაქტიკა, რომელსაც სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობად აფასებს. არასათანადო მოპყრობასთან მიმართებით დამატებით აღსანიშნავია კანონმდებლობის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. კერძოდ, მნიშვნელოვანია კანონმდებლობა ნათლად, ორაზროვნების გარეშე, ამომწურავად ახდენდეს არასათანადო მოპყრობის კრიმინალიზაციას მხოლოდ სპეციალური ნორმებით და პრაქტიკაში გამორიცხავდეს ამ დანაშაულების სხვა მუხლებით კვალიფიკაციის შესაძლებლობას. სახალხო დამცველი წლებია საუბრობს პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრის მნიშვნელობაზე. კერძოდ, ადგილობრივი საბჭოები, რომლებიც პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხებზე მუშაობენ, ხშირად ანალოგიური მოცემულობების საქმეებში განსხვავებულ გადაწყვეტილებას იღებენ. გადაწყვეტილებების სამოტივაციო ნაწილი კი შაბლონური, ფორმალური ხასიათისაა და არ შეიცავს სათანადო დასაბუთებას. ფსიქიატრიული დაწესებულებების უმთავრეს გამოწვევას დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი წარმოადგენს. პრობლემურია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტების ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. პაციენტები, რომლებიც აქტიურ მკურნალობას არ საჭიროებენ, სათემო სერვისების სიმწირის და იმის გამო, რომ წასასვლელი არსად აქვთ, დაწესებულებას ვერ ტოვებენ. სამწუხაროდ, შეფერხებით მიმდინარეობს 2022-2030 წლების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესი. მისასალმებელია, რომ გაიზარდა 2023 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი, თუმცა, სახეზე კვლავ არაერთი პრობლემა გვაქვს. მათ შორის, არ მომზადებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვასთან და დასაქმების ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, კვლავ არ არსებობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა თავშესაფრის სტანდარტი და სხვ. რაც შეეხება ქვეყანაში თანასწორობის უფლებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ გამოწვევებს. სამწუხაროა, რომ არა თუ არ მომხდარა ქვეყანაში თანასწორობის უზრუნველსაყოფად საჭირო სტრატეგიის დამტკიცება, არამედ საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნულ სტრატეგიაში, სხვა სოციალური ჯგუფების აღნიშვნის პარალელურად, ლგბტ+ ადამიანები საერთოდ არ არიან მოხსენიებულნი. ლგბტ+ თემი არ არის მოხსენიებული არც სტრატეგიასთან მიმართებით შემუშავებული სამოქმედო გეგმის პირველად ვერსიაში. პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური გამონათქვამების გავრცელებაც, რაც აძლიერებს დისკრიმინაციულ განწყობებს და ხშირად ქალთა წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად და ქალების გასაჩუმებლად გამოიყენება. თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების ჭრილში, ასევე აღსანიშნავია საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დაბრუნების საკითხიც. გენდერული თანასწორობის მიმართულებით საგულისხმოა, რომ სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებულ ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. სახალხო დამცველის ხელთ არსებული ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის 6 თვის მონაცემებით ქალის მკვლელობის 13 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც ოჯახური დანაშაულის ნიშანი 7 შემთხვევაში გამოიკვეთა. საგულისხმოა, რომ გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც ქალთა მკვლელობის მცდელობების მაჩვენებელი აჭარბებდა მკვლელობის შემთხვევებს, 2023 წლის 6 თვის მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ ქალთა მკვლელობების რიცხვი თითქმის 54%-ით აჭარბებს მკვლელობის მცდელობათა რაოდენობას. 2023 წელს შემაშფოთებელი იყო 14 წლის გოგოს მკვლელობის უმძიმესი ფაქტი, რომელსაც წინ სხვადასხვა ფორმის გენდერული ნიშნით ძალადობა უძღოდა. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ გამოკვეთა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრი პოლიტიკის გატარებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის შემთხვევებისთვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობის აუცილებლობა. მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს სოფლად მცხოვრები ქალებისთვის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომაც. პრობლემურია საქართველოს კანონმდებლობაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობა სრულყოფილად კვლავ არ შეესაბამება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციით გათვალისწინებულ სტანდარტებს. აღნიშნულის ნათელი მაგალითია სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების დანაშაულთან დაკავშირებული პრობლემური ჩანაწერი. კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მიმართულებით უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და ეფექტიანი რეაგირებაც. როგორც წესი, ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვა დიდ წილად დამოკიდებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე ზედამხედველი/პასუხისმგებელი ინსტიტუტების ეფექტურ ფუნქციონირებაზე. ამ კუთხით, სახალხო დამცველი წლებია მიუთითებს გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ფუნქციის მქონე დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის არსებობის მნიშვნელობაზე. აღნიშნული მიზნის მისაღწევად აუცილებელია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მოქმედი სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერებისკენ მიმართული მნიშვნელოვანი გარანტიები. მათ შორის, მნიშვნელოვანია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო მანდატი გავრცელდეს გენერალური პროკურორის, შინაგან საქმეთა მინისტრის, უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ ჩადენილ დანაშაულებზე. გარდა ამისა, აუცილებელია გადაიხედოს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ქვემდებარე დანაშაულების ნუსხა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დარჩეს მხოლოდ სამსახურის ძირითადი მანდატის შესაბამისი დანაშაულების გამოძიების უფლებამოსილება. ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების პრევენციისა და აღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების კუთხით საქართველოს გენერალური პროკურატურის არსებული როლის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი უკვე წლებია ყურადღებას ამახვილებს პროკურატურის რეფორმის საჭიროებაზეც, რომლის მიზანიც ინსტიტუციური მოწყობისა და მექანიზმის გაუმჯობესება უნდა იყოს. 2023 წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა გახდა 8 ნოემბერს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ევროკომისიის მიერ გაცემული დადებითი რეკომენდაცია, რომლითაც საქართველოს 9 პირობა განესაზღვრა ორგანიზაციის წევრობის გზაზე. აღნიშნულ პირობებს შორის კვლავ შენარჩუნებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების საკითხი. პარლამენტში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის ინიცირებით განხორციელებული ზოგიერთი დადებითი საკანონმდებლო ცვლილების მიუხედავად, როგორიც არის, მათ შორის, სასამართლო აქტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული და საქმეთა განხილვისგან ჩამოცილების ზოგიერთი პროცედურის ახლებური რეგულირება, კვლავ შეუსრულებელია რიგი რეკომენდაციები, როგორიცაა სასამართლოს თავმჯდომარეთა არჩევა ამავე სასამართლოს მოსამართლეების მიერ, სასამართლოში საქმეთა განაწილების სისტემის გაუმჯობესება და სხვა საკითხები, რაზეც სახალხო დამცველი არაერთი წელია საუბრობს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს. სახალხო დამცველი გამოთქვამს სრულ მზაობას, ითანამშრომლოს სახელმწიფო უწყებებთან განცხადებაში მიმოხილულ გამოწვევებზე მუშაობის პროცესში. იმედია, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მიმართულებით წლების განმავლობაში იდენტიფიცირებული პრობლემები სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმის შედეგად აღმოიფხვრება, რასაც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხარისხის გაუმჯობესება მოჰყვება,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში.  

ომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი “საოკუპაციო ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტთან“ დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მსოფლიოში ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება, კიდევ ერთხელ გავრცელდა ინფორმაცია ოკუპირებული ძალების მხრიდან საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის ხელყოფის სავარაუდო ფაქტის შესახებ. „კერძოდ, ოკუპირებული გალის რაიონში საქართველოს მოქალაქეს, თემურ კარბაიას, საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მილიციის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და სცემეს, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე საავადმყოფოში გადაყვანისთანავე გარდაიცვალა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება, რადგან სწორედ ეს უკანასკნელი ახორციელებს ოკუპირებულ ტერიტორიაზე კონტროლს. სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ასევე ყველა საერთაშორისო ადამიანის უფლებათა დაცვით და სადამკვირვებლო ორგანიზაციას, მაქსიმალური ძალისხმევა გამოიჩინონ ზემოაღნიშნულ ფაქტზე ეფექტიანი გამოძიების, დამნაშავეების დასჯისა და რუსეთის ფედერაციისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების უზრუნველსაყოფად. სამწუხაროა, რომ საოკუპაციო რეჟიმი დღემდე დაუსჯელს ტოვებს საქართველოს ოთხი მოქალაქის - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილისა და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს. ასევე დღემდე გამოუძიებელია ერთი თვის წინ სოფელ კირბალის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი. აღნიშნულის ფონზე საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მთლიანად საერთაშორისო საზოგადოების ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევების პრევენციისათვის, რადგან ამგვარი ქმედებების დაუსჯელობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლეს განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ აყენებს,” - ნათქვამია განცხადებაში. საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გააქტიურდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით მოქმედი “ცხელი ხაზი”. ცხელი ხაზის“ გაზიარებული ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს ხსენებული პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა. უწყების თანახმად, გამომდინარე იქედან, რომ პროცესები ოკუპირებული ტერიტორიის სიღრმეში ანუ ოკუპირებულ ქალაქ გალში განვითარდა მიმდინარეობს დამატებითი ინფორმაციის მოძიების პროცესი. სუს-ი: საოკუპაციო რეჟიმის წამომადგენლებმა დაადასტურეს საქართველოს მოქალქის გარდაცვალებოს ფაქტი, თუმცა არ დაადასტურეს პირის უკანონოდ დაკავების მცდელობა  

ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა

15 იანვარს, საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, აპარატმა ბრალდებულ/მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისათვის მიწოდებული სამედიცინო მომსახურების ადეკვატურობისა და დროულობის შეფასების მიზნით შექმნილ სპეციალისტთა/ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მისივე ცნობით, ჯგუფი, რომელიც 2021 წლის ნოემბრიდან ფუნქციონირებს, პერიოდულად ამოწმებს პაციენტის მდგომარეობას, ეცნობა სამედიცინო დოკუმენტაციას და აქვეყნებს დასკვნებს. ამ ეტაპზე ექიმთა კონსილიუმს 11 დასკვნა აქვს მომზადებული. „ექიმ-ექსპერტთა ჯგუფის წევრები არიან: ნევროლოგი თენგიზ წულაძე, კარდიოლოგი გიორგი კაჭარავა, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი გიორგი გრიგოლია, ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ინტერნისტი და პალიატიური მედიცინის სპეციალისტი აიდა გოზალოვა, ენდოკრინოლოგი ნინო ზავრაშვილი, კარდიოლოგ-არითმიოლოგი გიორგი პაპიაშვილი და თერაპევტი, შინაგანი სნეულებებისა და ჰოსპიტალური მედიცინის სპეციალისტი გრიგოლი ხურციძე,“ - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა აქვს მისჯილი დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალებისთვის. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, 2022 წლის 12 მაისს რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს, სადაც დღემდე იმყოფება. სააკაშვილი მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. მიმდინარე წლის 12 მაისს ცნობილი გახდა, რომ სტრასბურგის სასამართლომ მას უარი უთხრა დროებით ღონისძიებად ვარშავაში სამკურნალოდ გადაყვანაზე.  

იოსელიანი: გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების ტაძარში

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამების საკათედრო ტაძარში მომხდარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ „გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში.“ „უნდა გვესმოდეს, როდესაც რელიგიას, სარწმუნოებას ეხება საკითხი, ბევრ ადამიანს ეხება ჩვენისთანა ქვეყანაში, რომელიც რელიგიური ქვეყანაა, განსაკუთრებული სიფრთხილე არის გამოსაჩენი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს არ მოჰყვეს შურისძიება, ლინჩის წესით ვიღაცების გასამართლება, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ფორმები, გამოხატვის თავისუფლებას, არ შეიძლება, უპასუხო ანგარიშსწორებით, თუმცა ჩემთვის, ადამიანურად, პიროვნულადაც, როგორც სახალხო დამცველისთვისაც აბსოლუტურად მიუღებელია ის, რაც ვიხილეთ სამების საკათედრო ტაძარში,“ – განაცხადა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით. ცნობისთვის, 7 იანვარს გასაჯაროვდა ცნობა, რომ სამების საკათედრო ტაძარში, პრორუსული პარტიის, „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ ტაძრისთვის შეწირულ მატრონა მოსკოველის ხატზე გამოსახული იყო საბჭოღა დიქტატორი იოსებ სტალინი, რასაც აქტივისტების პროტესტი მოჰყვა. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახურმა, არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა 7 იანვარს განაცხადა, რომ მატრონა მოსკოველის ხატი, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, უკვე რამდენიმე თვეა, სამების საკათედრო ტაძარშია და მისთვის ყურადღება ამ დრომდე არავის მიუქცევია.  სამოქალაქო აქტივისტმა, ნატა ფერაძემ საკუთარ Facebook გვერდზე ვიდეომასალა განათავსა, რომლის თანახმად, „წმინდა მატრონას ხატზე, რომელზეც იოსებ სტალინიცაა გამოსახული, საღებავი შეასხეს.“ გაირკვა, რომ საღებავი ნატა ფერაძემ გამოიყენა. სამების ტაძარში მომხდარ ამ ფაქტთან დაკავშირებით, შსს-მ სამართალწარმოება 9 იანვარს დაიწყო. 10 იანვარს კი, აქტივისტ ნატა ფერაძის სახლთან პროტესტის მონაწილეები შეიკრიბნენ. 11 იანვარს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ „საქართველოს საპატრიარქო მიმართავს წმინდა მატრონას ხატის შემომწირველებს, ხატში სათანადო ცვლილებები შეიტანონ, ან ამას თავად საპატრიარქო გააკეთებს.“ განცხადებას გამოეხმაურა „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი ირმა ინაშვილი, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ ხატი ეკლესიას მან შესწირა. ინაშვილმა აღნიშნა, რომ საპატრიარქომ აღნიშნული გადაწყვეტილება „ხელისუფლების რჩევით მიიღო.“ „თუ ეკლესია გადაწყვეტს, ვთხოვოთ ხატმწერს და ეს ფრაგმენტი სხვა შინაარსის ფრაგმენტით შეცვალოს, ვინაიდან საპატრიარქო მოგვიწოდებს, უნდა დავემორჩილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხატის შეურაცხყოფა უნდა ვაპატიოთ ვინმეს!" ამბობდა ინაშვილი. ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ამ ჯერზეც დისკრიმინაციულ სიტუაციაში აღმოჩნდა 12 იანვარს არქიმანდრიტმა იოვანე მჭედლიშვილმა Facebook-ზე დაწერა, რომ შენდობას ითხოვს. „მე, როგორც სამების საკათედრო ტაძრის კეთილმოწესე, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შექმნილი ვითარების გამო, შენდობას ვითხოვ დედა ეკლესიისა და მორწმუნე საზოგადოების წინაშე. ხატის ტაძარში დაბრძანება უნდა მეცნობებინა საპატრიარქოსთვის,“ - წერდა არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი. 13 იანვარს, ჰომოფობიურმა ჯგუფმა და პრორუსული ორიენტაციის „ალტ ინფომ“ ნატა ფერაძის გასამართლების მოთხოვნით პარლამენტის წინ აქცია დაგეგმა.

კეკელიძის ქუჩაზე აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი კეკელიძის ქუჩაზე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესთან დაკავშირებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატში, ცხელი ხაზზე შესული განცხადების თანახმად, შეკრების მონაწილე 7 პირია დაკავებული, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალყურს ადევნებს კეკელიძის N1-ში მიმდინარე იძულებითი წესით გამოსახლების პროცესს. გავრცელებული ინფორმაციით, სააღსრულებო პოლიციის მიერ გამოსახლების პროცესის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა ძალა, მათ შორის, მოხდა საცხოვრებელი კორპუსის და სახლის კარის სპეციალური ხელსაწყოების გამოყენებით გახსნა. ასევე, იძულებითი გამოსახლების გასაპროტესტებლად შეკრებილი პირები ავრცელებენ ინფორმაციას საცხოვრებელში გაზის გამოყენების თაობაზე.  სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზზე შემოსული განცხადების თანახმად, დაკავებულია შეკრების მონაწილე 7 პირი, ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მათ მიიღეს დაზიანებებიც. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის გამოსახლების პროცესში აღსრულების პოლიციის ქმედებების კანონიერებას. ასევე, აპარატი არკვევს დაკავებული პირების ადგილსამყოფელს, მათი მონახულებისა და შემდგომი რეაგირების მიზნით,“ - წერია გავრცელებულ განცხადებაში. განცხადება გაავრცელა აღსრულების ბიურომაც. „2024 წლის 23 იანვრის 11:00სთ-იდან აღსრულების პოლიცია სასამართლოს მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს გამოსახლების პროცესს თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულნი არიან მოვალის მხარდამჭერები, რომლებიც ფიზიკურ წინააღმდეგობას უწევენ აღსრულების პოლიციას. ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს, აღსრულების პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა გაზის გამოყენებას, წარმოადგენს სიცრუეს. პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს სავარაუდოდ წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი. ასევე მათ მიაყენეს აღსრულების პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცყოფა. სხეულის დაზიანება მიიღეს აღსრულების პოლიციის თანამშრომლებმა, ასევე დაზიანდა სახელმწიფო ქონება. აღნიშნული გამოსახლების პროცესი აღსრულების პოლიციის მიერ 6 წლის განმავლობაში 5-ჯერ იყო გადადებული. ამ დროის მანძილზე აღსრულების ეროვნულმა ბიურომ საქმის მორიგებით დასრულების მიზნით, გაატარა ყველა ღონისძიება, აქტიურად მიმდინარეობდა მხარეებს შორის მოლაპარაკებები, სადაც კრედიტორი მოვალეს სთავაზობდა ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს, რაზედაც მოვალემ განაცხადა უარი. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსახლების პროცესს ახორციელებს კანონის სრული დაცვით. მოვუწოდებთ მოქალაქეებს, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს,“ - წერია განცხადებაში. კეკელიძის ქუჩაზე ოჯახი პროტესტის ფონზე გამოასახლეს  

სახალხო დამცველს ახალი მოადგილე ჰყავს

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა სახალხო დამცველის აპარატის ახალი მოადგილე წარადგინა. ის კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას. ეს თანამდებობა მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც სახალხო დამცველის ყოფილმა მოადგილემ, ნათია ჯულაყიძემ რამდენიმე თვის წინ თანამდებობა დატოვა. ჩიხლაძე სახალხო დამცველის აპარატში შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან მოვიდა, სადაც 2020-2024 წლებში ჯერ კომპანიის დირექტორის მრჩევლის, შემდეგ კი დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე მუშაობდა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, იგი ასევე არის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) მოწვეული პროფესორი კონკურენციის სამართალსა და ევროპის სამართალში. გერმანიაში ცხოვრების პერიოდში ირინე ჩიხლაძე მუშაობდა მიუნხენში (გერმანიაში) ბავარიის სადაზღვევო პალატის ტერორიზმთან და ფულის გათეთრებასთან ბრძოლის დეპარტამენტში, იყო გერმანიაში ქართველთა გაერთიანების გამგეობის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ წარგზავნილი საქართველოს ახალგაზრდა ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. ირინე ჩიხლაძე დღემდე არის ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მიუნხენის უნივერსიტეტის (LMU) იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, დამთავრებული აქვს ამავე უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა. მინიჭებული აქვს ასევე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის ხარისხები. მაგისტრატურის ფარგლებში გავლილი აქვს სასწავლო სემესტრი გერმანიის ზაარლანდის უნივერსიტეტში. სხვადასხვა წელს მუშაობდა გერმანიის ფედერალურ ანტიმონიპოლიურ სამსახურში (ბონში) და გერმანიის პარლამენტის ბიუროს აპარატში (ბერლინში); ასევე, სსიპ საქართველოს კონკურენციის სააგენტოში, საქართველოს პარლამენტის ბიუროს აპარატში, იუსტიციის სამინისტროსა და უზენაეს სასამართლოში.

ომბუდსმენი აღსრულების ბიუროს: ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა აღსრულების ეროვნულ ბიუროს წინადადებით მიმართა - ზამთრის განმავლობაში შეზღუდოს იმ პირთა გამოსახლების პროცესი, რომლებიც ერთადერთ საცხოვრებელს კარგავენ. ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. განცხადების თანახმად, გამოსახლების პროცედურის დასაბუთებულობისა და პროპორციულობის პრინციპებიდან გამომდინარე, სახალხო დამცველი თავის მიმართვაში დაეყრდნო გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტისა და ევროპის სოციალური ქარტიის კომიტეტების განმარტებებს, ზოგად კომენტარებს და საუკეთესო პრაქტიკას. „სახალხო დამცველმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე, რომელთა მხედველობაში მიღებითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს კონსტიტუციაში განმტკიცებული პრინციპებისა და უფლებების ინტერპრეტაცია. ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია გამოსახლების პროცედურამ უზრუნველყოს საპირისპირო ინტერესთა სამართლიანი ბალანსი და ხელი არ შეუწყოს გამოსასახლებელ პირთა განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას,” - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 23 იანვარს, მოქალაქეთა წინააღმდეგობის მიუხედავად, აღსრულების პოლიციამ, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დახმარებით, ხატიაშვილების ოჯახი თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ძალის გამოყენებით გამოასახლა. გამოსახლების პროცესი გადაიდო 25 იანვარს, თბილისში, დადიანის ქუჩაზე და 26 იანვარს - მთაწმინდის რაიონში, ზანდუკელის ქუჩაზე.  

ომბუდსმენი: სასჯელაღსრულების დაწესებულებაში სააკაშვილის გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, ჩვენ რეკომენდაციას ვერ გავცემთ

„მიხეილ სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაყვანაზე გადაწყვეტილებას მისი მკურნალი ექიმი იღებს, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი, ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ,“ – შესაბამისი განცხადება საქართველოს სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა გააკეთა. ლევან იოსელიანმა აღნიშნა, რომ კონსილიუმი აგრძელებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგს. „კონსილიუმის წარმომადგენლები ახლახანს იყვნენ შესულები და მათ გამოაქვეყნეს დასკვნა. დასკვნაში ასახულია ყველა ის პრობლემა და ყველა ის გაუმჯობესება, რაც მიხეილ სააკაშვილის შესახებ შეიძლება, თქმულიყო. რაც შეეხება მისი გადაყვანის შესაძლებლობას, ამაზე გადაწყვეტილებას იღებს მისი მკურნალი ექიმი, შესაბამისად, ვერც ჩვენი კონსილიუმი და ვერც მე ამის შესახებ ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გავცემთ. მონიტორინგი გაგრძელდება, მათ შორის კონსილიუმის დასკვნაშივე ითქვა, რომ კონსილიუმი მიხეილ სააკაშვილს საჭიროებიდან გამომდინარე მოინახულებს. თქვენ იცით, რომ აქამდე კონსილიუმი სამ თვეში ერთხელ შედიოდა დღეს მათ მიიღეს გადაწყვეტილება უკვე საჭიროებისამებრ მოინახულებს მისი მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენთვის მნიშვნელოვანია საზოგადოებას ჰქონდეს ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მათ შორის კონსილიუმის მონაწილეობითაც,“ – განაცხადა იოსელიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით. ომბუდსმენმა სააკაშვილის სამედიცინო მომსახურების შეფასების მიზნით შექმნილ ექსპერტთა ჯგუფთან თანამშრომლობა გააგრძელა  

ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია - ომბუდსმენი

სახალხო დამცველის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი იკვლევს, შესაძლებელი იყო თუ არა სტიქიის შედეგად გამოწვეული ტრაგიკული შემთხვევების თავიდან აცილება. „ჩვენ, რა თქმა უნდა, ვმუშაობთ ეკოლოგიაზე, ეკოლოგიის შედეგად წარმოქმნილი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული ადამიანის უფლებებზე, მათ შორის, შოვის ნაწილზეც. რა თქმა უნდა, ამ ნაწილზეც ჩავერთვებით. ჩვენ ვიკვლევთ, გააკეთა თუ არა ყველაფერი სახელმწიფომ იმისთვის, რომ აცილებული ყოფილიყო თავიდან ესა თუ ის უბედური შემთხვევა თუ სტიქია," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „მთავარი არხის“ ცნობით. იმერეთის რეგიონში მოსული უხვი ნალექის გამო, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი 7 თებერვლის ღამეს ჩამოწვა. მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი.  ბაღდათში სტიქიის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთის ტერიტორიაზე მეწყრული პროცესების გააქტიურება "რთულ ტექტონიკურ და მორფოლოგიურ პირობებთან ერთად, ძირითადად დაკავშირებულია 5-6-7 თებერვალს მოსულ უხვ ატმოსფერულ ნალექებთან." უწყების ცნობით, 6 თებერვალს დიდთოვლობის შედეგად ხულოში ჩამოწვა ზვავი და განვითარდა მეწყრული პროცესები. სტიქიური მოვლენების შედეგად დაღუპულია ორი ადამიანი. ასევე, მიმდინარე წლის 6 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითში ჩამოწვა მეწყერი.  

ომბუდსმენი პრემიერს ვეტერანების დახმარებაზე რეგულაციის შეცვლისკენ მოუწოდებს

საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა საქართველოს მთავრობას და ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისთვის სოციალური პაკეტისა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებასთან დაკავშირებულ რეგულაციებში ცვლილებების შეტანა მოითხოვა. ინფორმაციას ომბუდსმენის პრესსამსახური ავრცელებს. კერძოდ, საქართველოს სახალხო დამცველმა პრობლემურად მიიჩნია არსებული რეგულაცია, რომლის მიხედვითაც, ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ საპენსიო პაკეტთან ერთად სოციალური პაკეტის მიღება უწყდებათ. გარდა ამისა, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს სოციალურ პაკეტთან ერთად საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღებაც ეკრძალებათ. „საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით მიმართა მთავრობას, განიხილოს შესაბამის დადგენილებებში იმგვარი ცვლილების შეტანის საკითხი, რომ ვეტერანთა კატეგორიას მიკუთვნებულ პირებს საპენსიო ასაკისგან დამოუკიდებლად მიეცეთ შესაძლებლობა ერთდროულად ისარგებლონ, როგორც სოციალური პაკეტით, ასევე, საყოფაცხოვრებო სუბსიდიით. ამასთან, სოციალური პაკეტით სარგებლობის უფლება არც საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ შეეზღუდოთ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ომბუდსმენი გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას მიესალმება

სახალხო დამცველი გიორგი მამალაძის გათავისუფლების ფაქტს დადებითად აფასებს. ომბუდსმენმა იუსტიციის მინისტრს დეკანოზ გიორგი მამალაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებული რეკომენდაციით რამდენჯერმე მიმართა. დაახლოებით 3 თვის წინ, სახალხო დამცველმა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის თავისუფლების აღკვეთის უფრო მსუბუქი სასჯელით (შინაპატიმრობით) შეცვლის ან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვის თაობაზე რეკომენდაციით მიმართა. სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭომ 2024 წლის 14 თებერვალს დაასრულა საკითხის განხილვა და გიორგი მამალაძე გათავისუფლდა. სახალხო დამცველის რეკომენდაციაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე პირობით ვადამდე გათავისუფლების სხვა კრიტერიუმებს. სახალხო დამცველი მოუწოდებდა საბჭოს სრულყოფილად შეესწავლათ გიორგი მამალაძის მდგომარეობა და ჯეროვანი ყურადღება გამახვილებულიყო რეკომენდაციაში მითითებულ ყველა ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებაზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2019 წელს, სახალხო დამცველმა, მოწვეული სამედიცინო ექსპერტების დასკვნების საფუძველზე, რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფის თაობაზე. შემდეგ პერიოდშიც გრძელდებოდა საქმის შესწავლა და სახალხო დამცველის 2020-2022 წლების ანგარიშებში მუდმივად იყო საუბარი გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება მახვილდებოდა იმაზე, რომ ის ვერ იღებდა სათანადო სამედიცინო მომსახურებას სრულყოფილად. საბოლოოდ, 2023 წლის 30 ოქტომბერს, სახალხო დამცველმა რეკომენდაციით იუსტიციის მინისტრს მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება მსჯავრდებულ გიორგი მამალაძის მიმართ საშეღავათო მექანიზმის გამოყენებას.  

ომბუდსმენმა თბილისის მერიას, დასაქმებულთა დარღვეული შრომის უფლების აღდგენის წინადადებით მიმართა

სახალხო დამცველმა თბილისის მერიას და მის მიერ დაფუძნებულ ხელოვნებისა და სპორტულ დაწესებულებებს, თანამშრომლებთან დადებული შრომის ხელშეკრულებების საქართველოს შრომის კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის წინადადებით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის ოფისი ავრცელებს. როგორც ომბუდსმენის ოფისში აცხადებენ, თბილისის მერიის მიერ მიწოდებული ინფორმაციით, 29 ხელოვნების სკოლაში, ერთ ხელოვნების კოლეჯსა და 2 სპორტულ დაწესებულებაში დასაქმებულ 918 პედაგოგს/მწვრთნელს ბოლო 10 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი შვებულებით არ უსარგებლია, ვინაიდან მათთან ყოველ წელს შრომითი ხელშეკრულება 10 თვის ვადით იდება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში დასაქმებულებთან შრომითი ხელშეკრულების 1 წელზე ნაკლები ვადით დადების საფუძველი არ არსებობს. „დადგინდა, რომ პედაგოგებს და მწვრთნელებს კანონშეუსაბამოდ ეზღუდებათ ანაზღაურებადი შვებულების უფლებით სარგებლობა, ასევე უფლება შეინარჩუნონ სამუშაო ადგილი და დაცული იყვნენ დაუსაბუთებელი და უკანონო გათავისუფლებისგან, ვინაიდან 10 თვის ვადით გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება დამსაქმებელს აძლევს ფორმალურ საფუძველს, შრომითი ურთიერთობა მხოლოდ ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით შეწყვიტოს,“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.  

ომბუდსმენის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რეფორმები ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, ოპოზიციური პარტიების ჩართულობით გატარდეს. ომბუდსმენის თქმით, ოპოზიციის ჩართულობა საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. „ჩემთვის, როგორც სახალხო დამცველისთვის, მნიშვნელოვანია, რომ რეფორმები, რომელიც საქართველოს აქვს გასატარებელი, და ეს რეფორმები პირველ რიგში ეხება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას, ამ გზაზე გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, სასურველია, რომ იყოს ოპოზიციის ჩართულობით. ეს საბოლოო ჯამში აჩვენებს ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხს. ვისურვებდი, რომ იმ გადაწყვეტილებებში, რომელიც ჩვენს საგარეო პრიორიტეტებთან არის მიმართული, მნიშვნელოვნად იყოს ჩართული ოპოზიციური პარტიები და მნიშვნელოვნად იყოს გაზიარებული ჩვენი პარტნიორების რეკომენდაციები”, - განაცხადა იოსელიანმა.  

ომბუდსმენი „ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის დაცვის კანონპროექტზე“: კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს

სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ლგბტ თემთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელზეც უმრავლესობა მუშაობს, წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ლევან იოსელიანი აცხადებს, რომ დეტალების შეფასებას კანონპროექტის გაცნობის შემდეგ შეძლებს. „წინასწარ კანონპროექტის შინაარსის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ერთი რამ არის ცალსახა, ის წინააღმდეგობაში არ უნდა მოდიოდეს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებთან, უნდა იცავდეს თანასწორობის პრინციპს და არ ზღუდავდეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას. ველოდები კანონპროექტს, რომლის გაცნობის შემდეგაც შევძლებ დეტალების შეფასებას,"- აცხადებს იოსელიანი. მამუკა მდინარაძე: მომზადდება საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც საზოგადოებას ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაიცავს  

სახალხო დამცველი ადიგენში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა

საქართველოს სახალხო დამცველი ადიგენში მომხდართან დაკავშირებით აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს 8 მარტს, ადიგენში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას და განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველისთვის მიუღებელია ნებისმიერი სახის ძალადობა და კონსტიტუციით გარანტირებული რელიგიური თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონული ოფისის თანამშრომელს კომუნიკაცია ჰქონდა დაპირისპირებაში ჩართულ პირებთან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ვითარების შესწავლა და ობიექტური, ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტება, რის შემდეგაც, მანდატის ფარგლებში, მოხდება შესაბამისი რეაგირება,“ წერი გავრცელებულ განცხადებაში. რადიო თავისუფლების ცნობით, ინციდენტი 8 მარტს, დაბა ადიგენში მოხდა. კერძო პირის, მერაბ მიქელაძის სახლთან მართლმადიდებლები შეიკრიბნენ და მუსლიმებს იქ ლოცვის ჩატარება აუკრძალეს. მათი თქმით, ერთი დღით ადრე, ადიგენის მართლმადიდებლები და მუსლიმები შეთანხმდნენ, რომ სახლს, რომელიც კერძო პირს ეკუთვნის, "მეჩეთად არ გადააქცევდნენ" და მუსლიმური ტრადიციით, ყოველ პარასკევს იქ ლოცვას არ ჩაატარებდნენ. ადგილზე შეკრებილთა განცხადებით, ხუთშაბათს მათ სახლის მეპატრონისგან მიიღეს ეს პირობა, თუმცა პარასკევს ლოცვა მაინც ჩატარდა.  

ომბუდსმენი აპარატის თანამშრომლის სარჩელზე: მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობაა

სახალხო დამცველის განცხადებით, აპარატის თანამშრომლის ლევან პაპავას მხრიდან მედიაში გავრცელებული ინფორმაცია სამსახურში დისკრიმინაციული გარემოს შექმნასა და საქმიანობის დაბალი ქულით შეფასებასთან დაკავშირებით, მის წინააღმდეგ მიმდინარე დისციპლინური წარმოების გადაფარვის მცდელობას ემსახურება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ლევან პაპავას წინააღმდეგ მიმდინარეობს დისციპლინური საქმის წარმოება, აპარატის ქალი თანამშრომლის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, მისი მიზანმიმართული დისკრედიტაციისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის შესწავლის მიზნით. ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ამავე მოხსენებით ბარათში თანამშრომელი პაპავას მხრიდან ზეწოლისა და სტრესული სამუშაო გარემოს შექმნის შესახებ უთითებს. „რაც შეეხება მისი, როგორც საჯარო მოხელის შეფასებას, მოქმედი კანონმდებლობა ითვალისწინებს შესაბამისი არგუმენტების არსებობისას შეფასების სხვადასხვა ქულის დაწერის შესაძლებლობას, რაც წინა წლებშიც იქნა გამოყენებული როგორც მისი, ასევე აპარატში დასაქმებული სხვა თანამშრომლების მიმართ. ლევან პაპავას წინა სახალხო დამცველის დროსაც ჰქონდა პრეტენზიები შეფასების ცალკეული კომპონენტების თაობაზე და აპარატში შექმნილი იყო არაერთი კომისია, რომელმაც სხვა საკითხებთან ერთად, დასავლეთ საქართველოს სამმართველოში თანამშრომელთა, მათ შორის ლევან პაპავას ქცევისა და კომუნიკაციის ეთიკურობის საკითხი შეისწავლა. შეფასებასთან დაკავშირებული მისი საჩივარი აპარატში შექმნილმა დამოუკიდებელმა კომისიამ განიხილა, რომლის მუშაობაში მოწვეულმა წევრმაც მიიღო მონაწილეობა. ამდენად, აპარატში მისი საჩივრის განხილვის პროცედურები ამოიწურა და შემდგომში დაველოდებით ამ საკითხზე სასამართლო განხილვას,“ - ვკითხულობთ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს თანამშრომელი ლევან პაპავა უჩივის და თბილისის საქალაქო სასამართლოსგან განსხვავებული შეხედულებების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენას და მორალური ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.  

რაზე ამახვილებს სახალხო დამცველი ყურადღებას 2023 წლის ანგარიშში

სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში წარადგინა.  ლევან იოსელიანი სხვა საკითხებთან ერთად შეეხო კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ადამიანების მდგომარეობას. მისი განცხადებით, მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები. ამასთან, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. „კონფლიქტის ზონაში მცხოვრები ქართველი, ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ოკუპაციის დამანგრეველ შედეგებს - დღემდე დაუსჯელები არიან დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და ირაკლი კვარაცხელიას მკვლელობაში უშუალოდ მონაწილე საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები, რაზეც პასუხისმგებლობა რუსეთის ფედერაციას ეკისრება,“ ამბობს ომბუდსმენი. „ოთხოზორიას საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ უკვე გამოაქვეყნა გადაწყვეტილება. დიდი იმედებით ველოდებით, სასჯელის შესახებ მათ გადაწყვეტილებას, რომელმაც ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და განგრძობად ოკუპაცია სამართლებრივად უნდა შეაფასოს. მძიმე გამოწვევად რჩება საოკუპაციო ხაზზე უკანონო დაკავებები და არასათანადო მოპყრობის ფაქტები, გახშირებულია უკანონო პატიმრობის შემთხვევები. საკუთრების უფლებების დარღვევა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიური ყოფის ნაწილია. თითქმის უწყვეტია საოკუპაციო ძალების “ბორდერიზაციის” პროცესი. ეთნიკურ ქართველებს ამ დრომდე არ ეძლევათ საშუალება ოკუპირებულ რეგიონებში მშობლიურ ენაზე განათლების მიიღონ. ბავშვებს მრავალი სახიფათო კილომეტრის გავლა უწევთ ქართულ ენაზე წერა-კითხვის შესასწავლად. მტკივნეულია საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ქალების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 35 შეხვედრა გვქონდა საოკუპაციო ხაზის მომდებარე მცხოვრებ ქალებთან. შემაძრწუნებელია ისტორიები, რომლებსაც ისინი მიზიარებენ. ქალები ხშირად დაუცველები არიან ძალადობის შემთხვევებში, ყოველთვის ვერ ახერხებენ ჯანდაცვის საბაზისო სერვისების მიღებას, არ აქვთ ინფორმაცია ისეთ მომსახურებაზე, რაც ხშირ შემთხვევაში უფასოა, მაგალითად, სკრინინგი. როგორც იცით, რელიგიური დღესასწაული ახლოვდება, საანგარიშო პერიოდში და წლების განმავლობაშიც დღესასწაულების დროს ხელოვნურად უშლიან ადამიანებს გადაადგილებას. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ წელს იქნება გამონაკლისი და აღდგომის დღესასწაულზე ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ წინაპართა სალოცავების და საფლავების მონახულებას,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა. პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობა სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშშია აღნიშნულია, რომ წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა - საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ანგარიშის მიხედვით, ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. „წლების განმავლობაში, უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა. გასული წლების მსგავსად, კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება დაწესებულებების გადატვირთულობა და არაფორმალური მეთოდებით მმართველობის ცალკეული შემთხვევები. ნიშანდობლივია, რომ 2021 წლის მაისში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი ad hoc ვიზიტით საქართველოს სპეციალურად ეწვია ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის შესამოწმებლად. შემოწმების შედეგად, 2022 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა მიუთითა, რომ პენიტენციური დაწესებულებების მენეჯმენტსა და იერარქიის წარმომადგენელ პატიმრებს შორის ნებისმიერი კონფლიქტი თავდაპირველად არაფორმალურად, ადმინისტრაციის ფორმალურად გაფრთხილების გარეშე უნდა მოგვარებულიყო. საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში ასევე კვლავ პრობლემური იყო დეესკალაციის ოთახსა და სამარტოო (უსაფრთხო) საკანში პატიმრების ხანგრძლივი, არამიზნობრივი და დასჯის მიზნით მოთავსება, რაც, სახალხო დამცველის შეფასებით, სასტიკ, არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას უტოლდება. ასევე პრობლემური იყო არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოვლენა და დოკუმენტირება, პატიმართა ადეკვატური სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფა და პენიტენციური დაწესებულებების ფიზიკური გარემო. სამწუხაროდ, კვლავ გადაუჭრელია პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმთან დაკავშირებული ის პრობლემები, რომელთა გადაჭრის მნიშვნელობაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს. კერძოდ, მოქმედი პრაქტიკა და საკანონმდებლო ჩარჩო ვერ ადგენენ ერთიან, განჭვრეტად და მკაფიო საფუძვლებს იმისა, თუ ვის ეკუთვნის საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობა. აუცილებელია დაიხვეწოს ნორმატიული ბაზა და პირობით ვადამდე გათავისუფლებისა თუ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პროცესში უფრო მეტ კრიტერიუმს მიექცეს ყურადღება, მათ შორის, ისეთ ასპექტებს, რომლებიც მსჯავრდადებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებსა და სხვა საკითხებს მიემართება. ასევე საგულისხმოა, რომ სასჯელის გადასინჯვის მექანიზმის ეფექტიანი ფუნქციონირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უვადო თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულებისთვის. სამწუხაროდ, კვლავ შეუსრულებელია სახალხო დამცველის წინადადება უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდადებულის მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლების მოთხოვნით სასამართლოსთვის მიმართვის ვადის რამდენიმე წლით შემცირებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში. შეკრების თავისუფლება ანგარიშის მიხედვით, შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება - საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამასთან, 2023 წელს შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. „2023 წელი სხვადასხვა მასშტაბის, შინაარსისა და ფორმის მრავალი შეკრებით გამოირჩეოდა. რადიკალური ჯგუფების შეკრებების ფონზე, აქტუალური იყო მშვიდობიანი შეკრების სარგებლობასთან დაკავშირებული გამოწვევები, შეკრების ფორმისა და შინაარსის შეზღუდვასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ინიციატივები, შეკრების დაშლის მიზნით განხორციელებული არაპროპორციული და, ზოგიერთ შემთხვევაში, არალეგიტიმური ღონისძიებები. კვლავ გამოიყენებოდა შეკრების მონაწილეთა ადმინისტრაციული დაკავების პრაქტიკა. საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებული რიგი გამოწვევები უცვლელი რჩებოდა, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში, შეკრების თავისუფლებით სარგებლობა - კიდევ უფრო გართულებული. შეკრებებისა და აქციების დროს მონაწილეთა დაკავება, დღევანდელ კონსტიტუციურ წესრიგთან შეუთავსებელ, 1984 წელს მიღებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ეფუძნება. სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობაზე, რადგანაც საბჭოთა პერიოდის მოქმედი კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ამის ნათელი მაგალითია 2023 წლის 2-3 ივნისს პოლიციის მხრიდან ამ მოძველებული კანონმდებლობის საფუძველზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაკავების ფაქტები, რომლებთან მიმართებითაც სახალხო დამცველის აპარატმა ხუთ საქმეზე სასამართლოში მეგობრის მოსაზრება წარადგინა. სამწუხაროდ ეს საქმეებიც ადასტურებს, რომ ხშირად გამოხატვის თავისუფლებასა თუ შეკრების უფლების რეალიზაციაში ჩარევა მხოლოდ პროტესტის გამოხატვის შინაარსს ან/და ფორმას უკავშირდება, რაც სრულიად ეწინააღმდეგება შესაბამის ადამიანის უფლების დაცვის სტანდარტებს. 2023 წელს განსაკუთრებით პრობლემური იყო პარლამენტის მხრიდან კანონპროექტის ინიცირება, რომელიც მკვეთრად ზღუდავდა შეკრება/მანიფესტაციების მონაწილეთა მხრიდან დროებითი კონსტრუქციების (მათ შორის, კარვის) აღმართვის შესაძლებლობას. ეს ინიციატივა, სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ასევე უარყოფითად შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. მათი შეფასებით, შეთავაზებული ცვლილებები შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო განსხვავებული პოლიტიკური აზრის დისკრიმინაციულად ჩასახშობად. დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტის დაჩქარებულად მიღების წესიც. კანონპროექტს, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო, ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა და ამ ეტაპზე კანონის მიღების პროცესი შეჩერებულია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უაღრესად მნიშვნელოვანია, საქართველოს პარლამენტმა, შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, უარი თქვას კანონის მიღებაზე,” - აღნიშნულია სახალხო დამცველის 2023 წლის ანგარიშში. გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობა და ბავშვების მიმართ ძალადობა   სახალხო დამცველის შეფასებით, წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები - 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა. ანგარიშის მიხედვით, ამასთან, პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯ შახმაროვას მკვლელობით. „პრობლემურია ბავშვების მიმართ ძალადობის დროული გამოვლენა, ეფექტიანი, კოორდინირებული და ბავშვზე მორგებული რეაგირება. ამგვარი კომპლექსური რეაგირების არარსებობამ, შესაძლოა, ტრაგიკულ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რაც დასტურდება 2023 წელს, აითაჯის მკვლელობით. სამწუხაროდ, 14 წლის აითაჯ შახმიროვას გენდერული ნიშნით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი არ არის განყენებული შემთხვევა და ძალადობის პრევენციის, აღკვეთის, მსხვერპლთა დაცვის და დახმარების მიმართულებით არსებული ხარვეზების შედეგია. მომხდარი კიდევ ერთხელ ადასტურებს მუშაობის გაძლიერების საჭიროებას პრევენციის მიმართულებით - დამოკიდებულებების გარდასაქმნელად, გენდერულ სტერეოტიპებზე დაფუძნებული ტრადიციებისა და მავნე პრაქტიკების აღმოსაფხვრელად. წლების განმავლობაში ნარჩუნდება გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების (ფემიციდის) კუთხით არსებული გამოწვევები. 2023 წელს 24 ქალის მკვლელობისა და 27 ქალის მკვლელობის მცდელობის ფაქტი გამოვლინდა,“ - წერია სახალხო დამცველის ანგარიშში. ამავე დოკუმენტის თანახმად, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება- კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა, ანგარიშის მიხედვით, პაციენტებს კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, მათი ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. „ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებს კვლავ თვითნებურად აქვთ შეზღუდული ტელეფონით სარგებლობის უფლება. მათ მხოლოდ ექიმისა და დამხმარე პერსონალის ნებართვისა და კეთილგანწყობის შემთხვევაში შეუძლიათ ისარგებლონ ტელეფონზე დარეკვის შესაძლებლობით. დამატებით, პაციენტებს, კვლავ არ აქვთ სტაციონარიდან გაწერის გარეშე, სტაციონარის ხანმოკლე ვადით დატოვების შესაძლებლობა, პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით. კვლავ შენარჩუნებულია ამანათების მიღების პრობლემა ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში (ყოფილ. აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი). ამგვარი შეზღუდვა ვრცელდება სამოქალაქო განყოფილებაში ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტების მიმართაც, რომელთაც ისედაც უნდა შეეძლოთ დაწესებულების ხანმოკლე დროით დატოვება და მათთვის სასურველ ადგილას, მათთვის სასურველი პროდუქტების შეძენა. მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა ინფორმაცია შეფერხების აღმოფხვრის შესახებ, სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა, რომ ეს პრობლემა კვლავ აქტუალურია. სახალხო დამცველი მიესალმება ჯანდაცვის სამინისტროს ნაბიჯს, რომლის შედეგადაც, განახლდა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების პირობები. განახლებული პირობებით: დაწესებულებას მოეთხოვება პაციენტთან შეხვედრების სივრცის/ოთახის ქონა, სადაც დაცული უნდა იქნეს პაციენტის პრივატულობა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპები. თუმცა, მიუხედავად ამისა, კვლავ არის ფსიქიატრიული დაწესებულებები, სადაც პაციენტების მნახველების მისაღებად არ არის ხელმისაწვდომი სათანადო ინფრასტრუქტურა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ყველა დაწესებულებაში მყოფ პაციენტებს ჰქონდეთ შესაძლებლობა პირისპირ და კონფიდენციალურ გარემოში შეხვდნენ ოჯახის წევრებს და მეგობრებს. პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა თავშესაფრებისა და ალტერნატიული საცხოვრისების მონიტორინგის შედეგად პრობლემები გამოკვეთა ბენეფიციართა გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. აღმოჩნდა, რომ მათ არ აქვთ, ან ჩამორთმეული აქვთ მობილური ტელეფონები, ხოლო დამხმარე პერსონალის სამუშაო ტელეფონის გამოყენების შესაძლებლობა მხოლოდ პერიოდულად ეძლევათ. დაწესებულებებში არიან ბენეფიციარები, რომლებიც ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან, რადგან არ აქვთ მათი ტელეფონის ნომრები და მათ მოძიებაშიც არავინ ეხმარება. გარდა ამისა, ხელმისაწვდომი არ არის ინტერნეტი, რაც ხელს შეუწყობდა როგორც ბენეფიციარების გარე სამყაროსთან კონტაქტის გაუმჯობესებას, ისე მათ ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას,“ - აღნიშნულია სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში.  

ომბუდსმენი: დაუშვებელია უხამსი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ

ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას მიერ ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენმა ყველა დეპუტატს მოუწოდა, თავი შეიკაოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან. „ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია, რაც დღეს პარლამენტში ვიხილე, დაუშვებელია უხამსი და შეურაცხმყოფელი ტერმინების გამოყენება ქალი დეპუტატების მიმართ. მოვუწოდებ ყველა დეპუტატს თავი შეიკავოს ქალების დამცირებისა და შეურაცხყოფისგან და დაიცვან ეთიკის მინიმალური სტანდარტები! ეს არავის მატებს ღირსებას!“ - დაწერა იოსელიანმა Facebook-ზე. ინფორმაციისთვის, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოდიშარიამ შეურაცხმყოფელი რეპლიკა მაშინ გამოიყენა, როცა პარლამენტის ტრიბუნიდან გენდერული კვოტირების გაუქმების კრიტიკით „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი გამოდიოდა.  

ომბუდსმენი: გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ამის მიღწევა აუცილებელია სწორი გზებით

სახალხო დამცველი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დააკავშირებით აცხადებს, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის არსებობს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. ლევან იოსელიანი განმარტავს, რომ მსგავსი შეთავაზებით შარშანაც გამოვიდა, როცა აღნიშნული კანონპროექტი პირველად დააინიცირეს. „როდესაც ვსაუბრობთ ამ კანონის შინაარსზე, ეს კანონი შეიძლება, პოლიტიკოსებისთვის იყოს დებატის საგანი, მაგრამ თვითონ კანონის მიზანი, რაც გულისხმობს გამჭვირვალობას, ეს არის ლეგიტიმური, ოღონდ, ამ ლეგიტიმური მიზნის მიღწევა აუცილებელია, მოხდეს ასევე სწორი გზებით და ამაზე შარშან ამ დროს ვსაუბრობდი პარლამენტში, როდესაც ვამბობდი, რომ თუ ვინმეს აინტერესებს კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციის დამფინანსებელი, ამისთვის გვაქვს გრანტის კანონი, სადაც შესაძლებელია, დაემატოს ერთი მუხლი, რომელიც ამ მიზნის მიღწევას უზრუნველყოფს. თუ ამ მიზნის მიღწევა კონკრეტული პოლიტიკური დღის წესრიგით არის დატვირთული და ეს ყველაფერი უკვე წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დამოკიდებულებასთან, მათ ჩვენ შემდგომ ნაბიჯებთან ევროინტეგრაციის გზაზე, რა თქმა უნდა, ეს საკითხი უნდა იქნას გადახედილი. ეს პოზიცია მქონდა მაშინაც და ეს მაქვს დღესაც. რატომ იყო პრობლემური - მაშინდელი მოცემულობით იყო იარლიყების მიმყენებელი ეს კანონი, იყო აგენტის სახელწოდება, რომელიც შეურაცხმყოფელი იყო ადამიანებისთვის. სახელწოდებას რომ თავი დავანებოთ - ზოგადად, პრინციპია, რომ ადამიანის ღირსებას არ უნდა შეურაცხყოფდეს არანაირი კანონი, არც სახელწოდებით, არც შინაარსით და ასე შემდეგ, მაგრამ ამავე დროს, მაინც ხაზს ვუსვამ, გამჭვირვალობა არის ლეგიტიმური მიზანი და ამის განხორციელებაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ ეს მიზნები მიღწეული იყოს ისეთი ფორმებით, რა ფორმებიც მისაღებია ჩვენი პარტნიორებისთვის," - განაცხადა ლევან იოსელიანმა „ტვპირველის“ ეთერში. სახალხო დამცველის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ კანონი საქართველოს კონსტიტუციასთან მოვა წინააღმდეგობაში, მათი ვალდებულება იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში გასაჩივრება. „გამჭვირვალობა ლეგიტიმური მიზანია, მაგრამ ეს უნდა იყოს მიღწეული ისეთი ფორმით, რომელიც წინააღმდეგობაში არ იქნება ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების პოზიციასთან, სამოქალაქო სექტორის აღქმასთან და არ მოახდენს ვინმეს სტიგმატიზირებას, დემონიზებას, თორემ სხვა მხრივ, მე ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ, რომ ვიღაცამ ერთი ფორმით მეტი შეავსოს და გამოამზეუროს თავისი შემოსავლები,“ ამბობს სახალხო დამცველი. როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს. ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია

„ალტ ინფოს“ პარტიის გაუქმების გადაწყვეტილებას სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, ომბუდსმენის აპარატი შეისწავლის საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას პარტია “ალტ ინფოს” გაუქმების შესახებ და ამის შემდეგ აპარატის მოსაზრებებს საზოგადოებას გააცნობენ. ამის შესახებ იოსელიანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „გუშინ გავიგე ინფორმაცია პარტიის გაუქმების შესახებ. მიუხედავად იმისა, როგორი პარტიაც არ უნდა იყოს, როგორი იდეოლოგიის, საქართველოს კანონმდებლობის შესახებ არის რეგისტრირებული, რომ მას უნდა ჰქონდეს კონკრეტული გაუქმების საფუძვლები, რაც ასევე კანონში წერია. ამიტომ, სახალხო დამცველის აპარატი ამ საკითხს შეისწავლის და საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენ მოსაზრებას რამდენად სწორი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო საჯარო რეესტრმა,” - განაცხადა ლევან იოსელიანმა.  

ომბუდსმენის თქმით, გამჭვირვალობის მიღწევა, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებით შეიძლება

სახალხო დამცველ ლევან იოსელიანის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, ლეგიტიმური მიზანია, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირებასა და ადამიანების ღირსების შელახვაში. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული. ამასთან, ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ აღნიშნული „ლეგიტიმური მიზნის მიღწევა“ შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილების შეტანით. იოსელიანი კანონპროექტის ავტორებს კონსულტაციებს სთავაზობს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში განმეორებით ინიცირებას და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ინიციატივის მიზანი - საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა - წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს, თუმცა მისი მიღწევა შესაძლებელია გაერთიანების უფლებაში არაპროპორციული ჩარევის გარეშე, რაც არ უნდა გამოიხატოს ორგანიზაციების სტიგმატიზირება და ადამიანების ღირსების შელახვაში. სახალხო დამცველის პოზიციით, ზემოაღნიშნული ლეგიტიმური მიზნის მიღწევა შესაძლებელია, მოქმედ კანონმდებლობაში სხვაგვარი ცვლილებების შეტანის გზით. 1 წლის წინ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული იყო მსგავსი კანონპროექტები, რომლებიც სახალხო დამცველის 2023 წლის 24 თებერვლისა და 6 მარტის მიმართვების საფუძველზე, შეფასებული აქვს ეუთო/ოდირს და მიჩნეული აქვს ადამიანის ძირითად უფლებებთან შეუსაბამო ინიციატივებად. საქართველოს კონსტიტუციაში აღნიშნულია, რომ კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში ყველა ზომა უნდა მიიღონ ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული განსაკუთრებით გასათვალისწინებელია, ვინაიდან, გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლებასთან, აგრეთვე პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით, სხვა ქვეყნების კანონმდებლობაში ასახული მსგავსი მოწესრიგება ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლომ, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (OSCE/ODIHR), ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, ვენეციის კომისიამ და გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა უარყოფითად შეაფასეს. შესაბამისად, სახალხო დამცველის მოსაზრებით, პარლამენტმა არ უნდა მიიღოს არცერთი სამართლებრივი აქტი, რამაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას საქართველოს კონსტიტუციური მისწრაფების აღსრულებას. აქვე მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ 2020 წლიდან საქართველოში არსებობს eAIMS მონაცემთა ბაზა, რომელიც შეიქმნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ერთობლივი მუშაობის შედეგად. აღნიშნული ბაზა განთავსებულია ვებგვერდზე, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის. ის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებელს, მოიპოვოს ინფორმაცია ყველა დონორის, დაფინანსების ტიპის, პროექტის და თემატური მიმართულების შესახებ. ამავე პორტალზე, ძალიან იოლი საძიებო სისტემის საშუალებით შესაძლებელია, ინახოს ორგანიზაციების მიერ გაწეული ხარჯების ოდენობაზე ინფორმაცია. სახალხო დამცველის მოსაზრებით, „გრანტის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანის და ზემოაღნიშნული eAIMS მონაცემთა ბაზის მოდიფიცირებით, შესაძლებელია, მარტივად იყოს მიღწეული საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობის და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდის ლეგიტიმური მიზანი. ცალკე ყურადღებას იმსახურებს ის გარემოება, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი ქმნის ორგანიზაციებთან სხვადასხვა სახის (შრომით ან მომსახურების სახელშეკრულებო) ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი პირის შესახებ საკმაოდ დიდი მოცულობის პერსონალური მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საფუძველს, რაც შესაძლოა, ხელყოფდეს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველი სრულ მზაობას გამოხატავს - განსახილველი ინიციატივების ადამიანის უფლებების სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, დამატებითი კონსულტაციები გამართოს კანონპროექტის ავტორებთან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.  

ომბუდსმენი ლაზარე გრიგორიადისის საქმეს გამოითხოვს და შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ გამოითხოვენ და შეისწავლიან ლაზარე გრიგორიადისის საქმეს. „უკვე დასრულებულ საქმეს გამოვითხოვთ, შევისწავლით და დამატებით ჩვენს აზრს ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ვაცნობებთ," - განუცხადა ლევან იოსელიანმა მედიას ლაგოდეხში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. დღეს, 12 აპრილს, 2023 წლის 7-9 მარტის აქციების მონაწილის, 22 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა. ერთწლიანი სასამართლო განხილვის შემდეგ მოსამართლემ გრიგორიადისს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს მიმართეს  

სახალხო დამცველი: ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში

„ყველა აკრედიტებულ მედიას უნდა მიეცეს საშუალება, იყოს პარლამენტში და დღევანდელი დღე იმ პერსპექტივიდან გააშუქოს, როგორც მას მიაჩნია სწორად - დასვას კითხვები და მიიღოს პასუხები,“ - სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი პარლამენტში აკრედიტებული მედიასაშუალებების არშეშვების თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, პარლამენტის შენობაში შესვლისა და დაგეგმილი სხდომების ადგილზე გაშუქების უფლება მხოლოდ ტელევიზიების აკრედიტებულ ჟურნალისტებს მიეცათ - არცერთი სხვა მედიასაშუალების ჟურნალისტი, აკრედიტებული კორესპონდენტები საკანონმდებლო ორგანოში არ შეუშვეს. პარლამენტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის განხილვას აქციის ფონზე იწყებს  

ომბუდსმენის აპარატმა აქციაზე ერთ-ერთი დაკავებულის საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართა

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 15 აპრილის ღამეს დაკავებული 10 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. მათივე ცნობით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მყოფთაგან ერთი პირი მიუთითებდა პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე, რაზეც სურდა რეაგირება; აღენიშნებოდა დაზიანებაც. შესაბამისად, სახალხო დამცველის აპარატმა ფაქტის გამოძიების მოთხოვნით უკვე მიმართა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს. „სახალხო დამცველის აპარატი კვლავ გააგრძელებს აქციების მონიტორინგს და მანდატის ფარგლებში მოახდენს შესაბამის რეაგირებას ადამიანის უფლებადარღვევის ყველა ფაქტზე. უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24 საათიან რეჟიმში,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. შსს: 15 აპრილის აქციაზე დაკავებული 14 ადამიანიდან ოთხი ხელწერილით გათავისუფლდა  

სახალხო დამცველი: მოვუწოდებ შსს-ს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა, ძალის გამოყენების შემთხვევაში დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები

საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ყველა მოქალაქის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების დაცვა და ძალის გამოყენების შემთხვევაში, დაიცვას შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ლევან იოსელიანის განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი განაგრძობს თბილისში პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე შეკრების მონიტორინგს.  

ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს

სახალხო დამცველის წარმომადგენელმა 17 აპრილის აქციაზე დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე მოინახულა, რომელიც აცხადებს, რომ მისი დაკავება უსაფუძვლოდ მოხდა. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე დაადგინა მეორე ადმინისტრაციული წესით დაკავებული მოქალაქის ადგილსამყოფელი და უახლოეს საათებში მოინახულებს.  გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატი დღესვე მიმართავს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, პოლიციის მხრიდან პარლამენტის წევრის ალექსანდრე ელისაშვილის მიმართ განხორციელებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მიზნით.  სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და ჩაატაროს ყველა საგამოძიებო მოქმედება, პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირების მიზნით. აპარატი განახორციელებს გამოძიების ეფექტიანობის მონიტორინგს. ომბუდსმენი: აშკარად იკვეთება სპეცდანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც ხალხმრავალი პროტესტია პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი, მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს. ვინ დაუჭირა მხარი ე.წ. „უცხოური აგენტების კანონპროექტს“ პირველი მოსმენით ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა. 22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები

სახალხო დამცველის მიმართვის საფუძველზე, ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის მიმართვის საფუძველზე, პარლამენტის წევრთან, ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული “ინციდენტის შესწავლა“ დაიწყო. უწყების ცნობით, ალეკო ელისაშვილი გამოკითხვაზე დაიბარეს. „სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სახალხო დამცველის მომართვის საფუძველზე ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებული ინციდენტის შესწავლა დაიწყო, ელისაშვილი დაბარებულია საგამოძიებო უწყებაში, სადაც მოხდება გამოძიების ფარგლებში მისი გამოკითხვა,“ - აცხადებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში. ომბუდსმენის აპარატი პოლიციის მხრიდან ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოძიებას ითხოვს  

ომბუდსმენმა ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს აქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწესებულებები შემთხვევითობის პრინციპით შეირჩა. რეგიონული განაწილება ასეთია: თბილისი, კახეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამცხე ჯავახეთი, იმერეთი, აჭარა და სამეგრელო. გავრცელებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. ეს დარღვევები სამედიცინო დაწესებულებაში მოხვედრილ პაციენტებში ინფექციის გავრცელების, ნოზოკომიური ინფექციებით გამოწვეული ავადობის და ლეტალური შედეგების რისკებს ზრდის. „2023 წელს პირველად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ცალკეულ სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების გავრცელების პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების მონიტორინგი ჩაატარა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში „სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგები“ ასახა. სახალხო დამცველის რწმუნებულებმა, მოწვეულ ექსპერტ, ექიმ-ეპიდემიოლოგთან ერთად, შეაფასეს რიგი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, გაანალიზეს საერთაშორისო დოკუმენტები, უფლებამოსილი უწყებებიდან გამოითხოვეს შესაბამისი ინფორმაცია. ასევე, 2023 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებულ 9 სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებში განხორციელდა მონიტორინგის ვიზიტები. სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების ცალკეული შემთხვევები. კერძოდ: მონიტორინგმა აჩვენა, რომ არცერთ შემოწმებულ სამედიცინო დაწესებულებაში არ მიმდინარეობდა ხელის ჰიგიენის ღონისძიებების დაცვის სისტემური მონიტორინგი. შემოწმებული დაწესებულებებიდან - 5 დაწესებულებაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად გამოიკვეთა მაღალი და ძალიან მაღალი რისკის ზონებში ვენტილაციის სისტემების გაუმართაობა, რომელიც საიზოლაციო სათავსოებიდან ინფექციის ჰაერით გავრცელების რისკს ზრდის. სამედიცინო დაწესებულებებში სასტერილიზაციო სივრცე უმეტესწილად არ ყოფილა სათანადოდ მოწყობილი. გამოვლინდა ვენტილაციის და კონდიცირების სისტემების გაუმართაობა, „სუფთა“ და „ჭუჭყიანი“ სივრცეების ზონირების პრინციპების დაცვის დარღვევები და ზონებს შორის გადაადგილებისას პერსონალის მიერ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების მოთხოვნების დაუცველობა. ხუთ დაწესებულებაში გამოვლინდა ინსტრუმენტების სტერილიზაციის წინარე დამუშავების პროცესის უხეში დარღვევები. გასტერილებული ინსტრუმენტების მდგომარეობა ასევე არ შეესაბამებოდა დადგენილ სტანდარტებს, ეს კი, გავლენას ახდენს მრავალჯერადი გამოყენების ქირურგიული და სხვა სამედიცინო ინსტრუმენტების/მასალების სტერილიზაციის ხარისხზე; ასევე, უგულებელყოფილი იყო სამედიცინო თეთრეულის რეცხვის, დამუშავების, შენახვის და გამოყენების მოთხოვნები. 4 დაწესებულებაში გამოვლინდა სამედიცინო ინფრასტრუქტურის ზედაპირების მთლიანობის და ნარჩენების მართვის პროცესის დარღვევის ფაქტები. გარდა ამისა, სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ სამედიცინო დაწესებულების უმრავლესობაში არსებული სასწავლო მოდულები და პროგრამები ვერ ითვალისწინებს კონკრეტული სამედიცინო დაწესებულების საჭიროებებს, არის ზედაპირული და ფორმალური ხასიათის,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სახალხო დამცველი: მივმართავთ შსს-ს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ

სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამის შესახებ სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ომბუდსმენის განცხადებით, ამ ეტაპზე არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს. სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს. „საქართველოს სახალხო დამცველი თვალს ადევნებს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განვითარებულ მოვლენებს, სადაც სიტუაცია პერიოდულად იძაბება, ჩნდება აქციის მონაწილეთა და სამართალდამცველთა დაპირისპირების კერები, პარალელურად ხდება სამართალდამცველთა მობილიზება, ასევე განთავსებულია წყლის ჭავლის მანქანა, აგრეთვე ვრცელდება ინფორმაცია სავარაუდოდ წიწაკის სპრეის გამოყენების თაობაზეც. სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აქცია მიიღებს ძალადობრივ ან/და კანონსაწინააღმდეგო ხასიათს, რა დროსაც ხელისუფლების მხრიდან შეკრების შეწყვეტა უკანასკნელ საშუალებად უნდა იქნას გამოყენებული, ხოლო აღნიშნულის ფარგლებში ძალის გამოყენება უნდა აკმაყოფილებდეს აუცილებლობისა და პროპორციულობის მკაცრ ტესტს. საქართველოს სახალხო დამცველის დაკვირვებით ამ ეტაპზე (29 აპრილი, 00:30სთ) არ არსებობს შეკრების შეწყვეტის წინაპირობა და აქცია ატარებს მშვიდობიან ხასიათს, შესაბამისად, სახალხო დამცველი მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, არ გამოიყენოს ძალა შეკრების მშვიდობიანი მონაწილეებს მიმართ და არ შეუშალოს მათ ხელი კონსტიტუციით გარანტირებული უფლებით სარგებლობაში. ამავე დროს სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს,“ - ნათქვამია განცხადებაში. არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა - საია